პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა
"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა ბავ­შვის ვი­დეო, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის მრჩევ­ლის სა­ი­ფუ­ლაჰ ტურ­ლა­ე­ვის შვილ­მა გა­ავ­რცე­ლა. შაა ტურ­ლა­ე­ვის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ასა­ხულ ბავ­შვს, რო­მელ­საც რუსი გვარ­დი­ე­ლის ფორ­მა აც­ვია, მკერ­დზე გვა­რი "მე­ჟი­დო­ვი" აწე­რია. მხარ­ზე ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი აქვს გა­დე­ბუ­ლი და ისრვის შე­ძა­ხი­ლით, "ახ­მა­ტი ძა­ლაა.. ალაჰ აკბარ!".

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია tvrain.ru ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა Кавказ.Реалии -ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­დე­ორ­გო­ლი წა­შა­ლეს, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მამ მისი შე­ნახ­ვა მო­ას­წრო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბავ­შვის მამა ჰუ­სე­ინ მე­ჟი­დო­ვია, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის ვა­რა­უ­დით, "როსგვარ­დი­ის" ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქის 249-ე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მო­ტო­რი­ზე­ბულ და­ნა­ყოფს მე­თა­უ­რობს. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ მსგავ­სი ვი­დეო ბავ­შვთან ერ­თად მისი მო­ნა­წი­ლო­ე­ბით გავ­რცელ­და, ოღონდ იმ ვო­დე­ო­ში თა­ვად ისრვის.

"დღეს ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი­დან ტაქ­ტი­კუ­რი გას­რო­ლა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, რო­მე­ლიც ნაღმმ­ტყროც­ნელ­თა და­ნა­ყოფს ეკუთ­ვნის" - და­წე­რა მე­ჟი­დოვ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 1 ივ­ნისს რამ­ზან კა­დი­როვ­მა მე­ჟი­დო­ვი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა­ში თა­ვის გა­მო­ჩე­ნის­თვის" სა­ხელ­მწი­ფო მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ Новая газета წერ­და, რომ შაა ტურ­ლა­ევ­ზე (კა­დი­რო­ვის მრჩევ­ლის შვი­ლი) ფე­დე­რა­ლუ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რად­გან ის მოს­კო­ვის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტის, რუს­ლან ია­მა­დე­ვის, ასე­ვე კა­დი­რო­ვის ყო­ფი­ლი დაც­ვის წევ­რის უმარ ის­რა­ე­ლო­ვის მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

"მის "ან­გა­რიშ­ზეა" ასე­ვე სულ მცი­რე სამი ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა და მკვლე­ლო­ბა" - წერ­და გა­მო­ცე­მა.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი (და არა მხო­ლოდ) უკვე დიდი ხა­ნია რამ­ზან კა­დი­რო­ვის გავ­ლე­ნებს სა­ხი­ფა­თოდ მი­იჩ­ნე­ვენ. მათი ნა­წი­ლი "კა­დი­რო­ვის კლა­ნის" ზღვარსგა­და­სულ ქმე­დე­ბებს აკ­რი­ტი­კებს. თუმ­ცა, ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ, პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი კა­დი­რო­ვი ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერ შუ­ა­შია. მათი თქმით, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ია­რა­ღის მი­მართ ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი სულ ჰქონ­დათ და ამას ვერც "ФСБ" უხერ­ხებს რა­მეს.

"ტურ­ლა­ევს არა­თუ პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, დღემ­დე გა­ნაგ­რძობს პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, თა­ნაც მხო­ლოდ რუ­სეთ­ში­კი არა, მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. ასეთ კადრს ისი­ნი ყო­ველ­თვის შე­სა­ბა­მი­სად ით­ვი­სე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე ცუ­დად მო­უბ­რუნ­დე­ბა რუ­სეთს, თუმ­ცა, უკვე ვიმ­კით კა­დი­რო­ვის აღ­ზე­ვე­ბის შე­დე­გებს..." - წერს ელე­ნა ბო­რი­სო­ვა.

კა­დი­რო­ვის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პერ­სო­ნა სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით რომ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ვი­დე­ო­ში, მას აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ავ­ლებ­დნენ და ISIS-ის წევ­რო­ბის ან მას­თან კავ­ში­რის გამო გა­აქ­რობ­დნენ. თუმ­ცა, კა­დი­რო­ვი­სა და პუ­ტი­ნის ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რო­გორც თა­ვად სურთ..." - წერს სერ­გეი მატ­ვი­ნენ­კო.

"რა­ტომ გიკ­ვირთ, აბა ჩე­ჩე­ნი ბავ­შვი წიგნს ხომ არ და­ი­ჭერ­და ხელ­ში?.. აქ მთა­ვა­რია, პუ­ტი­ნი­სა და კა­დი­რო­ვის შე­თა­მა­შე­ბუ­ლი დუ­ე­ტი, მათ თუ დას­ჭირ­დათ, რო­მე­ლი­მეს გავ­ლე­ნის და­სა­ცა­ვად, მოს­კო­ვის ცენ­ტრშიც ვნა­ხავთ ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ჩეჩ­ნე­თი­დან..." - მი­აჩ­ნია ალექს ბო­რი­სოვს.

"აშ­კა­რად არას­რულ­წლო­ვა­ნია... რა გა­რან­ტია ჰქონ­დათ, რომ რა­მეს არ და­ი­შა­ვებ­და. ჰიტ­ლე­რე­ლე­ბი­ვით მზად არი­ან თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი ბე­ლადს შეს­წი­რონ. რა სა­ხი­ფა­თოა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მხო­ლოდ ჩეჩ­ნე­თი კი არა, მოს­კო­ვი და მთლი­ა­ნად რუ­სე­თი ზის ნაღ­მზე..." - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვლა­დი­მირ ლა­ზა­რე­ვი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&
85

ველურები

????
31

სტატიას უაზრო სათაური აქვს- სად ჰყავდა ჰიტლერს შვილები და ვის შესწირა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვის ვიდეო, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მრჩევლის საიფულაჰ ტურლაევის შვილმა გაავრცელა. შაა ტურლაევის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულ ბავშვს, რომელსაც რუსი გვარდიელის ფორმა აცვია, მკერდზე გვარი "მეჟიდოვი" აწერია. მხარზე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი აქვს გადებული და ისრვის შეძახილით, "ახმატი ძალაა.. ალაჰ აკბარ!".

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია tvrain.ru ინტერნეტგამოცემა Кавказ.Реалии -ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოგვიანებით ვიდეორგოლი წაშალეს, თუმცა, რამდენიმე გამოცემამ მისი შენახვა მოასწრო. გამოცემის ცნობით, ბავშვის მამა ჰუსეინ მეჟიდოვია, რომელიც რუსული დამოუკიდებელი მედიის ვარაუდით, "როსგვარდიის" ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის 249-ე სპეციალიზებულ მოტორიზებულ დანაყოფს მეთაურობს. რამდენიმე ხნის წინ მსგავსი ვიდეო ბავშვთან ერთად მისი მონაწილოებით გავრცელდა, ოღონდ იმ ვოდეოში თავად ისრვის.

"დღეს ტაბელური იარაღიდან ტაქტიკური გასროლა განვახორციელე, რომელიც ნაღმმტყროცნელთა დანაყოფს ეკუთვნის" - დაწერა მეჟიდოვმა "ინსტაგრამის" გვერდზე.

"მიმდინარე წლის 1 ივნისს რამზან კადიროვმა მეჟიდოვი "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში თავის გამოჩენისთვის" სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა..." - წერს გამოცემა.

რამდენიმე ხნის წინ Новая газета წერდა, რომ შაა ტურლაევზე (კადიროვის მრჩევლის შვილი) ფედერალური და საერთაშორისო მასშტაბის ძებნაა გამოცხადებული, რადგან ის მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილული სახელმწიფო დუმის დეპუტატის, რუსლან იამადევის, ასევე კადიროვის ყოფილი დაცვის წევრის უმარ ისრაელოვის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

"მის "ანგარიშზეა" ასევე სულ მცირე სამი ადამიანის გატაცება და მკვლელობა" - წერდა გამოცემა.

რუსი ინტერნეტმომხმარებლები (და არა მხოლოდ) უკვე დიდი ხანია რამზან კადიროვის გავლენებს სახიფათოდ მიიჩნევენ. მათი ნაწილი "კადიროვის კლანის" ზღვარსგადასულ ქმედებებს აკრიტიკებს. თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ, პუტინის ფავორიტი კადიროვი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. მათი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის მიმართ ცხოველი ინტერესი სულ ჰქონდათ და ამას ვერც "ФСБ" უხერხებს რამეს.

"ტურლაევს არათუ პატიმრობა ემუქრება, დღემდე განაგრძობს პუტინისა და კადიროვის დავალებების შესრულებას, თანაც მხოლოდ რუსეთშიკი არა, მის ფარგლებს გარეთაც. ასეთ კადრს ისინი ყოველთვის შესაბამისად ითვისებენ. ეს ყველაფერი ძალიან მალე ცუდად მოუბრუნდება რუსეთს, თუმცა, უკვე ვიმკით კადიროვის აღზევების შედეგებს..." - წერს ელენა ბორისოვა.

კადიროვისთვის მიუღებელი პერსონა სამზარეულოს დანით რომ გამოჩენილიყო ვიდეოში, მას აუცილებლად ჩაავლებდნენ და ISIS-ის წევრობის ან მასთან კავშირის გამო გააქრობდნენ. თუმცა, კადიროვისა და პუტინის ქვეყანაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც თავად სურთ..." - წერს სერგეი მატვინენკო.

"რატომ გიკვირთ, აბა ჩეჩენი ბავშვი წიგნს ხომ არ დაიჭერდა ხელში?.. აქ მთავარია, პუტინისა და კადიროვის შეთამაშებული დუეტი, მათ თუ დასჭირდათ, რომელიმეს გავლენის დასაცავად, მოსკოვის ცენტრშიც ვნახავთ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნით შეიარაღებულ ადამიანებს ჩეჩნეთიდან..." - მიაჩნია ალექს ბორისოვს.

"აშკარად არასრულწლოვანია... რა გარანტია ჰქონდათ, რომ რამეს არ დაიშავებდა. ჰიტლერელებივით მზად არიან თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ. რა სახიფათოა ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩეჩნეთი კი არა, მოსკოვი და მთლიანად რუსეთი ზის ნაღმზე..." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ვლადიმირ ლაზარევი.

რუსეთში გაუჩინარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 28 ადამიანი იმყოფებოდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

"დამნაშავეებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი" - როგორ ეხმაურებიან თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აშშ-სა და ევროპაში

"ევროპის ბრწყინვალე ცივილიზაციამდე საქართველოსთვის ისევ შორია" - როგორ ეხმაურება "თბილისი პრაიდს" რუსული მედია