მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ
რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფას­მა ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია და შე­სა­ბა­მი­სად, საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი გახ­და. ეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს არა­რე­ა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში თუ მან­ქა­ნას სა­თა­ნა­დოდ გა­მარ­თავთ და ხელს შე­უ­წყობთ, რომ თი­თო­ე­ულ­მა დე­ტალ­მა სწო­რად იფუნ­ქცი­ო­ნი­როს, საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შემ­ცი­რე­ბა სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია.

საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ „თე­გე­ტა მო­ტორსს“ მივ­მარ­თეთ, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბიც გირ­ჩე­ვენ, რა უნდა გა­ა­კე­თოთ, რომ მან­ქა­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეკო­ნო­მი­უ­რი იყოს.

დრო­უ­ლად გა­მოც­ვა­ლეთ ჰა­ე­რი­სა და საწ­ვა­ვისს ფილტრე­ბი

ძრა­ვის ჰა­ე­რის ფილტრის გა­მარ­თუ­ლო­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას­თან. ძრავ­ში შე­სუ­ლი საწ­ვა­ვის ასა­ფეთ­ქებ­ლად სა­ჭი­როა ჟანგბა­დი, ანუ ჰა­ე­რის მი­წო­დე­ბა ყო­ველ­თვის გა­მარ­თუ­ლად უნდა ხდე­ბო­დეს. თუ ჰა­ე­რის ფილტრი გა­მო­საც­ვლე­ლია, მა­შინ ძრავ­ში ჰა­ე­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ჟაგ­ბა­დი და­ბა­ლი ნა­კა­დით ხვდე­ბა. ხოლო რაც უფრო და­ბა­ლი ნა­კა­დით მი­ე­წო­დე­ბა ჟანგბა­დი ძრავს, მით მეტი საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა, რომ სა­სურ­ვე­ლი სიმ­ძლავ­რე გა­მო­ი­მუ­შა­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში თქვენს ავ­ტო­მო­ბილს 7 ლ. საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა 100 კმ მან­ძი­ლის და­სა­ფა­რად, ჰა­ე­რის ფილტრის და­ბინ­ძუ­რე­ბის დროს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა 10 ლ–მდეც კი გა­ი­ზარ­დოს.

სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ სა­ბუ­რა­ვე­ბი

შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ კი­დეც, თუ რა კავ­ში­რია სა­ბუ­რა­ვებ­სა და მოხ­მა­რე­ბულ საწ­ვავს შო­რის, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მათ შო­რის კავ­ში­რი საკ­მა­ოდ დი­დია. მან­ქა­ნა გზის სა­ვალ ზე­და­პირს მხო­ლოდ სა­ბუ­რა­ვით ეხე­ბა და შე­ხე­ბის დროს ხა­ხუ­ნის ძალა წარ­მო­იქ­მნე­ბა. რაც მე­ტია ხა­ხუ­ნის ძალა, მით მეტი ენერ­გია სჭირ­დე­ბა მან­ქა­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო უხე­ში, დიდი და მძი­მეა სა­ბუ­რა­ვი, მით მეტი ენერ­გია, სიმ­ძლავ­რე და საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა მას გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­მა ტექ­ნო­ლო­გია დახ­ვე­წეს და და­ი­წყეს ისე­თი სა­ბუ­რა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ხა­ხუ­ნის ძალა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ენერ­გია და საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა მან­ქა­ნას. ისი­ნი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 3%–ით ამ­ცი­რე­ბენ. მსგავ­სი სა­ბუ­რა­ვე­ბი მხო­ლოდ სტან­დარტ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

გა­ას­წო­რეთ სა­ბუ­რა­ვე­ბის ნა­ხა­რი ანუ ე.წ. რაზ­ვა­ლი

რაზ­ვა­ლის გას­წო­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბი სწო­რად უნდა ეხე­ბო­დეს გზის სა­ვალ ზე­და­პირს და გა­დახ­რა არც ერთ მხა­რეს არ უნდა ფიქ­სირ­დე­ბო­დეს. თუ სა­ბუ­რა­ვე­ბი რო­მე­ლი­მე მხა­რეს გა­დახ­რი­ლია და არას­წო­რად ედე­ბა ზე­და­პირს, მა­შინ თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლა უფრო შე­ზღუ­დუ­ლია და ძრავ­საც მეტი ძალა და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა, რომ წი­ნა­ღო­ბა და ხა­ხუ­ნის ძალა დაძ­ლი­ოს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გახ­სოვ­დეთ, რომ რაზ­ვა­ლის გას­წო­რე­ბა მხო­ლოდ სა­ბუ­რა­ვე­ბის არას­წო­რი ცვე­თის პრობ­ლე­მას კი არ მო­გიგ­ვა­რებთ, არა­მედ წვა­საც შე­გიმ­ცი­რებთ.

დრო­უ­ლად გა­მოც­ვა­ლეთ აა­ლე­ბის სან­თლე­ბი ანუ ე.წ. სვე­ჩე­ბი

აა­ლე­ბის სან­თლე­ბი წარ­მოქ­მნის ნა­პერ­წკალს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ძრავ­ში შე­სულ საწ­ვავს აფეთ­ქებს. ნა­პერ­წკლის წარ­მოქ­მნა ხდე­ბა მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, რო­დე­საც მან­ქა­ნა და­ქო­ქი­ლია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი აა­ლე­ბის სან­თლე­ბი ცვდე­ბა და ნა­პერ­წკლის წარ­მოქ­მნა ისე­თი ინ­ტენ­სი­უ­რი და ძლი­ე­რი აღა­რაა. სუს­ტი და იშ­ვი­ა­თი ნა­პერ­წკა­ლი კი საწ­ვავს სრუ­ლად ვე­ღარ წვავს და და შე­სა­ბა­მი­სად, ძრავ­ში შე­სუ­ლი საწ­ვა­ვის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი იკარ­გე­ბა. ეს კი საწ­ვა­ვის ზედ­მე­ტი ხარ­ჯია. ამი­ტომ აა­ლე­ბის სან­თლე­ბის დრო­უ­ლად გა­მოც­ვლა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვად პრო­დუქ­ტის ხა­რისხსა და მე­ტალ­ზე, რომ­ლის­გა­ნაც ის დამ­ზა­დე­ბუ­ლია.

საწ­ვა­ვის ხარ­ჯის შე­სამ­ცი­რებ­ლად თი­თო­ე­უ­ლი ამ დე­ტა­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მოც­ვლის შემ­დეგ მან­ქა­ნას გარ­კვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბიც უნდა ჩა­უ­ტა­როთ. ეს არის გეგ­მი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი, რო­მელ­თა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­ტა­რე­ბი­თაც, საწ­ვა­ვის ხარჯს შე­ამ­ცი­რებთ.

გაწ­მინ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლის რე­გუ­ლა­ტო­რი

თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლის რე­გუ­ლა­ტო­რი ცნო­ბი­ლია რო­გორც დრო­სე­რი. ეს პრო­ცე­დუ­რა ძრავ­ში შე­მა­ვალ ჰა­ერს უკავ­შირ­დე­ბა. ჰა­ე­რი, რო­მე­ლიც გა­ივ­ლის ძრავ­ში შე­მა­ვა­ლი ჰა­ე­რის ფილტრს, შემ­დეგ აწ­ვე­ბა პა­ტა­რა კა­რე­ბი­ვით დე­ტალს, რო­მე­ლიც წნე­ვით უნდა გა­ი­ღოს. თუმ­ცა თუ ამ ე.წ. კა­რებ­თან ჭუ­ჭყი დაგ­როვ­დე­ბა და აღარ და­ი­კე­ტა, მილ­ში ჰა­ე­რი უკონ­ტრო­ლოდ შევა. რაც მეტი ჰა­ე­რი შევა ძრავ­ში, მით მეტ საწ­ვავს შე­უშ­ვებს პროგ­რა­მა, რად­გან ჰა­ე­რის და საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი სვლის რე­გუ­ლა­ტორს სის­ტე­მა­ტი­უ­რად არ გა­აწ­მენ­დი­ნებთ, საწ­ვა­ვის ხარ­ჯი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­გეზ­რდე­ბათ.

შე­ა­მოწ­მეთ ჰა­ერმ­ზო­მი

ჰა­ერმ­ზო­მი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ძრავ­ში შეშ­ვე­ბუ­ლი ჰა­ე­რის მო­ცუ­ლო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. თუ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მარ­თუ­ლად არ იმუ­შა­ვებს, ჰა­ე­რი ხან მეტი შევა ძრავ­ში, ხან ნაკ­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­იზ­რდე­ბა საწ­ვა­ვის ხარ­ჯი და არც მან­ქა­ნა იმუ­შა­ვებს გა­მარ­თუ­ლად. შე­იძ­ლე­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად უსი­ა­მოვ­ნო დე­ტო­ნა­ცი­აც კი იგ­რძნოთ ხოლ­მე.

„თე­გე­ტა მო­ტორსში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ­თან ხში­რად მი­დი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საწ­ვა­ვის გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბა აწუ­ხებთ და მათ ავ­ტო­მო­ბი­ლებს სტან­დარ­ტუ­ლად თი­თო­ე­უ­ლი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­ცე­დუ­რა უტარ­დე­ბათ. შე­დე­გად კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის 90%–ს საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბა საგ­რძნობ­ლად უმ­ცირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

მართალია და კიდევ ერთი არ მოგატყუონ საწვავის რაოდენობაში

ზურაბ
3

რაც მთავარია ყოველ შემთცვევისათვის იქონიე საკმარისი რაოდენობით ფულის კუპიურები,აჯობებს ამერიკული მწვანე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

საქართველოში საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შესაბამისად, საწვავის ხარჯის შემცირება უამრავი ადამიანისთვის ძალიან აქტუალური საკითხი გახდა. ეს შეიძლება ბევრს არარეალურად მოეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში თუ მანქანას სათანადოდ გამართავთ და ხელს შეუწყობთ, რომ თითოეულმა დეტალმა სწორად იფუნქციონიროს, საწვავის ხარჯის შემცირება სრულიად რეალურია.

საწვავის მოხმარების შემცირების შესაძლებლობებზე უფრო დეტალურად სასაუბროდ „თეგეტა მოტორსს“ მივმართეთ, რომლის პროფესიონალი კონსულტანტებიც გირჩევენ, რა უნდა გააკეთოთ, რომ მანქანა მაქსიმალურად ეკონომიური იყოს.

დროულად გამოცვალეთ ჰაერისა და საწვავისს ფილტრები

ძრავის ჰაერის ფილტრის გამართულობა პირდაპირ კავშირშია საწვავის მოხმარებასთან. ძრავში შესული საწვავის ასაფეთქებლად საჭიროა ჟანგბადი, ანუ ჰაერის მიწოდება ყოველთვის გამართულად უნდა ხდებოდეს. თუ ჰაერის ფილტრი გამოსაცვლელია, მაშინ ძრავში ჰაერი და შესაბამისად, ჟაგბადი დაბალი ნაკადით ხვდება. ხოლო რაც უფრო დაბალი ნაკადით მიეწოდება ჟანგბადი ძრავს, მით მეტი საწვავი სჭირდება, რომ სასურველი სიმძლავრე გამოიმუშაოს. შესაბამისად, თუ ჩვეულ რეჟიმში თქვენს ავტომობილს 7 ლ. საწვავი სჭირდება 100 კმ მანძილის დასაფარად, ჰაერის ფილტრის დაბინძურების დროს ეს მაჩვენებელი შეიძლება 10 ლ–მდეც კი გაიზარდოს.

სწორად შეარჩიეთ საბურავები

შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, თუ რა კავშირია საბურავებსა და მოხმარებულ საწვავს შორის, მაგრამ რეალურად მათ შორის კავშირი საკმაოდ დიდია. მანქანა გზის სავალ ზედაპირს მხოლოდ საბურავით ეხება და შეხების დროს ხახუნის ძალა წარმოიქმნება. რაც მეტია ხახუნის ძალა, მით მეტი ენერგია სჭირდება მანქანას. შესაბამისად, რაც უფრო უხეში, დიდი და მძიმეა საბურავი, მით მეტი ენერგია, სიმძლავრე და საწვავი სჭირდება მას გადასაადგილებლად. ბოლო პერიოდში საბურავების მწარმოებლებმა ტექნოლოგია დახვეწეს და დაიწყეს ისეთი საბურავების წარმოება, რომელსაც ნაკლები ხახუნის ძალა აქვს. შესაბამისად, ნაკლები ენერგია და საწვავი სჭირდება მანქანას. ისინი საწვავის მოხმარებას დაახლოებით 3%–ით ამცირებენ. მსგავსი საბურავები მხოლოდ სტანდარტ კლასის ავტომობილებისთვისაა ხელმისაწვდომი.

გაასწორეთ საბურავების ნახარი ანუ ე.წ. რაზვალი

რაზვალის გასწორება ნიშნავს, რომ საბურავები სწორად უნდა ეხებოდეს გზის სავალ ზედაპირს და გადახრა არც ერთ მხარეს არ უნდა ფიქსირდებოდეს. თუ საბურავები რომელიმე მხარეს გადახრილია და არასწორად ედება ზედაპირს, მაშინ თავისუფალი სვლა უფრო შეზღუდულია და ძრავსაც მეტი ძალა და შესაბამისად, მეტი საწვავი სჭირდება, რომ წინაღობა და ხახუნის ძალა დაძლიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ რაზვალის გასწორება მხოლოდ საბურავების არასწორი ცვეთის პრობლემას კი არ მოგიგვარებთ, არამედ წვასაც შეგიმცირებთ.

დროულად გამოცვალეთ აალების სანთლები ანუ ე.წ. სვეჩები

აალების სანთლები წარმოქმნის ნაპერწკალს, რომელიც შემდეგ ძრავში შესულ საწვავს აფეთქებს. ნაპერწკლის წარმოქმნა ხდება მუდმივ რეჟიმში, როდესაც მანქანა დაქოქილია. დროთა განმავლობაში კი აალების სანთლები ცვდება და ნაპერწკლის წარმოქმნა ისეთი ინტენსიური და ძლიერი აღარაა. სუსტი და იშვიათი ნაპერწკალი კი საწვავს სრულად ვეღარ წვავს და და შესაბამისად, ძრავში შესული საწვავის გარკვეული ნაწილი იკარგება. ეს კი საწვავის ზედმეტი ხარჯია. ამიტომ აალების სანთლების დროულად გამოცვლა მეტად მნიშვნელოვანია. მისი ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია თავად პროდუქტის ხარისხსა და მეტალზე, რომლისგანაც ის დამზადებულია.

საწვავის ხარჯის შესამცირებლად თითოეული ამ დეტალის გამართულობის შემოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლის შემდეგ მანქანას გარკვეული სერვისებიც უნდა ჩაუტაროთ. ეს არის გეგმიური სერვისები, რომელთა წელიწადში ორჯერ ჩატარებითაც, საწვავის ხარჯს შეამცირებთ.

გაწმინდეთ თავისუფალი სვლის რეგულატორი

თავისუფალი სვლის რეგულატორი ცნობილია როგორც დროსერი. ეს პროცედურა ძრავში შემავალ ჰაერს უკავშირდება. ჰაერი, რომელიც გაივლის ძრავში შემავალი ჰაერის ფილტრს, შემდეგ აწვება პატარა კარებივით დეტალს, რომელიც წნევით უნდა გაიღოს. თუმცა თუ ამ ე.წ. კარებთან ჭუჭყი დაგროვდება და აღარ დაიკეტა, მილში ჰაერი უკონტროლოდ შევა. რაც მეტი ჰაერი შევა ძრავში, მით მეტ საწვავს შეუშვებს პროგრამა, რადგან ჰაერის და საწვავის მოხმარება პროპორციულია. შესაბამისად, თუ თავისუფალი სვლის რეგულატორს სისტემატიურად არ გააწმენდინებთ, საწვავის ხარჯი ხელოვნურად გაგეზრდებათ.

შეამოწმეთ ჰაერმზომი

ჰაერმზომი დეტალია, რომელიც ძრავში შეშვებული ჰაერის მოცულობაზეა პასუხისმგებელი. თუ ეს მოწყობილობა გამართულად არ იმუშავებს, ჰაერი ხან მეტი შევა ძრავში, ხან ნაკლები. შესაბამისად, გაიზრდება საწვავის ხარჯი და არც მანქანა იმუშავებს გამართულად. შეიძლება, პერიოდულად უსიამოვნო დეტონაციაც კი იგრძნოთ ხოლმე.

„თეგეტა მოტორსში“ განმარტავენ, რომ მათთან ხშირად მიდიან მომხმარებლები, რომლებსაც საწვავის გაზრდილი მოხმარება აწუხებთ და მათ ავტომობილებს სტანდარტულად თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა უტარდებათ. შედეგად კი ავტომობილების 90%–ს საწვავის მოხმარება საგრძნობლად უმცირდება.