მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - როგორ გახდა გიორგი ქარდავა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფოტოგრაფი
"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - როგორ გახდა გიორგი ქარდავა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფოტოგრაფი

გი­ორ­გი ქარ­და­ვა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე­ობს, თუმ­ცა გი­ორ­გის ფოტო ობი­ექ­ტივ­ში, არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი და რუსი, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი მოხ­ვედ­რი­ლა... გი­ორ­გი პორ­ტრე­ტის­ტია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­ინ­ტე­რე­სო და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ხე­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი გა­და­ი­ღოს... თუ რო­გო­რია გი­ორ­გის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია AMBEBI.GE-ის უამ­ბობს:

- და­ვი­ბა­დე წა­ლენ­ჯი­ხა­ში, გა­ვი­ზარ­დე ზუგ­დიდ­ში. ფო­ტოგ­რა­ფო­ბა და­ვი­წყე მე­სა­მე კურ­სზე, რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გამ­რი­ცხეს. ერთი წელი უსაქ­მუ­რად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში წას­ვლა­სა და და­სარ­ტყმე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის ყიდ­ვა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ამის­თვის მჭირ­დე­ბო­და ფული, ხოლო ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, ამე­ღო ჩემი დის ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და ხალ­ხის­თვის ფო­ტო­სე­სი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა და­მე­წყო. მექ­სი­კა­ში მა­ინც ვერ მოვ­ხვდი, ბა­რა­ბა­ნებ­ზე კი დღემ­დე ვუკ­რავ. პირ­ვე­ლი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში გაჩ­ნდა, მა­მა­ჩე­მის მიერ, ჩემი დის­თვის ნა­ჩუ­ქა­რი ნა­ხევ­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი "ქე­ნო­ნი“ იყო. ჩემი და გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ფო­ტოგ­რა­ფი­ით, მე დავ­ცი­ნო­დი: - რად გინ­და ეს ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, წადი, წიგ­ნე­ბი იკი­თხე და სე­რი­ო­ზულ საქ­მეს მი­ხე­დე-მეთ­ქი. მერე ისე მოხ­და, რომ ეს ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­მა აჩუ­ქა, ჩემი გახ­და და გა­და­ღე­ბაც და­ვი­წყე.

- რო­გორ და­ი­წყე გა­და­ღე­ბე­ბი?

- ჩემ­თვის პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა და­უ­ვი­წყა­რი იყო. 2009 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში თოვ­ლი­ან მოს­კოვ­ში გო­გოს ვუ­ღებ­დი, რო­მელ­მაც პორ­ტრე­ტე­ბი შე­მიკ­ვე­თა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ფო­ტო­ა­პა­რატს ვერ ვფლობ­დი, ისე ყი­ნავ­და, რომ 15 წუ­თის მეტი ვერც გავ­ძე­ლით. ისე­თი სა­ში­ნე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­და, რომ დღემ­დე მრცხვე­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 500 რუბ­ლის (10$) ოდე­ნო­ბის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჰო­ნო­რა­რი მო­ვი­პო­ვე, რი­თიც ძა­ლი­ან ამა­ყი ვი­ყა­ვი. გა­და­ღე­ბე­ბის შე­დე­გად რა­ღაც პორ­ტფო­ლიო რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ და­მე­წყო კლუ­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­და­ღე­ბა. ვი­ღებ­დი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, უკვე ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი და სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა მო­მე­წყო ჟურ­ნალ cosmopolitan-სთვის, შემ­დეგ იყო bureau 24/7, სა­დაც ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­თვის ვი­ღებ­დი ფო­ტო­ებს. 2015 წელს უკვე აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე ცნო­ბილ რუს სა­ხე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა, commersant-სთვის მქონ­და მა­სობ­რი­ვი გა­და­ღე­ბა. შემ­დეგ რო­ბერტ დე ნირო გა­და­ვი­ღე და გაგ­რძელ­და სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის: - Esquire , harpersbazaar, GQ ... ძი­რი­თა­დად, გა­და­ღე­ბა ჟურ­ნა­ლე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის­თვის მი­წევს.

- ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე გყავს გა­და­ღე­ბუ­ლი?

- გა­და­ღე­ბუ­ლი მყავს რო­ბერტ დე ნირო, ვინ­სენტ კა­სე­ლი, ბეგ­ბე­დე­რი, ბრე­გო­ვი­ჩი, გა­ტუ­ზო, კატ­რინ დე­ნე­ვი, გორ­ბა­ჩო­ვის 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე მი­მიწ­ვი­ეს და რამ­დე­ნი­მე პორ­ტრე­ტი გა­და­ვუ­ღე. ჩვე­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 2019 წელს გა­და­ვი­ღე, რო­დე­საც ვი­ყა­ვი "მერ­სე­დეს ბენც ფე­შენ ვიკ­ზე“ და სა­ლო­მე ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის ჩვე­ნე­ბა­ზე სა­პა­ტიო სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. მახ­სოვს, ძა­ლი­ან მომ­ღი­მა­რი სახე ჰქონ­და, მე ვი­დე­ქი ფო­ტო­ა­პა­რა­ტით და გა­ნა­თე­ბით და ვთხო­ვე: - ცოტა სე­რი­ო­ზუ­ლი სახე მი­ი­ღეთ-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა: - მე არ მინ­და სე­რი­ო­ზუ­ლი ვი­ყოო. ამას რომ მე­უბ­ნე­ბო­და, იმ მო­მენ­ტში და­ვი­ჭი­რე მი­მი­კა, რო­მე­ლიც ამ ფო­ტო­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი. სულ ეს იყო - ორ­წუ­თი­ა­ნი, მაგ­რამ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შე­ხე­ბა.

- ვინ იყო ის ვარ­სკვლა­ვი, ვის­თა­ნაც პირ­ვე­ლად მო­გი­წია მუ­შა­ო­ბა?

- რო­ბერტ დე ნირო მოს­კოვ­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი, თა­ვი­სი ახა­ლი რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე. ხუთ წუთი მქო­ნა გა­მო­ყო­ფი­ლი მისი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. ჯერ იმა­ზე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, რომ გა­ვი­გე - დე ნირო უნდა გა­და­ვი­ღო. მერე იმა­ზე, რომ ასე­თი ცოტა დრო მქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. პრო­ცეს­ში შევ­ძე­ლი გო­ნე­ბა მო­მეკ­რი­ბა და გა­და­მე­ღო. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა ბავ­შვო­ბი­დან ფილ­მებ­ში ხე­დავ და უცებ აქ, შენს წინ პო­ზი­ო­რობს და კარ­გი ფო­ტო­ე­ბი უნდა გა­მო­გი­ვი­დეს, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, როცა დე ნი­როს ეუბ­ნე­ბი: - ასე და­ჯე­ქი, ასე მიტ­რი­ალ­დი, თავი აწიე... ის გის­მენს და აკე­თებს იმას, რა­საც შენ ეუბ­ნე­ბი. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი შეგ­რძნე­ბაა. პო­ზი­ტი­უ­რი ტიპი იყო, რომ პო­ზი­ო­რობ­და, თან რა­ღა­ცებს ღი­ღი­ნებ­და.

- ქარ­თვე­ლე­ბი­დან ვის­თან მუ­შა­ო­ბა იყო შენ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი?

- კახი კა­ლა­ძეს­თან ორი გა­და­ღე­ბა მქონ­და. მის გა­და­სა­ღე­ბად ორი­ვე­ჯერ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი. პირ­ვე­ლად ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ვი­ღე. კახი ჩემ­თვის ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბა იყო, რო­გორც კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი. რო­დე­საც მიგ­ვიწ­ვი­ეს ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად ვუ­ღებ­დი, ძა­ლი­ან თბი­ლად დაგ­ვხვდნენ, მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო იყო. ბო­ლოს ანუ­კიმ ხინ­კალ­ზე დაგვპა­ტი­ჟა და ძა­ლი­ან კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რა. მე­ო­რე გა­და­ღე­ბა GQ -სთვის იყო. საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბა­ში მიგ­ვიწ­ვი­ეს და იქ ვი­ღებ­დით. სა­ინ­ტე­რე­სო იყო, როცა გა­და­ღე­ბის დროს მოგ­ვა­ტა­რეს საკ­რე­ბუ­ლოს შე­ნო­ბის მი­წის­ქვე­შა ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ძვე­ლი საკ­ნე­ბი იყო. მე არ ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი და ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მერე კა­ხის კა­ბი­ნეტ­ში შე­ვე­დით, სა­დაც ძა­ლი­ან თბი­ლად დამ­ხვდა. კა­ბი­ნე­ტიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა - სადა და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი იყო.

- რო­გორც ვიცი, კატ­რინ დე­ნევ­მა შენ­თვის პი­ა­ნი­ნო­ზეც კი და­უკ­რა....

- კატ­რინ დე­ნე­ვი ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლია. გა­მაფრ­თხი­ლეს, რომ სას­ტი­კად არ უყ­ვარს გა­და­ღე­ბა, უკვე ასაკ­შია, ისე­თი აღარ არის და ფო­ტო­ებს სა­თუ­თად და მომ­თხოვ­ნად ეპყრო­ბა, მაგ­რამ მე დამ­თან­ხმდა გა­და­ღე­ბა­ზე. კარ­თან ორ­მო­ცი წუთი მა­ლო­დი­ნა, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის დროს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. კატ­რინ დე­ნევ­მა, რო­მე­ლიც ივ სენ ლო­რან­თან პო­ზი­ო­რობ­და და „დი­ო­რის“ კად­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ჩემ­თვის პი­ა­ნი­ნო­ზე და­უკ­რა, მთე­ლი გა­და­ღე­ბა სი­გა­რეტს ეწე­ო­და. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ რო­გორც მე მინ­დო­და, ისე და­ვა­მუ­შა­ვე, რა­ზეც არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ყვე­ლა კად­რი მი­ი­ღო და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და: სუ­რა­თე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნაო.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მელ მსა­ხი­ობ­თან მუ­შა­ო­ბა მო­გე­წო­ნა?

- ჟურ­ნალ OK-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ: - გი­ორ­გი, თუ დრო გაქვს, ვინ­სენტ კა­სე­ლი რომ გა­და­ი­ღოო? მე­სიჯს ვუ­ყუ­რებ­დი ერთი სამი წუთი, ვიხ­სე­ნებ­დი - ვინ არის კა­სე­ლი? მერე დავ­გუ­გ­ლე და რომ და­ვი­ნა­ხე გა­მახ­სენ­და, ეს ხომ ბე­ლუ­ჩის ქმა­რია - მეთ­ქი. 11:00-სთ-ზე და­მი­რე­კეს და 14:00-სთ-ზე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე. სპონ­ტა­ნუ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­ღე­ბა იყო, გა­მი­მარ­თლა, რომ იმ დღეს გა­და­ღე­ბა არ მქონ­და. რომ მი­ვე­დი, ერთი სა­ა­თი გვა­ლო­დი­ნა. მერე ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რამ დიდი დრო წა­ი­ღო, ჟურ­ნა­ლის­ტი ცდი­ლობ­და, ბე­ლუ­ჩი­ზე რამე და­ეც­დი­ნა, რა­ტომ გა­ე­ყა­რა ან რა­ღაც, მაგ­რამ სტან­დარ­ტუ­ლი ფრა­ზე­ბის გარ­და, არა­ფე­რი უთ­ქვამს.უნდა გა­დაგ­ვე­ღო თინა კუ­ნაკ­თან ერ­თად. ბო­ლოს თი­ნას გა­და­ღე­ბა­ზე უარი თქვეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მხო­ლოდ ვენ­სანს გა­და­ვუ­ღე. სულ შვი­დი წუთი იყო გა­და­ღე­ბის დრო, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წია ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნის­თვის გა­და­მე­ღო და შიგ­ნით ოთხი ფოტო გა­ნა­თავ­სეს. თა­ვი­დან სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი გა­რე­კან­ზე გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ, მაგ­რამ ისე­თი კარ­გი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­და, რომ მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ყვე­ლა გეგ­მა შეც­ვა­ლა და კა­სე­ლი გა­ნა­თავ­სა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად პო­ზი­ო­რო­და, უსი­ტყვოდ, თა­ვი­სით აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, თა­ნაც ისე მოხ­დე­ნი­ლად, რო­გორც სჩ­ვე­ვია. კარ­გად იცის თა­ვი­სი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, სად რო­გორ მოტ­რი­ალ­დეს, რო­გორ დად­გეს, რო­გორ გა­ი­ცი­ნოს, რო­დის მი­ი­ღოს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი სახე. გა­და­ღე­ბის ასე­თი პი­რო­ბე­ბი იშ­ვი­ა­თია.

ჟერ­არ დე­პარ­დი­ეს­თან მქონ­და ორი გა­და­ღე­ბა. პირ­ველ გა­და­ღე­ბა­ზე მის­მა ასის­ტენ­ტმა მი­მიწ­ვია. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იყო გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მა­გი­დას­თან დავ­სხე­დით და ვსა­უბ­რობ­დით. ძა­ლი­ან კარ­გად იხ­სე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას, ასე­ვე ამ­ბობ­და: - მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ, ძვე­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რით - ფა­რა­ჯა­ნო­ვი­თო...დე­პარ­დიე მო­ხიბ­ლუ­ლი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლით, ამ­ბობ­და: - მან ჩა­მო­მიყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ძა­ლი­ან მომ­წონ­სო. ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზეც იხუმ­რა: - შენ უფრო ფრან­გი ხარ, ვიდ­რე მეო. არაბს გავ­ხარ, არა­ბუ­ლი გა­მო­ხედ­ვა უფრო გაქ­ვსო და დღეს არა­ბე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ფრან­გე­ბი არი­ან.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნად ახერ­ხებ გა­და­ღე­ბებს?

- ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი და­ვუთ­მე ჩემს იუ­თუბ პრო­ექტს -Георгий За Кадром, სა­დაც ვიწ­ვევ ცნო­ბად სა­ხე­ებს, გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში ვე­სა­უბ­რე­ბი და თან სა­უ­აბ­რის დროს ვი­ღებ ფო­ტო­ებს, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. თან არას­ტან­დარ­ტულ და­ვა­ლე­ბებს ვაძ­ლევ სა­უბ­რის დროს და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, - ვის რო­გო­რი რე­აქ­ცი­ე­ბი აქვს, რო­გორ რე­ა­გი­რე­ბენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღი­ბეჭ­დე­ბა კადრზე. იმი­ტომ წა­მო­ვი­წყე, რომ ჩემი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის პორ­ტრე­ტუ­ლი გა­და­ღე­ბა, სა­დაც მე მა­ინც მი­წევს ჩემ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უ­ბა­რი, იმი­ტომ რომ უნდა შე­უქ­მნა პი­რო­ბე­ბი, ნდო­ბა მო­ი­პო­ვო, რომ მო­ეშ­ვას და კარ­გი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ვი­დეს. ამ სა­უბ­რე­ბის დროს სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი წა­მო­იჭ­რე­ბო­და ხოლ­მე, რო­მე­ლიც კადრს მიღ­მა და ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში რჩე­ბო­და. ვი­ფიქ­რე, გა­და­მე­ღო, რა­ტო­მაც არა... თა­ვი­დან ის ხალ­ხი გა­და­ვი­რე, ვი­საც უკვე ვიც­ნობ­დი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. ახლა უკვე ასის­ტენ­ტე­ბი და პიარ სამ­სა­ხუ­რე­ბი აქეთ მთა­ვა­ზო­ბენ, რომ გა­და­ვი­ღო. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემ­თვი­საც და სხვე­ბის­თვი­საც. გული მწყდე­ბა იმა­ზე, რომ ქარ­თვე­ლებ­საც მივ­წე­რე, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ვერ და­ვი­თან­ხმე.

არის ვინ­მე, ვის გა­და­ღე­ბა­ზეც ოც­ნე­ბობ?

სა­ოც­ნე­ბო არა­ვინ მყავს. ადრე მინ­დო­და "რამშტა­ი­ნის“ სო­ლის­ტი გა­და­მე­ღო, მას­თა­ნაც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა, გა­და­ვი­ღე და გა­დაშ­ლი­ლი ფურ­ცე­ლია ჩემ­თვის. შარ­შან მარ­ტში, ბეგ­ბე­დერ­თან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი საფ­რან­გეთ­ში, ისე მო­ე­წო­ნა ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი და ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა, დამ­თან­ხმდა, ჩა­მო­დი ჩავ­წე­რო­თო, მაგ­რამ პან­დე­მია და­ი­წყო და ვერ შევ­ძე­ლი.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანტიქოცი
87

კალაძე ყველგან როგორ ეტენება

მად
5

ძალიან მომწონს. კარგი ნამუშევრები აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - როგორ გახდა გიორგი ქარდავა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფოტოგრაფი

"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - როგორ გახდა გიორგი ქარდავა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ფოტოგრაფი

გიორგი ქარდავა ახალგაზრდა ქართველი ფოტოხელოვანია, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, თუმცა გიორგის ფოტო ობიექტივში, არა მხოლოდ ქართველი და რუსი, არამედ მსოფლიო მასშტაბის უამრავი ვარსკვლავი მოხვედრილა... გიორგი პორტრეტისტია, რომელიც ცდილობს საინტერესო და ბუნებრივი სახეები და ემოციები გადაიღოს... თუ როგორია გიორგის წარმატების ისტორია AMBEBI.GE-ის უამბობს:

- დავიბადე წალენჯიხაში, გავიზარდე ზუგდიდში. ფოტოგრაფობა დავიწყე მესამე კურსზე, როდესაც უნივერსიტეტიდან გამრიცხეს. ერთი წელი უსაქმურად ვიყავი, მაგრამ მექსიკაში წასვლასა და დასარტყმელი ინსტრუმენტების ყიდვაზე ვოცნებობდი. ამისთვის მჭირდებოდა ფული, ხოლო ჩემმა მეგობარმა მირჩია, ამეღო ჩემი დის ფოტოაპარატი და ხალხისთვის ფოტოსესიის შეთავაზება დამეწყო. მექსიკაში მაინც ვერ მოვხვდი, ბარაბანებზე კი დღემდე ვუკრავ. პირველი ფოტოაპარატი, რომელიც ჩვენს ოჯახში გაჩნდა, მამაჩემის მიერ, ჩემი დისთვის ნაჩუქარი ნახევრად პროფესიონალური "ქენონი“ იყო. ჩემი და გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, მე დავცინოდი: - რად გინდა ეს ფოტოაპარატი, წადი, წიგნები იკითხე და სერიოზულ საქმეს მიხედე-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ ეს ფოტოაპარატი, რომელიც მამაჩემმა აჩუქა, ჩემი გახდა და გადაღებაც დავიწყე.

- როგორ დაიწყე გადაღებები?

- ჩემთვის პირველი გადაღება დაუვიწყარი იყო. 2009 წლის მარტის დასაწყისში თოვლიან მოსკოვში გოგოს ვუღებდი, რომელმაც პორტრეტები შემიკვეთა. ფაქტობრივად, ფოტოაპარატს ვერ ვფლობდი, ისე ყინავდა, რომ 15 წუთის მეტი ვერც გავძელით. ისეთი საშინელი ფოტოები გამოვიდა, რომ დღემდე მრცხვენია. მიუხედავად ამისა, 500 რუბლის (10$) ოდენობის პირველი პროფესიონალური ჰონორარი მოვიპოვე, რითიც ძალიან ამაყი ვიყავი. გადაღებების შედეგად რაღაც პორტფოლიო რომ ჩამოვაყალიბე, შემოთავაზება მივიღე, რომ დამეწყო კლუბური ღონისძიებების და წვეულებების გადაღება. ვიღებდი სხვადასხვა ღონისძიებებს, უკვე ხალხი გავიცანი და საშუალება მომეცა, პირველი გადაღება მომეწყო ჟურნალ cosmopolitan-სთვის, შემდეგ იყო bureau 24/7, სადაც ინტერვიუებისთვის ვიღებდი ფოტოებს. 2015 წელს უკვე აქტიურად დავიწყე ცნობილ რუს სახეებთან მუშაობა, commersant-სთვის მქონდა მასობრივი გადაღება. შემდეგ რობერტ დე ნირო გადავიღე და გაგრძელდა სხვადასხვა ჟურნალებისთვის: - Esquire , harpersbazaar, GQ ... ძირითადად, გადაღება ჟურნალებისა და ბრენდებისთვის მიწევს.

- ბევრი ცნობილი სახე გყავს გადაღებული?

- გადაღებული მყავს რობერტ დე ნირო, ვინსენტ კასელი, ბეგბედერი, ბრეგოვიჩი, გატუზო, კატრინ დენევი, გორბაჩოვის 80 წლის იუბილეზე მიმიწვიეს და რამდენიმე პორტრეტი გადავუღე. ჩვენი სალომე ზურაბიშვილი 2019 წელს გადავიღე, როდესაც ვიყავი "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკზე“ და სალომე ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე საპატიო სტუმრად იმყოფებოდა. მახსოვს, ძალიან მომღიმარი სახე ჰქონდა, მე ვიდექი ფოტოაპარატით და განათებით და ვთხოვე: - ცოტა სერიოზული სახე მიიღეთ-მეთქი და მიპასუხა: - მე არ მინდა სერიოზული ვიყოო. ამას რომ მეუბნებოდა, იმ მომენტში დავიჭირე მიმიკა, რომელიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი. სულ ეს იყო - ორწუთიანი, მაგრამ დასამახსოვრებელი შეხება.

- ვინ იყო ის ვარსკვლავი, ვისთანაც პირველად მოგიწია მუშაობა?

- რობერტ დე ნირო მოსკოვში იყო ჩამოსული, თავისი ახალი რესტორნის გახსნაზე. ხუთ წუთი მქონა გამოყოფილი მისი ფოტოების გადასაღებად. ჯერ იმაზე ვინერვიულე, რომ გავიგე - დე ნირო უნდა გადავიღო. მერე იმაზე, რომ ასეთი ცოტა დრო მქონდა გამოყოფილი. პროცესში შევძელი გონება მომეკრიბა და გადამეღო. საოცარი შეგრძნებაა, როცა ბავშვობიდან ფილმებში ხედავ და უცებ აქ, შენს წინ პოზიორობს და კარგი ფოტოები უნდა გამოგივიდეს, ძალიან ამაღელვებელია, როცა დე ნიროს ეუბნები: - ასე დაჯექი, ასე მიტრიალდი, თავი აწიე... ის გისმენს და აკეთებს იმას, რასაც შენ ეუბნები. განუმეორებელი შეგრძნებაა. პოზიტიური ტიპი იყო, რომ პოზიორობდა, თან რაღაცებს ღიღინებდა.

- ქართველებიდან ვისთან მუშაობა იყო შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

- კახი კალაძესთან ორი გადაღება მქონდა. მის გადასაღებად ორივეჯერ თბილისში ჩამოვედი. პირველად ოჯახთან ერთად გადავიღე. კახი ჩემთვის ბავშვობის მოგონება იყო, როგორც კარგი ფეხბურთელი. როდესაც მიგვიწვიეს ჩვენი გადამღები ჯგუფი, სადაც ოჯახთან ერთად ვუღებდი, ძალიან თბილად დაგვხვდნენ, მეგობრული ატმოსფერო იყო. ბოლოს ანუკიმ ხინკალზე დაგვპატიჟა და ძალიან კარგად დამამახსოვრა. მეორე გადაღება GQ -სთვის იყო. საკრებულოს შენობაში მიგვიწვიეს და იქ ვიღებდით. საინტერესო იყო, როცა გადაღების დროს მოგვატარეს საკრებულოს შენობის მიწისქვეშა ტერიტორია, სადაც ძველი საკნები იყო. მე არ ვიყავი ნამყოფი და ჩემთვის საინტერესო იყო. მერე კახის კაბინეტში შევედით, სადაც ძალიან თბილად დამხვდა. კაბინეტიც ძალიან მომეწონა - სადა და გემოვნებიანი იყო.

- როგორც ვიცი, კატრინ დენევმა შენთვის პიანინოზეც კი დაუკრა....

- კატრინ დენევი ღრმა და საინტერესო ქალია. გამაფრთხილეს, რომ სასტიკად არ უყვარს გადაღება, უკვე ასაკშია, ისეთი აღარ არის და ფოტოებს სათუთად და მომთხოვნად ეპყრობა, მაგრამ მე დამთანხმდა გადაღებაზე. კართან ორმოცი წუთი მალოდინა, მაგრამ გადაღების დროს დიდი სიამოვნება მივიღე. კატრინ დენევმა, რომელიც ივ სენ ლორანთან პოზიორობდა და „დიორის“ კადრებში მონაწილეობდა, ჩემთვის პიანინოზე დაუკრა, მთელი გადაღება სიგარეტს ეწეოდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ როგორც მე მინდოდა, ისე დავამუშავე, რაზეც არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ყველა კადრი მიიღო და მადლობა გადამიხადა: სურათები ძალიან მომეწონაო.

- ყველაზე მეტად რომელ მსახიობთან მუშაობა მოგეწონა?

- ჟურნალ OK-ის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ: - გიორგი, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო? მესიჯს ვუყურებდი ერთი სამი წუთი, ვიხსენებდი - ვინ არის კასელი? მერე დავგუგლე და რომ დავინახე გამახსენდა, ეს ხომ ბელუჩის ქმარია - მეთქი. 11:00-სთ-ზე დამირეკეს და 14:00-სთ-ზე უნდა ვყოფილიყავი გადაღებაზე. სპონტანური და მოულოდნელი გადაღება იყო, გამიმართლა, რომ იმ დღეს გადაღება არ მქონდა. რომ მივედი, ერთი საათი გვალოდინა. მერე ინტერვიუს ჩაწერამ დიდი დრო წაიღო, ჟურნალისტი ცდილობდა, ბელუჩიზე რამე დაეცდინა, რატომ გაეყარა ან რაღაც, მაგრამ სტანდარტული ფრაზების გარდა, არაფერი უთქვამს.უნდა გადაგვეღო თინა კუნაკთან ერთად. ბოლოს თინას გადაღებაზე უარი თქვეს და საბოლოო ჯამში, მხოლოდ ვენსანს გადავუღე. სულ შვიდი წუთი იყო გადაღების დრო, რომლის განმავლობაში მოგვიწია ჟურნალის გარეკანისთვის გადამეღო და შიგნით ოთხი ფოტო განათავსეს. თავიდან საერთოდ არ ჰქონდათ განზრახული გარეკანზე განეთავსებინათ, მაგრამ ისეთი კარგი ფოტოები გამოვიდა, რომ მთავარმა რედაქტორმა ყველა გეგმა შეცვალა და კასელი განათავსა. პროფესიონალურად პოზიოროდა, უსიტყვოდ, თავისით აკეთებდა ყველაფერს, თანაც ისე მოხდენილად, როგორც სჩვევია. კარგად იცის თავისი ძლიერი მხარეები, სად როგორ მოტრიალდეს, როგორ დადგეს, როგორ გაიცინოს, როდის მიიღოს გაბრაზებული სახე. გადაღების ასეთი პირობები იშვიათია.

ჟერარ დეპარდიესთან მქონდა ორი გადაღება. პირველ გადაღებაზე მისმა ასისტენტმა მიმიწვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო გადაღების შემდეგ, როდესაც არაფორმალურ გარემოში მაგიდასთან დავსხედით და ვსაუბრობდით. ძალიან კარგად იხსენებდა საქართველოს, ქართველ რეჟისორებს, განსაკუთრებით გიორგი დანელიას, ასევე ამბობდა: - მოხიბლული ვარ, ძველი ქართველი რეჟისორით - ფარაჯანოვითო...დეპარდიე მოხიბლული იყო მიხეილ სააკაშვილით, ამბობდა: - მან ჩამომიყვანა საქართველოში და ძალიან მომწონსო. ჩემს გარეგნობაზეც იხუმრა: - შენ უფრო ფრანგი ხარ, ვიდრე მეო. არაბს გავხარ, არაბული გამოხედვა უფრო გაქვსო და დღეს არაბები ყველაზე მეტად ფრანგები არიან.

- პანდემიის პერიოდში რამდენად ახერხებ გადაღებებს?

- ბოლო წელიწადნახევარი დავუთმე ჩემს იუთუბ პროექტს -Георгий За Кадром, სადაც ვიწვევ ცნობად სახეებს, გადაღების პროცესში ვესაუბრები და თან საუაბრის დროს ვიღებ ფოტოებს, რაც ძალიან საინტერესოა. თან არასტანდარტულ დავალებებს ვაძლევ საუბრის დროს და ძალიან საინტერესოა, - ვის როგორი რეაქციები აქვს, როგორ რეაგირებენ, ეს ყველაფერი აღიბეჭდება კადრზე. იმიტომ წამოვიწყე, რომ ჩემი ძირითადი მიმართულება არის პორტრეტული გადაღება, სადაც მე მაინც მიწევს ჩემთვის უცხო ადამიანებთან საუბარი, იმიტომ რომ უნდა შეუქმნა პირობები, ნდობა მოიპოვო, რომ მოეშვას და კარგი ფოტოები გამოვიდეს. ამ საუბრების დროს საინტერესო თემები წამოიჭრებოდა ხოლმე, რომელიც კადრს მიღმა და ჩემს მეხსიერებაში რჩებოდა. ვიფიქრე, გადამეღო, რატომაც არა... თავიდან ის ხალხი გადავირე, ვისაც უკვე ვიცნობდი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ახლა უკვე ასისტენტები და პიარ სამსახურები აქეთ მთავაზობენ, რომ გადავიღო. ძალიან საინტერესოა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. გული მწყდება იმაზე, რომ ქართველებსაც მივწერე, მაგრამ ვერავინ ვერ დავითანხმე.

არის ვინმე, ვის გადაღებაზეც ოცნებობ?

საოცნებო არავინ მყავს. ადრე მინდოდა "რამშტაინის“ სოლისტი გადამეღო, მასთანაც მომიწია მუშაობა, გადავიღე და გადაშლილი ფურცელია ჩემთვის. შარშან მარტში, ბეგბედერთან უნდა წავსულიყავი საფრანგეთში, ისე მოეწონა ჩემი გადაღებული და ჩემთან მუშაობა, დამთანხმდა, ჩამოდი ჩავწეროთო, მაგრამ პანდემია დაიწყო და ვერ შევძელი.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია