მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი
"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი

ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ბა­ლე­ტის - "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" გა­იხ­სე­ნა, თუ რამ­ხე­ლა შრო­მა დას­ჭირ­და, რათა ოჯა­ხის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" მოხ­ვედ­რას იმ­სა­ხუ­რებ­და.

"არას­დროს და­უ­ძა­ლე­ბი­ათ, - უნდა იცეკ­ვო, გა­აგ­რძე­ლო ჩვე­ნი საქ­მეო... თვლიდ­ნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდო­მე­ბო­და და ჩვენ­ში ამის მო­ნა­ცე­მი და­ე­ნა­ხათ. ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მე და ილი­კომ ეს საქ­მე ლან­გრით მი­ვი­ღეთ. ჩვენ მარ­თლა ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მეთ და ამის მტკი­ცე­ბა პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბის­თვის გვი­წევ­და და მერე და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რომ ჩვენ ეს შეგ­ვიძ­ლო.

ჩვენ­თან ან­სამ­ბლში მი­ღე­ბა­ზე ხომ არის სტან­დარ­ტი, გარ­კვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი არ­სე­ბობს - სი­მაღ­ლე და მო­ნა­ცე­მი უნდა გქონ­დეს, ვი­ზუ­ალს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ცოტა სი­მაღ­ლე მაკ­ლდა. იმ დროს რო­დე­საც მე ცეკ­ვა მინ­დო­და, ან­სამ­ბლში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი გო­გო­ნე­ბი იყ­ვნენ. სხვა სტან­დარ­ტი იყო და ვერ ვბე­დავ­დი, მათ გვერ­დზე მე რო­გორ უნდა დავ­დგა­რი­ყა­ვი. ცეკ­ვის და­უ­ო­კე­ბელ სურ­ვილს ისე ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, რომ ქე­ი­ფე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფერს ვცეკ­ვავ­დი. ოღონდ ხომ იცი, რომ ერი­დე­ბათ სა­ცეკ­ვა­ოდ ად­გო­მა, მე არ მე­რი­დე­ბო­და, ოღონდ მუ­სი­კის ხმა გა­მე­გო­ნა, ეგ­რე­ვე ვდგე­ბო­დი და ვცეკ­ვავ­დი ხოლ­მე. მა­მა­ჩე­მი სულ დამ­ცი­ნო­და, - ქე­ი­ფე­ბის მო­ცეკ­ვა­ვეს მე­ძახ­და.

სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ან­სამ­ბლში მხატ­ვრად მი­ვე­დი. სო­ლი­კო ვირ­სა­ლა­ძის ასის­ტენ­ტად. ძა­ლი­ან მრცხვე­ნია, მაგ­რამ ვოც­ნე­ბობ­დი, ან­სამ­ბლში ვინ­მეს ფეხი ეტ­კი­ნოს, ან სი­ცხემ მის­ცეს, რომ ვერ იცეკ­ვოს - მეთ­ქი... მე ყვე­ლა პარ­ტია ვი­ცო­დი და ვინ შეც­ვლი­და, თუ არა მე...

მე არ მყავს ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი, თუმ­ცა ვთვლი, რომ რაც ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს, იმი­ტომ რომ ჩემი საქ­მე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ ამის­თვის ვერ მო­ვიც­ლი­დი. თუმ­ცა, უნდა გი­თხრა, რომ მე ილი­კოს შვი­ლებ­მა შე­მიც­ვა­ლეს ჩემი შვი­ლე­ბი. მე და ილი­კოს გვყავს ორი გოგო. ილი­კოს შვი­ლე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. მე გავ­ზარ­დე, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი, რო­მე­ლიც დღე­საც ჩემ­თან ცხოვ­რობს, მე­ო­რე სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ილი­კოს შვი­ლე­ბი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან...

შვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვერ გა­ვა­ჩი­ნე. მე ისე­თი თვი­სე­ბა მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა მხო­ლოდ ამის, არა­მედ რაც კი პრობ­ლე­მა მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, მათი მი­ღე­ბა და მათ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლე, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და, თუ ჯან­მრთე­ლო­ბა, უნდა მი­ი­ღო ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა, ვე­რა­ფერს ცვლი..."

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
0

რაო მიშამ უკვე დაგვიანებულიაო?

ლალი
2

დიდი ილიკოს პობედის ფერი და ნომერი თუ გახსოვთ? 

მე მახსოვს. ვაკეში ვცხოვრობდი და ჩვენს სახლის წინ რომ გაივლიდა, ყველა ერთმანეთს ვეძახდით... ვცხოვრობდი სახანძრო რაზმის შენობაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი

ქართული ეროვნული ბალეტის - "სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში, გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" გაიხსენა, თუ რამხელა შრომა დასჭირდა, რათა ოჯახისთვის დაემტკიცებინა, რომ "სუხიშვილებში" მოხვედრას იმსახურებდა.

"არასდროს დაუძალებიათ, - უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო... თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება პირველ რიგში მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვიძლო.

ჩვენთან ანსამბლში მიღებაზე ხომ არის სტანდარტი, გარკვეული სტერეოტიპი არსებობს - სიმაღლე და მონაცემი უნდა გქონდეს, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცოტა სიმაღლე მაკლდა. იმ დროს როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ ხომ იცი, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, - ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ანსამბლში მხატვრად მივედი. სოლიკო ვირსალაძის ასისტენტად. ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვოცნებობდი, ანსამბლში ვინმეს ფეხი ეტკინოს, ან სიცხემ მისცეს, რომ ვერ იცეკვოს - მეთქი... მე ყველა პარტია ვიცოდი და ვინ შეცვლიდა, თუ არა მე...

მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს, მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან...

შვილი ჯანმრთელობის გამო ვერ გავაჩინე. მე ისეთი თვისება მაქვს ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამის, არამედ რაც კი პრობლემა მქონია ცხოვრებაში, მათი მიღება და მათთან ერთად ცხოვრება ვისწავლე, არ აქვს მნიშვნელობა, დანაკლისი იქნებოდა, თუ ჯანმრთელობა, უნდა მიიღო ეს მოცემულობა, ვერაფერს ცვლი..."