Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს
პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს
  • ფო­ტო­კო­ლა­ჟი: ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი კა­რინ კნა­ისლთან, ქრის­ტი­ან კერ­ნი­სა და გერ­ჰარდ შრე­დერ­თან ერ­თად

ფრან­გულ გა­ზეთ "ლე ფი­გა­რო­ში" («Le Figaro») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით: "რო­გორ აფარ­თო­ებს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი თა­ვის ქსელს ევ­რო­პის გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით“, გან­ხი­ლუ­ლია ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის რუ­სულ სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბის სა­კი­თხი (ავ­ტო­რი - იზა­ბელ ლა­სე­რი).

"პირ­ვე­ლი ფრან­გუ­ლი "მსხვი­ლი თევ­ზი“, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ბა­დე­ში მოჰ­ყვა, საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფრან­სუა ფი­ი­ო­ნია, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ის "ზა­რუ­ბეჟნეფ­ტის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­დე­ბა. ეს კომ­პა­ნია მთლი­ა­ნად სა­ხელ­მწი­ფოს ეკუთ­ვნის. ფრან­სუა ფი­ი­ო­ნი­სად­მი შე­თა­ვა­ზე­ბა რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნის მიერ ხელ­მო­წე­რილ მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ასა­ხუ­ლი.

ბოლო დრომ­დე კრემ­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებს და მათ გავ­ლე­ნებს "ყი­დუ­ლობ­და“, "თევ­ზჭე­რას“ ძი­რი­თა­დად ავ­სტრი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის წყლებ­ში ეწე­ო­და: დღეს ავ­სტრი­ე­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მრავ­ლად არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი რუ­სულ პო­ლი­ტი­კურ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტებ­ში. მა­გა­ლი­თად, ყო­ფი­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი კან­ცლე­რი 2000-2007 წლებ­ში ვოლ­ფგანგ ში­უ­სე­ლი დღეს უმ­სხვი­ლე­სი რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის "ლუ­კო­ი­ლის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რია 2019 წლი­დან. ალფ­რედ გუ­ზენ­ბა­უ­ე­რი, ყო­ფი­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კან­ცლე­რი 2007-2008 წლებ­ში, ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მთავ­რო­ბი­სა­გან უხ­ვად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა დი­ა­ლო­გის“ თა­ნამ­მარ­თვე­ლია, რომ­ლის მი­ზანს ევ­რო­პა­ში რუ­სუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა წარ­მო­ად­გენს. ავ­სტრი­ის ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი 2014-2017 წლებ­ში ჰანს-იორგ შე­ლინ­გი 2018 წლი­დან პრო­ექტ "ჩრდი­ლო­ე­თი ნა­კა­დი-2“-ის კონ­სულ­ტან­ტია. კი­დევ ერთი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ექ­სკან­ცლე­რი ქრის­ტი­ან კერ­ნი კომ­პა­ნია «RZD»-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რია. და ბო­ლოს, ავ­სტრი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი 2017-2019 წლებ­ში კა­რინ კნა­ის­ლი, რომ­ლის ქორ­წილ­შიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი მას­თან ერ­თად ვალსს ცეკ­ვავ­და, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის გი­გან­ტის "როს­ნეფ­ტის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რად და­ი­ნიშ­ნა.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი კა­რინ კნა­ის­ლის ქორ­წილ­ში

  • რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ავ­სტრია?

"უეჭ­ვე­ლია იმი­ტომ, რომ ავ­სტრია ნე­იტ­რა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა, ნა­ტოს წევ­რი არ არის, აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სექ­ტო­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ლო­ი­ა­ლუ­რად ეპყრო­ბა ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს“, - გან­მარ­ტავს ექ­სპერ­ტი ან­ტონ შე­ხოვ­ცე­ვი, რო­მე­ლიც ამ­ჯა­მად ვე­ნა­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთ კვლე­ვით ცენ­ტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, იგი ავ­ტო­რია წიგ­ნი­სა "შავი ტან­გო“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია რუ­სე­თი­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უკი­დუ­რე­სად მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი.

"ავ­სტრი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს: ისი­ნი, თუ ამას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი მო­ი­თხოვს, მზად არი­ან ყვე­ლას­თან ითა­ნამ­შრომ­ლონ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩი­ნეთ­თან და რუ­სეთ­თან. კი­დევ ერთი მო­მენ­ტი: ავ­სტრი­ე­ლე­ბი ბე­ჯი­თად ას­რუ­ლე­ბენ გერ­მა­ნი­ის თხოვ­ნებს რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით და იზი­ა­რე­ბენ ბერ­ლი­ნის პო­ლი­ტი­კურ კურსს მოს­კოვ­თან მი­მარ­თე­ბით“.

რუ­სეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გერ­მა­ნია მოს­კო­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გამ­ტა­რე­ბე­ლი უნდა იყოს. სწო­რედ გერ­მა­ნი­ა­ში "და­ი­ჭი­რა“ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა "ყვე­ლა­ზე დიდი თევ­ზი“: 2005 წელს გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რი, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი გერ­ჰარდ შრე­დე­რი "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის“ დამ­კვირ­ვე­ბელ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­და, შემ­დეგ კი, 2017 წელს, კომ­პა­ნია "როს­ნეფ­ტის“ მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ი­ნიშ­ნა.

გერ­ჰარდ შრე­დერ­თან ერ­თად

გერ­მა­ნი­ის დაზ­ვერ­ვის ყო­ფილ აგენტს მა­თი­აშ ვარ­ნიგს, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტინს გერ­მა­ნი­ა­ში კე-გე-ბე-ს რე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და­უ­მე­გობ­რდა, იმა­ვე "როს­ნეფ­ტში“ და "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კად­ში“ კარ­გი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი მის­ცეს. სხვა­თა შო­რის, ამ ორი მა­მა­კა­ცის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ი­სა და რუ­სე­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლო­საც წარ­მო­ად­გენს. მათი მე­გობ­რო­ბა ირი­ბად ეხ­მა­უ­რე­ბა ან­გე­ლა მერ­კე­ლის პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე იბ­რძო­და გაზ­სა­დენ "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­სათ­ვის.

ევ­რო­პე­ლი ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის, ამ­ჟა­მად პენ­სი­ა­ში გა­სუ­ლი პი­რე­ბის მი­ზიდ­ვით ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი მსხვი­ლი რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბის პრეს­ტიჟს გა­ნამ­ტკი­ცებს. ყო­ფი­ლე­ბი ხომ ჯერ კი­დევ სარ­გებ­ლო­ბენ გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბით თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, გერ­ჰარდ შრე­დე­რი­სა და მა­თი­აშ ვარ­ნი­გის გავ­ლე­ნის წყა­ლო­ბით, გერ­მა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ვიდ­ნენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

"მოს­კოვს აწყობს, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა პი­რა­დუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის ფონ­ზე აწარ­მო­ოს. კრემ­ლი ყი­დუ­ლობს ცალ­კე­ულ ადა­მი­ა­ნებს და მათ გავ­ლე­ნებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ო­ში ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე რა­ი­მე ამ­ბი­ცი­ე­ბი აღარ აქვთ“, - ამ­ბობს ან­ტონ შე­ხოვ­ცე­ვი.

ალფ­რედ გუ­ზენ­ბა­უ­ე­რი

"ბოლო დროს მოს­კოვ­მა სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ში კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა: კრემ­ლი ხში­რად აძ­ლევს "კარგხელ­ფა­სი­ან“ სამ­სა­ხურს იმ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში აღარც სა­ხე­ლი აქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი და აღარც გავ­ლე­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად, იგი­ვე ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კა­რინ კნა­ის­ლი. კრემ­ლის გზავ­ნი­ლი გა­სა­გე­ბია: თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ჩვენ­თან ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მოხ­ვი­დეთ, გავ­ლე­ნე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის გა­რე­შეც კი. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყოთ, უბ­რა­ლოდ, რუ­სე­თის მი­მართ კე­თი­ლი გან­წყო­ბა გა­მო­ხა­ტეთ, ვთქვათ, მო­ი­თხო­ვეთ სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა“, - აა­ნა­ლი­ზებს სი­ტუ­ა­ცი­ას "შავი ტან­გოს“ ავ­ტო­რი.

კრემ­ლის ამ­გვა­რი სტრა­ტე­გია ყველ­გან წარ­მა­ტე­ბით არ მუ­შა­ობს, მა­გა­ლი­თად, ვე­ნი­სა და ბერ­ლი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, პა­რიზ­სა და რომ­ში "ბუქ­სა­ობს“. იტა­ლი­ა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ერ­თა­დერთ ნამ­დვილ მე­გო­ბარს მხო­ლოდ სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი წარ­მო­ად­გენს. პა­რიზ­ში კრემ­ლმა თა­ვის სამ­სა­ხურ­ში ჩა­ა­ბა ექ­სპრე­ზი­დენტ ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის სა­კი­თხებ­ში ჟან-პიერ ტომა, რო­მე­ლიც 2018 წელს კომ­პა­ნია "რუსს­კიი ალუ­მი­ნის“ ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა ერთი თვის შემ­დეგ გა­დად­გა. მი­ზე­ზი იმა­შია, რომ მისი და­ნიშ­ვნის გამო ამე­რი­კა ალუ­მინ­სად­ნობ კომ­პა­ნი­ას სან­ქცი­ე­ბით და­ე­მუქ­რა, შე­სა­ბა­მი­სად, ჟან-პი­ე­რიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სუ­ლი­ყო. ვნა­ხოთ, კი­დევ ვინ აღ­მოჩ­ნდე­ბა ევ­რო­პა­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სა­მიზ­ნის ქვეშ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
19

და სხვაგან სხვანაირადაა?

გიორგი.
28

თქვენ იკითხეთ, თქვენ როგორ ყიდულობთ.

ავტორი:

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს
  • ფოტოკოლაჟი: ვლადიმირ პუტინი კარინ კნაისლთან, ქრისტიან კერნისა და გერჰარდ შრედერთან ერთად

ფრანგულ გაზეთ "ლე ფიგაროში" («Le Figaro») გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით: "როგორ აფართოებს ვლადიმირ პუტინი თავის ქსელს ევროპის გავლენიანი ადამიანებით“, განხილულია ევროპის სახელმწიფოების ყოფილი პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების რუსულ სტრუქტურებში დასაქმების საკითხი (ავტორი - იზაბელ ლასერი).

"პირველი ფრანგული "მსხვილი თევზი“, რომელიც ვლადიმირ პუტინის ბადეში მოჰყვა, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონია, რომელიც, როგორც ჩანს, რუსული ნავთობის კომპანიის "ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება. ეს კომპანია მთლიანად სახელმწიფოს ეკუთვნის. ფრანსუა ფიიონისადმი შეთავაზება რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის მიერ ხელმოწერილ მთავრობის დადგენილებაშია ასახული.

ბოლო დრომდე კრემლი, რომელიც ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს "ყიდულობდა“, "თევზჭერას“ ძირითადად ავსტრიისა და გერმანიის წყლებში ეწეოდა: დღეს ავსტრიელი ყოფილი მაღალჩინოსნები მრავლად არიან წარმოდგენილნი რუსულ პოლიტიკურ ეკონომიკური პროექტებში. მაგალითად, ყოფილი კონსერვატიული კანცლერი 2000-2007 წლებში ვოლფგანგ შიუსელი დღეს უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის "ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს წევრია 2019 წლიდან. ალფრედ გუზენბაუერი, ყოფილი სოციალ-დემოკრატიული კანცლერი 2007-2008 წლებში, ამჟამად რუსეთის მთავრობისაგან უხვად დაფინანსებული ორგანიზაცია "ცივილიზაციათა დიალოგის“ თანამმართველია, რომლის მიზანს ევროპაში რუსული საგარეო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი 2014-2017 წლებში ჰანს-იორგ შელინგი 2018 წლიდან პროექტ "ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის კონსულტანტია. კიდევ ერთი სოციალ-დემოკრატიული ექსკანცლერი ქრისტიან კერნი კომპანია «RZD»-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. და ბოლოს, ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 2017-2019 წლებში კარინ კნაისლი, რომლის ქორწილშიც ვლადიმირ პუტინი მასთან ერთად ვალსს ცეკვავდა, რუსული ნავთობის გიგანტის "როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრად დაინიშნა.

ვლადიმირ პუტინი კარინ კნაისლის ქორწილში

  • რატომ მაინცდამაინც ავსტრია?

"უეჭველია იმიტომ, რომ ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა, ნატოს წევრი არ არის, აქვს განვითარებული საბანკო და ენერგეტიკული სექტორები და რაც მთავარია, ლოიალურად ეპყრობა ავტორიტარულ რეჟიმებს“, - განმარტავს ექსპერტი ანტონ შეხოვცევი, რომელიც ამჯამად ვენაში ცხოვრობს და ერთ-ერთ კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, იგი ავტორია წიგნისა "შავი ტანგო“, რომელშიც განხილულია რუსეთისა და ევროპის ქვეყნების უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსების ურთიერთკავშირი.

"ავსტრიელებისათვის საგარეო პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს: ისინი, თუ ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, მზად არიან ყველასთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით კი ჩინეთთან და რუსეთთან. კიდევ ერთი მომენტი: ავსტრიელები ბეჯითად ასრულებენ გერმანიის თხოვნებს რუსეთთან დაკავშირებით და იზიარებენ ბერლინის პოლიტიკურ კურსს მოსკოვთან მიმართებით“.

რუსეთში მიიჩნევენ, რომ გერმანია მოსკოვის პოლიტიკური კურსის, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელი უნდა იყოს. სწორედ გერმანიაში "დაიჭირა“ ვლადიმირ პუტინმა "ყველაზე დიდი თევზი“: 2005 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერი, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრედერი "ჩრდილოეთის ნაკადის“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრი გახდა, შემდეგ კი, 2017 წელს, კომპანია "როსნეფტის“ მმართველი ორგანოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

გერჰარდ შრედერთან ერთად

გერმანიის დაზვერვის ყოფილ აგენტს მათიაშ ვარნიგს, რომელიც ვლადიმირ პუტინს გერმანიაში კე-გე-ბე-ს რეზიდენტობის დროს დაუმეგობრდა, იმავე "როსნეფტში“ და "ჩრდილოეთის ნაკადში“ კარგი თანამდებობები მისცეს. სხვათა შორის, ამ ორი მამაკაცის პირადი ურთიერთდამოკიდებულება გერმანიისა და რუსეთის განსაკუთრებული კავშირების ერთგვარ სიმბოლოსაც წარმოადგენს. მათი მეგობრობა ირიბად ეხმაურება ანგელა მერკელის პოზიციას, რომელიც ბოლომდე იბრძოდა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის-2“-ის მშენებლობის დასრულებისათვის.

ევროპელი ცნობილი მოღვაწეების, ამჟამად პენსიაში გასული პირების მიზიდვით ვლადიმირ პუტინი მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანიების პრესტიჟს განამტკიცებს. ყოფილები ხომ ჯერ კიდევ სარგებლობენ გარკვეული გავლენებით თავიანთ ქვეყნებში. მაგალითად, გერჰარდ შრედერისა და მათიაშ ვარნიგის გავლენის წყალობით, გერმანელი ბიზნესმენები ერთობლივად გამოვიდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ.

"მოსკოვს აწყობს, რომ ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკება პირადული გავლენებისა და კონტაქტების ფონზე აწარმოოს. კრემლი ყიდულობს ცალკეულ ადამიანებს და მათ გავლენებს, რომლებსაც მსოფლიოში ადგილის დაკავებაზე რაიმე ამბიციები აღარ აქვთ“, - ამბობს ანტონ შეხოვცევი.

ალფრედ გუზენბაუერი

"ბოლო დროს მოსკოვმა საკადრო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა: კრემლი ხშირად აძლევს "კარგხელფასიან“ სამსახურს იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში აღარც სახელი აქვთ შენარჩუნებული და აღარც გავლენები, მაგალითად, იგივე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარინ კნაისლი. კრემლის გზავნილი გასაგებია: თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ყველა შემთხვევაში მოხვიდეთ, გავლენებისა და კავშირების გარეშეც კი. არ არის აუცილებელი ცნობილი ადამიანები იყოთ, უბრალოდ, რუსეთის მიმართ კეთილი განწყობა გამოხატეთ, ვთქვათ, მოითხოვეთ სანქციების გაუქმება“, - აანალიზებს სიტუაციას "შავი ტანგოს“ ავტორი.

კრემლის ამგვარი სტრატეგია ყველგან წარმატებით არ მუშაობს, მაგალითად, ვენისა და ბერლინისაგან განსხვავებით, პარიზსა და რომში "ბუქსაობს“. იტალიაში ვლადიმირ პუტინის ერთადერთ ნამდვილ მეგობარს მხოლოდ სილვიო ბერლუსკონი წარმოადგენს. პარიზში კრემლმა თავის სამსახურში ჩააბა ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში ჟან-პიერ ტომა, რომელიც 2018 წელს კომპანია "რუსსკიი ალუმინის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა ერთი თვის შემდეგ გადადგა. მიზეზი იმაშია, რომ მისი დანიშვნის გამო ამერიკა ალუმინსადნობ კომპანიას სანქციებით დაემუქრა, შესაბამისად, ჟან-პიერიც იძულებული გახდა თანამდებობიდან წასულიყო. ვნახოთ, კიდევ ვინ აღმოჩნდება ევროპაში ვლადიმირ პუტინის სამიზნის ქვეშ უახლოეს მომავალში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს

ამსტერდამში, ჟურნალისტი პიტერ არ დე ვრიესი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს