Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არაა სრულ ჭკუაზე, თვალწინ დაუხვრიტეს ძმა" - რას ყვება დოდო აფრასიძე შვილზე, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დააკავეს
"გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არაა სრულ ჭკუაზე, თვალწინ დაუხვრიტეს ძმა" - რას ყვება დოდო აფრასიძე შვილზე, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დააკავეს

გუ­შინ, 30 ივ­ნისს წალ­კა­ში, აქ­ცი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად ჩა­სულ ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს სო­ფელ წინ­წყა­როს გამ­გებ­ლის, გი­ორ­გი აფ­რა­სი­ძის ბიძა, გოჩა აფ­რა­სი­ძე და­უ­პი­რის­პირ­და. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ად­გილ­ზე მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბის სა­კი­თხის გა­სა­შუ­ქებ­ლად ჩა­ვი­და, რა დრო­საც აქ­ცი­ა­ზე აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი გოჩა აფ­რა­სი­ძე გა­მოჩ­ნდა და ჟურ­ნა­ლისტს რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა­საც არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წალ­კის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე, 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გოჩა აფ­რა­სი­ძე წალ­კა­ში და­ა­კა­ვეს და ის ამ­ჟა­მად მარ­ნე­უ­ლის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, გ.ა. მიმ­დი­ნა­რე წლის 30 ივ­ნისს, წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წინ­წყა­რო­ში, "ტვპირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს და­უ­პი­რის­პირ­და, მათ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში უკა­ნო­ნოდ შე­უ­შა­ლა ხელი.

"და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ძა­ლა­დო­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტი­სათ­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კა­ვე­ბუ­ლი გოჩა აფ­რა­სი­ძე ე.წ. აფ­რა­სი­ძე­ე­ბის საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტია. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ეცერ­ში სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ას მამა-შვი­ლი, ევ­გე­ნი და ომეხ აფ­რა­სი­ძე­ე­ბი შე­ე­წირ­ნენ.

24 მარ­ტის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, გოჩა და შმა­გი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ძმას­თან - ვა­მეხ აფ­რა­სი­ძეს­თან ერ­თად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოჯა­ხის მამა, ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძეც მოკ­ლეს, რომ­ლის ცხე­და­რიც და­ბომ­ბილ სახ­ლთან ერ­თად და­იწ­ვა. ამას­თა­ნა­ვე, ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვად­და ოჯა­ხის რძა­ლი - შმა­გი აფ­რა­სი­ძის მე­უღ­ლე. გოჩა და შმა­გი აფ­რა­სი­ძე­ებს სა­სა­მარ­თლომ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის 17 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა, 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ კი, 2012 წლის 28 დე­კემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ­მა ამ­ნის­ტი­ამ მათ სას­ჯე­ლი გა­უ­ნა­ხევ­რა, სა­ბო­ლო­ოდ კი, ისი­ნი ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ, აფ­რა­სი­ძე­ე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი სვა­ნეთ­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. დედა - დოდო აფ­რა­სი­ძე ოთხ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად წალ­კის რა­ი­ონ­ში და­სახ­ლდა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი. გი­ორ­გი აფ­რა­სი­ძე, სო­ფელ წინ­წყა­როს გამ­გე­ბე­ლი მისი ერთ-ერთი ვა­ჟის - შმა­გის შვი­ლია.

ambebi.ge დოდო აფ­რა­სი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

“არაფ­რის კურ­სში არ ვი­ყა­ვით, ასეთ რა­მეს არც ვე­ლო­დით, ისე და­ი­წყო აქ ხალ­ხის შეკ­რე­ბა. გროვ­დე­ბა ხალ­ხი და ჩვენ აზ­რზე არ ვართ. მერე და­ვი­ნა­ხეთ "ტვპირ­ვე­ლის" მან­ქა­ნა. აქ და­სახ­ლდა ერთი გოგო, ნინო (გვა­რი არ მახ­სოვს), შე­მოგ­ზავ­ნი­ლი ყო­ფი­ლა, რო­მელ­მაც და­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შეგ­რო­ვე­ბა სო­ფელ­ში და გა­მო­იყ­ვა­ნა მათი ბან­და. ეს ქალი შე­მოდ­გო­მას მო­ვი­და წინ­წყა­რო­ში, და­სა­სახ­ლდა, ძრო­ხე­ბი გა­ი­ჩი­ნა და მათ დას­დევს, არ ვიცი, რას წარ­მო­ად­გენს.

პრო­ტეს­ტი იმით და­ი­წყეს, მი­წე­ბი არ არის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი აფ­რა­სი­ძე­ებს აქვთ მი­ტა­ცე­ბუ­ლიო. ჩვენ ერთი გოჯი მი­წაც არ გვაქვს სო­ფელ­ში, მთა­ში მივ­დი­ვართ, იქი­დან მოგ­ვაქვს თივა, იქ დავ­ხა­ნით მი­წაც. ესე­ნი არი­ან პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი და გა­მოგ­ვიწ­ვი­ეს. გი­ორ­გი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლია, გამ­გე­ბე­ლი, შმა­გის შვი­ლი. თურ­მე ამ ქალს გამ­გებ­ლო­ბა უნდა და მი­წე­ბიც.

ის და­მე­მუქ­რა, შენს შვილს და­ვა­ჭე­რი­ნე­ბო და ასეც მო­იქ­ცა. იმ დროს იქ არ ვი­ყა­ვი და გოჩა თურ­მე ჟურ­ნა­ლისტს ეხ­ვე­წე­ბო­და, ახალ­გაზ­რდა გოგო ხარ, რად გინ­და ტყუ­ი­ლე­ბი, მო­მის­მი­ნე და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სი­მარ­თლეს აგიხ­სნიო. მა­ინც არ მო­უს­მი­ნა, ის ნინო აქე­ზებ­და თურ­მე. გი­ნე­ბის მეტი იქ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მერე გო­ჩამ მიკრო­ფო­ნის "გუბკა“ და­აგ­დო და გო­გო­ნას მოხ­ვდა, 2 გრა­მიც არ არის. მერე მე მო­მად­გნენ და ეზო­ში რომ შე­მო­ვიდ­ნენ, ამა­ზე გავმწარ­დი. არ მინ­და მე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ჩემს ეზო­ში. რო­გორ გა­ბე­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ეზო­ში შე­მოს­ვლა?! ამან გა­მა­ცო­ფა, ჩა­ვე­დი და მი­ვუ­თი­თე, იქე­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ. ჟურ­ნა­ლის­ტმა კი პირ­ზე მო­მაბ­ჯი­ნა მიკრო­ფო­ნი, გამ­გე­ო­ბის სახ­ლი ესა­აო? იმ ნი­ნომ მო­იყ­ვა­ნა ისი­ნი.

სახ­ლი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, ძვე­ლი გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბაა, ნა­სახ­ლა­რი იყო. როცა უსახ­ლკა­როდ დავ­რჩით, მაგ შე­ნო­ბა­ში შე­ვე­დით, გა­ვა­კე­თეთ, სი­ბინ­ძუ­რე იყო, შე­ვა­რე­მონმტეთ და შევ­სახ­ლდით, რად­გან ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვით დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. შე­ნო­ბას სა­ხუ­რა­ვიც არ ჰქონ­და, სინ­კა­რე­ბის მეტი არა­ფე­რი იყო, ვა­ი­ვაგ­ლა­ხით გა­ვა­კე­თეთ. რას გვე­და­ვე­ბი­ან? გი­ორ­გი დღე­და­ღამ მუ­შა­ობს და ყვე­ლას ხელს უმარ­თავს. რო­მელ მი­წებ­ზეა ლა­პა­რა­კი, რას გვაბ­რა­ლე­ბენ, რა აქვს მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი? ბან­კი­დან სამ­ჯერ გა­მო­ვი­ტა­ნეთ სეს­ხი, მთა­ში მიწა რომ დაგ­ვეხ­ნა. იქ არის14 ჰექ­ტა­რი, იმის მერე კი 300 ჰექ­ტა­რი და დახ­ნან, რა­ტომ არ ხნა­ვენ?

იმ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­დეგ ძლივს წყნა­რად ვცხოვ­რობ­დით, არ ვიცი, ახლა რა იქ­ნე­ბა... გო­ჩას ცი­ხე­ში გა­უ­უ­ა­რეს­და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მკვლელ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ოჯა­ხი გა­მი­ნად­გუ­რეს. ღმერ­თმა ყვე­ლას აშო­როს და, აბა, ეზო­ში ვინ­მეს შვი­ლის და მე­უღ­ლის მკვლე­ლი შე­უ­ვი­დეს, ნეტა რას იზამს, იმას თავს და­უხ­რის ვინ­მე? გო­ჩას არ ვა­მარ­თლებ, მაგ­რამ იმ­დე­ნი გა­მო­ი­ა­რა, არა არის სრულ ჭკუ­ა­ზე, მის თვალ­წინ დახ­ვრი­ტეს მისი ძმა. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს, სპეც­რაზ­მე­ლი გო­ჩას თმა­ში სწვდა, თავი აა­წე­ვი­ნა და ისე დახ­ვრი­ტა ომე­ხი. გო­ჩაც მკვდა­რი ეგო­ნათ, ზე­წა­რი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. მერე ერთი ექი­მი გა­მოჩ­ნდა და იმან თქვა, - ცო­ცხა­ლი­აო და ქუ­თა­ის­ში გა­და­აფ­რი­ნეს. კი­დევ კარ­გა­დაა. არ ვიცი ახლა რა იქ­ნე­ბა...“

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალი
317

მივმართავ ამ უნიათო ხელისუფლებას!!! ბოლოსდაბოლოს როდის უნდა დაისადგუროს ამ ქვეყანაში სამართალმა?! აფრასიძეების ოჯახი ამოწყვიტა ნაციონალების ხროვამ და ახლა ნაცბანდის წარმომადგენელი ტელევიზიის დაქირავებული აგენტი, თავს "ჟურნალისტს" რომ ეძახის, პროვოკაციის მოსაწყობად ჩავიდა, წყობიდან გამოიყვანა ადამიანი და ამის გამო ციხეში უნდა გამოკეტოთ?! ბარამიძე, რომელმაც ოჯახი ამოწყვიტა, ვერ დაგიჭერიათ და ეს ალალმართალი კაცი უნდა დაიჭიროთ?! თქვენ სანამ ხალხი მართლაც არ გამოგყრით კაბინეტებიდან, მანამდე ყურები არ უნდა გამოიფხიკოთ, რომ ამ უსამართლობის დასრულებისთვის აგირჩიათ ხალხმა და არა ნაციონალების გაპარპაშებისთვის, თქვე მართლაც უნიათებო!!!

des
112
ზუსტად ეტყობა ვის იმედზეა დღევანდელი ხელისუფლება.აფრასიძეები ჯერ სვანეთში ატერორებდნენ ხალხს ეხლა წალკაში მიადგნენ და იქ უწყობენ საფეოდალოს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არაა სრულ ჭკუაზე, თვალწინ დაუხვრიტეს ძმა" - რას ყვება დოდო აფრასიძე შვილზე, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დააკავეს

"გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არაა სრულ ჭკუაზე, თვალწინ დაუხვრიტეს ძმა" - რას ყვება დოდო აფრასიძე შვილზე, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დააკავეს

გუშინ, 30 ივნისს წალკაში, აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტსა და ოპერატორს სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე დაუპირისპირდა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა, რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც არავითარი გამართლება არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტელეკომპანია "პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე, 1967 წელს დაბადებული გოჩა აფრასიძე წალკაში დააკავეს და ის ამჟამად მარნეულის იზოლატორში იმყოფება.

"როგორც გამოძიებით დადგინდა, გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, "ტვპირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.

"დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ირკვევა, დაკავებული გოჩა აფრასიძე ე.წ. აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სისხლიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც მაშინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციას მამა-შვილი, ევგენი და ომეხ აფრასიძეები შეეწირნენ.

24 მარტის სპეცოპერაციის დროს, გოჩა და შმაგი აფრასიძეების ძმასთან - ვამეხ აფრასიძესთან ერთად, სამართალდამცველებმა ოჯახის მამა, ევგენი აფრასიძეც მოკლეს, რომლის ცხედარიც დაბომბილ სახლთან ერთად დაიწვა. ამასთანავე, ფსიქიკურად დაავადდა ოჯახის რძალი - შმაგი აფრასიძის მეუღლე. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვისა და მკვლელობის მცდელობისთვის 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა, 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ კი, 2012 წლის 28 დეკემბრით დათარიღებულმა ამნისტიამ მათ სასჯელი გაუნახევრა, საბოლოოდ კი, ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.

ეცერის სპეცოპერაციის შემდეგ, აფრასიძეების დაზარალებული ოჯახი სვანეთში აღარ დაბრუნებულა. დედა - დოდო აფრასიძე ოთხ შვილიშვილთან ერთად წალკის რაიონში დასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. გიორგი აფრასიძე, სოფელ წინწყაროს გამგებელი მისი ერთ-ერთი ვაჟის - შმაგის შვილია.

ambebi.ge დოდო აფრასიძეს დაუკავშირდა, რომელიც მომხდარის დეტალებზე გვესაუბრება:

“არაფრის კურსში არ ვიყავით, ასეთ რამეს არც ველოდით, ისე დაიწყო აქ ხალხის შეკრება. გროვდება ხალხი და ჩვენ აზრზე არ ვართ. მერე დავინახეთ "ტვპირველის" მანქანა. აქ დასახლდა ერთი გოგო, ნინო (გვარი არ მახსოვს), შემოგზავნილი ყოფილა, რომელმაც დაიწყო "ნაციონალების" შეგროვება სოფელში და გამოიყვანა მათი ბანდა. ეს ქალი შემოდგომას მოვიდა წინწყაროში, დასასახლდა, ძროხები გაიჩინა და მათ დასდევს, არ ვიცი, რას წარმოადგენს.

პროტესტი იმით დაიწყეს, მიწები არ არის სწორად განაწილებული, ყველაფერი აფრასიძეებს აქვთ მიტაცებულიო. ჩვენ ერთი გოჯი მიწაც არ გვაქვს სოფელში, მთაში მივდივართ, იქიდან მოგვაქვს თივა, იქ დავხანით მიწაც. ესენი არიან პროვოკატორები და გამოგვიწვიეს. გიორგი ჩემი შვილიშვილია, გამგებელი, შმაგის შვილი. თურმე ამ ქალს გამგებლობა უნდა და მიწებიც.

ის დამემუქრა, შენს შვილს დავაჭერინებო და ასეც მოიქცა. იმ დროს იქ არ ვიყავი და გოჩა თურმე ჟურნალისტს ეხვეწებოდა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ტყუილები, მომისმინე და თავიდან ბოლომდე სიმართლეს აგიხსნიო. მაინც არ მოუსმინა, ის ნინო აქეზებდა თურმე. გინების მეტი იქ არაფერი მომხდარა, მერე გოჩამ მიკროფონის "გუბკა“ დააგდო და გოგონას მოხვდა, 2 გრამიც არ არის. მერე მე მომადგნენ და ეზოში რომ შემოვიდნენ, ამაზე გავმწარდი. არ მინდა მე "ნაციონალები" ჩემს ეზოში. როგორ გაბედეს "ნაციონალებმა" აფრასიძეების ოჯახის ეზოში შემოსვლა?! ამან გამაცოფა, ჩავედი და მივუთითე, იქედან წასულიყვნენ. ჟურნალისტმა კი პირზე მომაბჯინა მიკროფონი, გამგეობის სახლი ესააო? იმ ნინომ მოიყვანა ისინი.

სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ძველი გამგეობის შენობაა, ნასახლარი იყო. როცა უსახლკაროდ დავრჩით, მაგ შენობაში შევედით, გავაკეთეთ, სიბინძურე იყო, შევარემონმტეთ და შევსახლდით, რადგან ქუჩაში ვიყავით დარჩენილები. შენობას სახურავიც არ ჰქონდა, სინკარების მეტი არაფერი იყო, ვაივაგლახით გავაკეთეთ. რას გვედავებიან? გიორგი დღედაღამ მუშაობს და ყველას ხელს უმართავს. რომელ მიწებზეა ლაპარაკი, რას გვაბრალებენ, რა აქვს მისაკუთრებული? ბანკიდან სამჯერ გამოვიტანეთ სესხი, მთაში მიწა რომ დაგვეხნა. იქ არის14 ჰექტარი, იმის მერე კი 300 ჰექტარი და დახნან, რატომ არ ხნავენ?

იმ საშინელების შემდეგ ძლივს წყნარად ვცხოვრობდით, არ ვიცი, ახლა რა იქნება... გოჩას ციხეში გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მკვლელმა "ნაციონალებმა" ოჯახი გამინადგურეს. ღმერთმა ყველას აშოროს და, აბა, ეზოში ვინმეს შვილის და მეუღლის მკვლელი შეუვიდეს, ნეტა რას იზამს, იმას თავს დაუხრის ვინმე? გოჩას არ ვამართლებ, მაგრამ იმდენი გამოიარა, არა არის სრულ ჭკუაზე, მის თვალწინ დახვრიტეს მისი ძმა. სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელი გოჩას თმაში სწვდა, თავი ააწევინა და ისე დახვრიტა ომეხი. გოჩაც მკვდარი ეგონათ, ზეწარი ჰქონდა გადაფარებული. მერე ერთი ექიმი გამოჩნდა და იმან თქვა, - ცოცხალიაო და ქუთაისში გადააფრინეს. კიდევ კარგადაა. არ ვიცი ახლა რა იქნება...“