საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგინდა, რომ დანაშაული ბოლნისში მოხდა" - გამოვლენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები მდინარეში ჩაყარეს
"დადგინდა, რომ დანაშაული ბოლნისში მოხდა" - გამოვლენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები მდინარეში ჩაყარეს

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ად­გი­ნა იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რომ­ლებ­მაც დიდი ოდე­ნო­ბით პლას­ტი­კის ბოთ­ლე­ბი მდი­ნა­რე­ში ჩა­ყა­რეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო 30 ივ­ნისს გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ პლას­ტი­კით სავ­სე ქარ­თულ­ნომ­რე­ბი­ა­ნი სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­დან ერთი პირი ბოთ­ლებს მდი­ნა­რე­ში ყრის, კიდე ერთი პირი კი ამას ვი­დე­ო­კა­მე­რით იღებს. ამ ეტაპ­ზე უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა მოხ­და ქვე­მო ქარ­თლში, კერ­ძოდ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

"დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოხ­და. ასე­ვე დად­გე­ნი­ლია სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის ვი­ნა­ო­ბა. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საქ­მის წარ­მო­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 58 მუხ­ლით, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის 31-ე და მე-40 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე. დე­პარ­ტა­მენ­ტის ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მომ­ხდარ­ზე, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებს გა­ა­ტა­რებს", - ნათ­ქვა­მია გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 58-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, წყლის ობი­ექ­ტე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა, და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა, წყლის ობი­ექ­ტებ­ში ნარ­ჩე­ნე­ბი­სა და სხვაგ­ვა­რი ნა­ყა­რის ჩაყ­რა ით­ვა­ლის­წი­ნებს და­ჯა­რი­მე­ბას 200-დან 300 ლა­რამ­დე; ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის 31-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, დიდი მო­ცუ­ლო­ბის ნარ­ჩე­ნით (მათ შო­რის, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის, ელექტრო- ან ელექტრო­ტექ­ნი­კუ­რი და­ნად­გა­რის, სამ­შე­ნებ­ლო და­ნად­გა­რის ან სხვა მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბის ნარ­ჩე­ნით) გა­რე­მოს და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში კი ჯა­რი­მა 6 000 ლა­რია; ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სის მე-40 მუხ­ლის თა­ნახ­მად, ნარ­ჩე­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ან/და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე, ით­ვა­ლის­წი­ნებს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
2

ესეთების გამო მოხდა ვერეა ხეობაში რაც მოხდა... ესსთების გამო ხდება უამრავი კატასტროფები 

123 321
0

კაპიკები კიარა ერთი მაგ მანქანის ფასი უნდა იყოს ჯარიმა. თან და იმბეცილი უნდა იყო ჯერ ასე მოიქცე და მერე ეს ყველაფერი ვიდოეზე გადაიღო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დადგინდა, რომ დანაშაული ბოლნისში მოხდა" - გამოვლენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები მდინარეში ჩაყარეს

"დადგინდა, რომ დანაშაული ბოლნისში მოხდა" - გამოვლენილია იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დიდი ოდენობით პლასტმასის ბოთლები მდინარეში ჩაყარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლები მდინარეში ჩაყარეს. სოციალურ ქსელში ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო 30 ივნისს გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ პლასტიკით სავსე ქართულნომრებიანი სამარშუტო ტაქსიდან ერთი პირი ბოთლებს მდინარეში ყრის, კიდე ერთი პირი კი ამას ვიდეოკამერით იღებს. ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

"დადგინდა, რომ დანაშაული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდა. ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მუხლით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე და მე-40 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტზე. დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, მომხდარზე, კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა ითვალისწინებს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე; ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია; ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, ითვალისწინებს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე თანამდებობიდან გადადგა