საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"
მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ტასო ლო­სა­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ ძაღ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას აზი­ა­რებს. გო­გო­ნას პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ ძაღ­ლი მან 1 წლის წინ გლ­დან­ში იპო­ვა და შე­ი­ფა­რა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ცუ­გას მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს. ის ავ­ტო­ბუს­ში ადის და მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით და­სე­ირ­ნობს, რის შე­დე­გა­დაც მას ხან ერთ უბან­ში აფიქ­სი­რე­ბენ და ხან მე­ო­რე­ში.

"მოკ­ლედ ახლა რა ხდე­ბა - ეს არის ჩემი ნა­გავ­ზე ნა­გა­ვი მი­კედ­ლე­ბუ­ლი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც 1 წლის წინ მი­ვი­კედ­ლე გლ­დან­ში, გლ­დან­ში (!!). 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ხლი გა­მიშ­რო! მირ­ჩევ­ნია მყავ­დეს კბე­ნია, აგ­რე­სი­უ­ლი ძაღ­ლი ვიდ­რე ეს! რას აკე­თებს იცით? ავ­ტო­ბუს­ში ადის და მიყ­ვე­ბა. ხან სა­ი­დან მო­ვათ­რევ, ხან სა­ი­დან. დღეს მო­ნი­ტო­რინ­გის ეკი­პაჟ­მა და­მი­რე­კა, აე­რო­პორ­ტშია შე­სუ­ლი და გა­მოგ­ვი­ძა­ხე­სო აე­რო­პორ­ტში ხალ­ხო! გლ­და­ნი­დან! ამის წინ, ლი­ლო­დან მო­ვათ­რიე ისევ გლ­დან­ში, დიღ­მი­დან, ვა­კი­დან, სა­ბურ­თა­ლო­დან. ხან სად მი­ეთ­რე­ვა ხან სად! თან სა­დაც მი­დის, ან მა­ღა­ზი­ა­ში წვე­ბა, ან კა­ფე­ში, ან რეს­ტო­რან­ში და თა­თებ­ზე კი­დია ყვე­ლა­ფე­რი. მსგავ­სი დე­გე­ნე­რა­ტი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს მე!აე­რო­პორ­ტი­დან რო არ მოგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა, ალ­ბათ თვითმფრი­ნავს გაყ­ვე­ბო­და, მო­ვაყ­ვა­ნი­ნე ისევ გლ­დან­ში, მაგ­რამ ხვალ თუ ქო­ბუ­ლეთ­ში ან ბა­თუმ­ში ვნა­ხავ, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, და­სას­ვე­ნებ­ლად მო­უნ­დე­ბა წას­ვლა ამ უთავ­მოყ­ვა­რეო ძაღლს!" - წერს ტასო ლო­სა­ბე­რი­ძე.

რო­გორც პოს­ტის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­ირ­კვა, ძაღლს თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ და სხვადსხვა უბან­ში მის­თვის არა­ერ­თი ფოტო თუ ვი­დე­ოც აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი:

"აუ, ეს ძაღ­ლი მყავს ნა­ნა­ხი "ახ­მე­ტელ­ზე" ძაღ­ლებს ეთა­მა­შე­ბი­და და ხე­ლებ­ზე მა­ჩერ­დე­ბო­და მერე ლო­ბი­ა­ნი ვი­ყი­დე და გა­ვუ­ყა­ვი და აღარ მშორ­დე­ბო­და"

"ერთი, თუ ორი კვი­რის წინ პე­კინ­ზე, "ნი­კო­რა­დან" ძლივს გა­მო­ვი­ტა­ნე... იდო იქ და ხვრი­ნავ­და. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მო­ძა­ხე­ბა და­ა­პი­რეს და ძლივს-ძლი­ვო­ბით, ძეხ­ვით და წყა­ლით, მუ­და­რით გა­მო­ვი­ტყუე მა­ღა­ზი­ი­დან"

"სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ა­შიც შე­მო­იჭ­რა"

"გლ­დან­ში 1-ელ მიკ­რო­რა­ი­ონ­ში გუ­ლა­ობს, რომ ვა­ტყობ, გე­მოვ­ნე­ბა აქვს, სო­სი­სი და სიგ­რი­ლე... გა­რეთ არ უნდა, სი­ცხე­ში"

"ესე იგი შენ არ იცი, თო­რემ ისან­შიც ეგდო ამ პა­რას­კევს. ისე არ­ხე­ი­ნად იწვა, ფოტო გა­და­ვუ­ღე"

"300 არაგ­ვე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო, ოფიშ­ში წა­მოგ­ვიწ­ვა 5 დღის წინ. ისე­თი თვა­ლე­ბი აქვს ნამ­დვი­ლად არ შე­მეშ­ლე­ბა"

"გლადნ­ში, ჩემს კორ­პუს­თან ახ­ლოს, სუ­პერ­მარ­კეტ­ში ვნა­ხე ეს ძაღ­ლი, ადრე ერთი ქალი ეფე­რე­ბო­და, ეს აქ ხში­რი სტუ­მა­რი­აო"

"25-ში, დი­ლის 6 სა­ათ­ზე, ლეხ კა­ჩინ­სკის ქუჩა (ისა­ნი)"

""ჩემი სახ­ლის წინ იყო, ჩავ­ჯუ­ჯღ­ნე ერთი კარ­გად (დიღ­მის მა­სი­ვი)"

"ვახ, ამას­წინ იყო ჩემ­თან. ჩემს დას გა­მოყ­ვა მა­ღა­ზი­ი­დან და მთე­ლი ღამე ეზო­ში ეძი­ნა. დი­ლით ადგა და ბე­ბი­ა­ჩემს გაყ­ვა ავ­ტო­ბუ­სით"

"ეგ ძაღ­ლი სე­ირ­ნო­ბი­სას გა­მომ­ყვა, "პა­დი­ეზდ­ში" შე­მო­ვი­და, ლიფ­ტით ამომ­ყვა კა­რე­ბამ­დე და კა­რებ­თან დაწ­ვა, ვე­რაფ­რით გა­ვიყ­ვა­ნე სა­დარ­ბა­ზო­დან"

"მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­ვე­დი და ვინ დამ­ხვდა შიგ­ნით?! ჩემი შო­კო­ლა­დის ბიჭი, მოგ­ზა­უ­რი, სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცის დამ­ყპ­რო­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე გლ­და­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში ვიწ­ვე­ბი და მერე წა­ვალ ისევ სად­მეო"

"კი­დევ კარ­გი, კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი არ გვაქვს ახ­ლო­მახ­ლო, რაღა და­აბ­რუ­ნებს მა­გას"

"აუუუ კა­მე­რა და­უ­მაგ­რე სა­ყე­ლო­ზე, ძა­ა­ან მა­გა­რი ვი­დე­ო­ე­ბი გა­მო­ვა. მე რა მი­ხა­რია, შენ კი გახ­დე­ბი იუ­თუ­ბე­რი ან ტი­კტო­კე­რი"

"ეს ისე და­ბო­დი­ა­ლობს მთელ თბი­ლის­ში, მე­რო­ბას აპი­რებს უეჭ­ვე­ლი"

"და რა­ტომ აი­ძუ­ლებ გლ­დან­ში ცხოვ­რე­ბას?! ხო ხე­დავ, რომ არ უნდა. აღარ იცის რა ქნას, სად გა­იქ­ცეს და თავს არ ანე­ბე­ბენ"

"ყვე­ლა­ზე ღა­და­ო­ბა ისა­აა, რომ თავს არ იკარ­გავს, მში­ე­რი არ რჩე­ბა"

"ტა­სუ­ნა, სპორტზ­მე­ნებს, მორ­ბე­ნა­ლებს, რომ უკე­თი­ათ ზურ­გზე ნო­მე­რი, ამა­საც გა­უ­კე­თე და და­ა­წე­რე მისი სა­ხე­ლი, გვა­რი, მი­სა­მარ­თი"

"ამ გო­გო­ნას ჰგო­ნია ძაღ­ლი გაგ­ვაც­ნო, ამა­სო­ბა­ში მთე­ლი თბი­ლი­სი იც­ნობს და ფო­ტო­ე­ბიც კი ჰქო­ნი­ათ", - წე­რენ თბი­ლი­სე­ლე­ბი.

ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე "წინა ცხოვ­რე­ბის" შე­სა­ხე­ბაც წერს სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტარს:

"ეტყო­ბა, ან ტუ­რის­ტი იყო წინა ცხოვ­რე­ბა­ში, ან გიდი"

"რა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, ეტყო­ბა, წინა ცხოვ­რე­ბა­ში მოგ­ზა­უ­რი იყო"

"რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის ვი­საც არ გჯე­რათ, ეს ძაღ­ლია ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი. სა­ერ­თოდ არ ჭირ­დე­ბა არა­ვის უკან მიბ­რუ­ნე­ბა, ზუს­ტად მა­გი­ტო და­სე­ირ­ნობს, რაც უნდა, იმას ეძებს... ბევრ არა­რე­ინ­კარ­ნა­ცი­უ­ლი სუ­ლის ადა­მი­ან­ზე ჭკვი­ა­ნია უბ­რა­ლოდ ვერ იძა­ხის, რა უნდა"

ტასო ლო­სა­ბე­რი­ძის პოსტს ასე­უ­ლო­ბით სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტა­რი აქვს, თუმ­ცა ზოგი მო­ქა­ლა­ქე წერს, რომ შე­საძ­ლოა ძაღ­ლი წინა პატ­რონს ეძებს.

"ხალ­ხო, რა­ტომ არ გჯე­რათ, ის პატ­რონს ეძე­ბეს, თა­ვის ნამ­დვილ პატ­რონს. სა­ნამ არ იპო­ვის, არ გა­ჩერ­დე­ბა, ცო­დოა, იქ­ნებ პატ­რო­ნი მო­უ­ნა­ხოთ, სა­ნამ ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა, არ შე­წყვეტს ძებ­ნას"

"აი, ხმა­მაღ­ლა ვი­ცი­ნე, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ვიგ­რუ­ზე, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, თა­ვის პატ­რონს ხო არ ეძებს"

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკა-კა
33

ეს ძაღლი არის უპატრონო. ტერმინი მიკედლებული ეს იგივე უპატრონოა!. შენი ძაღლი(არა აქვს მნიშვნელობა ჯიშიანია თუ მეტისი) უნდა ცხოვრობდეს შენთან ბინაში ან კერძო სახლის ეზოში. კარგი კვების გარდა მას სჭირდება სერიოზული მოვლა: აცრები და ვეტერინარის ზედამხედველობა, პარაზიტების( როგორც შინაგანი ასევე გარე) საწინააღმდეგო დამუშავება, ბეწვის გაწმენდა-დავარცხნა და ა,შ.. ასე რომ ეს უპატრონო ძაღლი სად წავა-წამოვა მისი გადასაწყვეტია! 

kaxa
5

გლიჯავს, კაი ტიპია

ავტორი:

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

თბილისის მაცხოვრებელი, ტასო ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში საკუთარ ძაღლთან დაკავშირებით საინტერესო ისტორიას აზიარებს. გოგონას პოსტიდან ირკვევა, რომ ძაღლი მან 1 წლის წინ გლდანში იპოვა და შეიფარა, თუმცა, როგორც ჩანს, ცუგას მოგზაურობა უყვარს. ის ავტობუსში ადის და მთელი თბილისის მასშტაბით დასეირნობს, რის შედეგადაც მას ხან ერთ უბანში აფიქსირებენ და ხან მეორეში.

"მოკლედ ახლა რა ხდება - ეს არის ჩემი ნაგავზე ნაგავი მიკედლებული ძაღლი, რომელიც 1 წლის წინ მივიკედლე გლდანში, გლდანში (!!). 1 წლის განმავლობაში სისხლი გამიშრო! მირჩევნია მყავდეს კბენია, აგრესიული ძაღლი ვიდრე ეს! რას აკეთებს იცით? ავტობუსში ადის და მიყვება. ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან. დღეს მონიტორინგის ეკიპაჟმა დამირეკა, აეროპორტშია შესული და გამოგვიძახესო აეროპორტში ხალხო! გლდანიდან! ამის წინ, ლილოდან მოვათრიე ისევ გლდანში, დიღმიდან, ვაკიდან, საბურთალოდან. ხან სად მიეთრევა ხან სად! თან სადაც მიდის, ან მაღაზიაში წვება, ან კაფეში, ან რესტორანში და თათებზე კიდია ყველაფერი. მსგავსი დეგენერატი არაფერი მინახავს მე!აეროპორტიდან რო არ მოგვებრუნებინა, ალბათ თვითმფრინავს გაყვებოდა, მოვაყვანინე ისევ გლდანში, მაგრამ ხვალ თუ ქობულეთში ან ბათუმში ვნახავ, არ გამიკვირდება, დასასვენებლად მოუნდება წასვლა ამ უთავმოყვარეო ძაღლს!" - წერს ტასო ლოსაბერიძე.

როგორც პოსტის კომენტარებიდან გაირკვა, ძაღლს თბილისის მაცხოვრებლები კარგად იცნობენ და სხვადსხვა უბანში მისთვის არაერთი ფოტო თუ ვიდეოც აქვთ გადაღებული:

"აუ, ეს ძაღლი მყავს ნანახი "ახმეტელზე" ძაღლებს ეთამაშებიდა და ხელებზე მაჩერდებოდა მერე ლობიანი ვიყიდე და გავუყავი და აღარ მშორდებოდა"

"ერთი, თუ ორი კვირის წინ პეკინზე, "ნიკორადან" ძლივს გამოვიტანე... იდო იქ და ხვრინავდა. თანამშრომლებმა მონიტორინგის გამოძახება დააპირეს და ძლივს-ძლივობით, ძეხვით და წყალით, მუდარით გამოვიტყუე მაღაზიიდან"

"სამედიცინო აკადემიაშიც შემოიჭრა"

"გლდანში 1-ელ მიკრორაიონში გულაობს, რომ ვატყობ, გემოვნება აქვს, სოსისი და სიგრილე... გარეთ არ უნდა, სიცხეში"

"ესე იგი შენ არ იცი, თორემ ისანშიც ეგდო ამ პარასკევს. ისე არხეინად იწვა, ფოტო გადავუღე"

"300 არაგველის ტერიტორიაზე იყო, ოფიშში წამოგვიწვა 5 დღის წინ. ისეთი თვალები აქვს ნამდვილად არ შემეშლება"

"გლადნში, ჩემს კორპუსთან ახლოს, სუპერმარკეტში ვნახე ეს ძაღლი, ადრე ერთი ქალი ეფერებოდა, ეს აქ ხშირი სტუმარიაო"

"25-ში, დილის 6 საათზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩა (ისანი)"

""ჩემი სახლის წინ იყო, ჩავჯუჯღნე ერთი კარგად (დიღმის მასივი)"

"ვახ, ამასწინ იყო ჩემთან. ჩემს დას გამოყვა მაღაზიიდან და მთელი ღამე ეზოში ეძინა. დილით ადგა და ბებიაჩემს გაყვა ავტობუსით"

"ეგ ძაღლი სეირნობისას გამომყვა, "პადიეზდში" შემოვიდა, ლიფტით ამომყვა კარებამდე და კარებთან დაწვა, ვერაფრით გავიყვანე სადარბაზოდან"

"მაღაზიაში ჩავედი და ვინ დამხვდა შიგნით?! ჩემი შოკოლადის ბიჭი, მოგზაური, სრულიად ინტერნეტ-სივრცის დამყპრობელი რამდენიმე დღე გლდანის მაღაზიებში ვიწვები და მერე წავალ ისევ სადმეო"

"კიდევ კარგი, კოსმოსური სადგური არ გვაქვს ახლომახლო, რაღა დააბრუნებს მაგას"

"აუუუ კამერა დაუმაგრე საყელოზე, ძააან მაგარი ვიდეოები გამოვა. მე რა მიხარია, შენ კი გახდები იუთუბერი ან ტიკტოკერი"

"ეს ისე დაბოდიალობს მთელ თბილისში, მერობას აპირებს უეჭველი"

"და რატომ აიძულებ გლდანში ცხოვრებას?! ხო ხედავ, რომ არ უნდა. აღარ იცის რა ქნას, სად გაიქცეს და თავს არ ანებებენ"

"ყველაზე ღადაობა ისააა, რომ თავს არ იკარგავს, მშიერი არ რჩება"

"ტასუნა, სპორტზმენებს, მორბენალებს, რომ უკეთიათ ზურგზე ნომერი, ამასაც გაუკეთე და დააწერე მისი სახელი, გვარი, მისამართი"

"ამ გოგონას ჰგონია ძაღლი გაგვაცნო, ამასობაში მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებიც კი ჰქონიათ", - წერენ თბილისელები.

ზოგიერთი მოქალაქე "წინა ცხოვრების" შესახებაც წერს სახალისო კომენტარს:

"ეტყობა, ან ტურისტი იყო წინა ცხოვრებაში, ან გიდი"

"რა ძალიან საყვარელია, ეტყობა, წინა ცხოვრებაში მოგზაური იყო"

"რეინკარნაციის ვისაც არ გჯერათ, ეს ძაღლია ცოცხალი მაგალითი. საერთოდ არ ჭირდება არავის უკან მიბრუნება, ზუსტად მაგიტო დასეირნობს, რაც უნდა, იმას ეძებს... ბევრ არარეინკარნაციული სულის ადამიანზე ჭკვიანია უბრალოდ ვერ იძახის, რა უნდა"

ტასო ლოსაბერიძის პოსტს ასეულობით სახალისო კომენტარი აქვს, თუმცა ზოგი მოქალაქე წერს, რომ შესაძლოა ძაღლი წინა პატრონს ეძებს.

"ხალხო, რატომ არ გჯერათ, ის პატრონს ეძებეს, თავის ნამდვილ პატრონს. სანამ არ იპოვის, არ გაჩერდება, ცოდოა, იქნებ პატრონი მოუნახოთ, სანამ ცოცხალი იქნება, არ შეწყვეტს ძებნას"

"აი, ხმამაღლა ვიცინე, მაგრამ ძალიან დავიგრუზე, რომ წარმოვიდგინე, თავის პატრონს ხო არ ეძებს"

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე

"ბევრს ყვარებიხარ, ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა..." - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მომღერალის, ზურა ბაკურაძის მეუღლე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"