"პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს არ და ვერ განიხილავს", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გახარია ჟურნალისტებთან აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური პოზიციაა.
"მინდა აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია "საქართველოსთვის" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს არ და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია", - აღნიშნავს გახარია.
ქოცებს და აწ გახარიასაც, მიშას პიჯაკები აცვიათ ! ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად კომკავშირია და სანამ არის, აქ არ იქნება არანაირი წინსვლა , არც უკუსვლის შეჩერება, ეს მერკანტილურ კასტად ჩამოყალიბებული კლანთა კომუნისტურ ბოლშვიკური ფესვებიდან წარმოშობილი კონგლომერატია, თანამედროვე მონოპოლისტ ოლიგარქთა, მაკონტროლებელ სამართალდამცავ აწ დინასტიურ ჯგუფებთან უკანონოდ დაქორწინებულ ორგანიზებულ და პარტოკრატ ფუნქციონერთა ნათესაურ სამეგობრო კლანთა უსახური ნაზავი ! ჩვენი მთავარი პოლიტიკა ამათი პოლიტიკური ველიდან გაყვანაა და თუ საჭირო გახდა , მათი ცეხეში შეყვანა , მაშინვე, როგორც კი შეეცდებიან სამოქალაქო დაპირისპირების და რევოლუციის გაფიქრებასაც კი , ან კიდევ უკეთესი, როგორც კი დაესიზმრებათ აქ სისხლი და ცეცხლი , ან ამაზე ოცნებაც კი მათი ხანგძლივად ციხეში გაშვების საფუძველი უნდა გახდეს !
დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი ბატონი გახარიას მიმართ - ისევე, როგორც ბევრი ალბათ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მივხვდი, რომ ამ პოლიტიკოსის იმედი არაფრით შეიძლება მქონდეს.
როდესაც ხარ პირველი პირი ქვეყანაში და ყველაფერს შენ წარმართავ, თუ არის ხელის შემშლელი ფაქტორები პარტიიდან ან არაფორმალური მართვა და მიუღებელია შენთვის, უნდა წახვიდე. ეხლა იმაზე ლაპარაკი, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი იყო, ქართულმა ოცნებამ არჩევნების შედეგები ვერ დაიცვა - უბრალოდ უხერხულია, რადგან ეს ყველაფერი უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. ქვეყნისთვის და მმართველი ძალისთვის მძიმე პერიოდში ასეთი მოულოდნელი და გაუგებარი წასვლა არ მიმაჩნია სწორად. თუ მაინც მიდიდხარ, არ უნდა დაიწყო იმ პარტიის ლანძღვა და დაპირისპირება, სადაც რვა წლის განმავლობაში უმაღლესი კარიერული წინსვლა გქონდა.
ერთადერთი მარგველაშვილმა იკადრა მისი დამხმარე პოლიტიკურ ძალასთან დაპირისპირება და კრიტიკა, არც ღარიბაშვილს, არც კვირიკაშვილს და არც ბახტაძეს ეს არ გაუკეთებია. საერთოდ, ახლანდელი პრემიერ მინისტრი მგონი ღირსეული პერსონაა - პოლიტიკურად დაღვინებული და უკვე დიდი გამოცდილების მქონეც. თუ ძველი შეცდომები არ გაიმეორა ნათესავებთან დაკავშირებით, აქვს უნარი სათანადოდ გაუძღვეს ქვეყანას.