თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, კოვიდისგან დატოვებულ მძიმე გართულებებს გერმანიაში მკურნალობს. ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს! კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად, ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად.
მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზაა... ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც მწერთ, მეხმიანებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს".