ავტორი:

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?

"ბარსელონის ცენტრალურ სასამართლოში სპეციალური განყოფილებაა ქართველებისთვის" - რას ყვება ესპანეთში მცხოვრები ქართველი ადვოკატი?

ესპანეთში ძალიან პატარა ასაკში ჩამოვიდა, 5 წლის იყო მაშინ. მიუხედავად ამისა, საუბრობს ქართულად და საქართველოსა და ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს. ქალბატონი ნათია ქარდავა ბარსელონის პროვინციაში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატია და მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყოველთვის ცდილობს თანამემამულეების უანგარო დახმარებას. როგორც თავად ამბობს, უდიდეს სიამოვნებას იღებს იმით, რომ თანამემამულეებს უცხო მიწაზე დახმარების ხელს უწვდის. გული სტკივა, როდესაც ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ იგებს.

- რატომ წამოხვედით ემიგრაციაში?

- 1998 წელს პირველი ემიგრანტი ჩვენი ოჯახიდან მამა გახდა და შემდეგ, როდესაც ფეხი მოიკიდა, ჩვენც წამოგვიყვანა. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს... ყველაზე რთული ადვოკატობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები იყო. საერთოდ, დამწყების ნაბიჯები რთულია, უნივერსიტეტში არ გასწავლიან რეალურ საქმიანობას, ყველაფერი გამოცდილებაა. რთულია, როდესაც დამწყებს გეუბნებიან, რომ გამოცდილება გაკლია და ისიც არ იცი, რა როგორ გააკეთო, მაგრამ ახალბედას თუ მხარს არ დაუჭერ და განვითარების შანსს არ მისცემ, როგორ უნდა გაიზარდოს?.. როგორც იტყვიან, ვან გოგი ფუნჯით არ დაბადებულა.

- რაც ყველაზე მეტად გხიბლავთ ესპანეთში, რა არის?

- ქალის თავისუფლება, განათლება და ჩემი ბარსელონა.

- რთული პროფესია გაქვთ, იმავდროულად, ხართ დედა; როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს?

- ვცდილობ, კარგი დედა ვიყო, თუმცა ბევრი რამ ჯერჯერობით არ გამომიცდია, თანდათან ვსწავლობ. როდესაც შვილი პირველად დავინახე, ბევრი ვიტირე, საოცარი შეგრძნება იყო. მკაცრი არა ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით, როდესაც წამოიზრდება, მკაცრი გავხდები. ჯერჯერობით კი "ჟირაფი ჟოზეს", "მაშა და დათვის" ფანი, "გზაზე მირბის კურდღლის" ქორეოგრაფი და "ბარსას" დიდი ფანი ვარ. ასეთია ადვოკატი ნათია ქარდავა დედის ამპლუაში (იცინის).

- ესპანეთში ერთ-ერთი წარმატებული ადვოკატი ხართ...

- ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ბევრი არასასიამოვნო მომენტი მქონია, ბევრჯერ საქმე არ გამომსვლია, მაგრამ უარი არასდროს მითქვამს ჩემს პროფესიაზე. სხვას ვერაფერს გავაკეთებდი.

- ხშირია კრიმინალური შემთხვევა, რომელიც ქართველებს უკავშირდება. საინტერესოა, თავად პოლიციას როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველების მიმართ?

- ძალიან ცუდი, სამწუხაროდ... პირადად მე, ბევრჯერ მქონია შეხება პოლიციასთან, "აიუნტამიენტოებთან" და ზოგადად ქართველებზე არა აქვთ კარგი წარმოდგენა. ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო, მაგრამ ესპანელებს ეს ცოტა უჭირთ... გააგრძელეთ კითხვა

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვლავ კვერცხებსა და ბოთლებს ისვრიან