მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი დაავადებისა გულზე, იძულებული ვარ გადავფრინდე მოსკოვში" - ლევან ვასაძე
"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი დაავადებისა გულზე, იძულებული ვარ გადავფრინდე მოსკოვში" - ლევან ვასაძე

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ერის" ლი­დე­რის ლე­ვან ვა­სა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის „პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლის“ გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას ვერ შეძ­ლებს.

მან მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და ლგბტ თე­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს მო­უ­წო­და, არ და­უშ­ვან მათი მსვლე­ლო­ბა.

"დამ­თავ­რდა თურ­ქეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, და­ის­ვა სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზი საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი და რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა გულ­ზე და თუ ეს ასეა, ეს სა­ჭი­რო­ებს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მკურ­ნა­ლო­ბას და შე­საძ­ლოა, სა­ო­პე­რა­ციო ჩა­რე­ვა­საც, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ სტამ­ბო­ლი­დან გა­დავფრინ­დე მოს­კოვ­ში, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ნიშ­ნავს, რომ მე ე.წ. პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლის დროს თბი­ლის­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვიქ­ნე­ბი, რა­საც ძა­ლი­ან ვნა­ნობ და ძა­ლი­ან მწყინს. ჩემ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოთ და არ იდარ­დოთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უფ­ლის შე­წევ­ნით, ლოც­ვი­თა და ამ­დე­ნი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნის თა­ნად­გო­მით ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვე­რე­ვით,“- გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით ის, რაც „პრა­ი­დის“ სა­ხით სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და არე­უ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა.

მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­უ­წო­და, არ და­იც­ვან ლგბტ თემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა ბრძა­ნე­ბაც არ უნდა მი­ი­ღონ. ამას­თა­ნა­ვე, ვა­სა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, ელ­ჩებ­საც, მი­მარ­თა და მო­უ­წო­და არ ჩა­ე­რივ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა სა­კი­თხებ­ში და „თა­ვი­სი ად­გი­ლი იცოდ­ნენ“.

"ჩვენ ვხე­დავთ გა­ვე­შე­ბულ მცდე­ლო­ბას ქვეყ­ნის აფეთ­ქე­ბი­სა ე.წ პრა­ი­დის მეშ­ვე­ო­ბით. ეს არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და არე­ვის მცდე­ლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი­სა და მათი უცხო­ე­ლი დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბის მიერ. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მთავ­რო­ბას, არ აჰ­ყვეს ამ პრო­ვო­კა­ცი­ას და საჩ­ქა­როდ გა­ა­უქ­მოს ე.წ. პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლი და ყვე­ლა მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. ჩემს ძმებ­სა და დებს, რომ­ლე­ბიც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვი­დე­ქით ამ ბრძო­ლა­ში, ყვე­ლას, ვინც ჩვენ­თან ერ­თად მდგა­რა და ჯერ ვინც არ დამ­დგა­რა ჩვენ­თან, მად­ლო­ბას ვუხ­დი ამ სა­ო­ცა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­სა და მზად­ყოფ­ნის­თვის და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, გა­მო­ვიდ­ნენ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უშ­ვან სა­ქარ­თვე­ლოს შე­მარ­ცხვე­ნე­ლი და და­მან­გრე­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­არ­ცხვენს ქვე­ყა­ნას მთელს კავ­კა­სი­ა­ში, სრუ­ლი­ად და­ახ­შობს რა­ი­მე რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებ­თან და და­ა­სუს­ტებს ქვე­ყა­ნას გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ერთი მუჭა ჭინ­კე­ბი­სა და მათი დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბის გლო­ბა­ლის­ტუ­რი გეგ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ არა­ვი­თა­რი მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ ჩა­ტარ­დეს, მოვ­კი­დოთ ამ ხალ­ხს ხელი და გა­ვიყ­ვა­ნოთ იქი­დან.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს, მო­ვუ­წო­დებ მათ ასე­თი ბრძა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნუ იძა­ლა­დე­ბენ თა­ვი­ანთ ხალ­ხზე, ნუ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ქარ­თველ ერს, კარ­გად და­ფიქ­რდნენ, რა ხელ­ფა­სი, რა სამ­სა­ხუ­რი უღირთ მა­მათ­მავ­ლო­ბის, გარ­ყვნი­ლე­ბი­სა და უკი­დუ­რე­სი უზ­ნე­ო­ბის და­სა­ცა­ვად, რო­მე­ლიც თუ ნორ­მა გახ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი თქვენ­გა­ნის ოჯახ­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, თუ თქვენ მას იცავთ. მო­ვუ­წო­დებ ძა­ლო­ვა­ნებს, გა­ი­წი­ონ და არ გა­და­ე­ფა­რონ, რა ბრძა­ნე­ბაც არ უნდა მი­ი­ღონ, იმი­ტომ, რომ ეს არ არის ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი. ელ­ჩებს მო­ვუ­წო­დებ, არ ჩა­ე­რი­ონ სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში და იცოდ­ნენ თა­ვი­ან­თი ად­გი­ლი და სცენ პა­ტი­ვი ჩვენს ტრა­დი­ცი­ებს!“- გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
68

ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ ბატონო ლევან! ყველაფერი კარგად იქნება!

ქართველი
74
სრულიად ვეთანხმები. ნუ დავკარგავთ ქართველობას და ჩვენს სახეს ხალხნო
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი დაავადებისა გულზე, იძულებული ვარ გადავფრინდე მოსკოვში" - ლევან ვასაძე

"დაისვა სავარაუდო დიაგნოზი, საკმაოდ იშვიათი დაავადებისა გულზე, იძულებული ვარ გადავფრინდე მოსკოვში" - ლევან ვასაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის „პრაიდის კვირეულის“ განმავლობაში საქართველოში ყოფნას ვერ შეძლებს.

მან მხარდამჭერებსა და ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი მსვლელობა.

"დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც, ამიტომ იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მე ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს თბილისში, სამწუხაროდ, ვერ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ, დარწმუნებული ვარ, რომ უფლის შეწევნით, ლოცვითა და ამდენი კეთილი ადამიანის თანადგომით ჩვენ ამას აუცილებლად მოვერევით,“- განაცხადა ვასაძემ.

მისი შეფასებით ის, რაც „პრაიდის“ სახით საქართველოში ხდება, არის დესტაბილიზაციისა და არეულობის შემოტანის მცდელობა.

მან სამართალდამცველებს მოუწოდა, არ დაიცვან ლგბტ თემი წარმომადგენლები, რა ბრძანებაც არ უნდა მიიღონ. ამასთანავე, ვასაძემ საქართველოში უცხო ქვეყნის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, ელჩებსაც, მიმართა და მოუწოდა არ ჩაერივნენ საქართველოს შიდა საკითხებში და „თავისი ადგილი იცოდნენ“.

"ჩვენ ვხედავთ გავეშებულ მცდელობას ქვეყნის აფეთქებისა ე.წ პრაიდის მეშვეობით. ეს არის დესტაბილიზაციისა და არევის მცდელობა რადიკალური სექსუალური ჯგუფებისა და მათი უცხოელი დამფინანსებლების მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, არ აჰყვეს ამ პროვოკაციას და საჩქაროდ გააუქმოს ე.წ. პრაიდის კვირეული და ყველა მასთან დაკავშირებული ღონისძიება. ჩემს ძმებსა და დებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ერთად ვიდექით ამ ბრძოლაში, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მდგარა და ჯერ ვინც არ დამდგარა ჩვენთან, მადლობას ვუხდი ამ საოცარი გამოხმაურებისა და მზადყოფნისთვის და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან საქართველოს შემარცხვენელი და დამანგრეველი ღონისძიების ჩატარება, რომელიც შეარცხვენს ქვეყანას მთელს კავკასიაში, სრულიად დაახშობს რაიმე რეინტეგრაციის პერსპექტივებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დაასუსტებს ქვეყანას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ყველანაირად ერთი მუჭა ჭინკებისა და მათი დამფინანსებლების გლობალისტური გეგმების შესაბამისად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არავითარი მსგავსი ღონისძიებები არ ჩატარდეს, მოვკიდოთ ამ ხალხს ხელი და გავიყვანოთ იქიდან.

რაც შეეხება პოლიციელებს, მოვუწოდებ მათ ასეთი ბრძანების შემთხვევაში, ნუ იძალადებენ თავიანთ ხალხზე, ნუ დაუპირისპირდებიან ქართველ ერს, კარგად დაფიქრდნენ, რა ხელფასი, რა სამსახური უღირთ მამათმავლობის, გარყვნილებისა და უკიდურესი უზნეობის დასაცავად, რომელიც თუ ნორმა გახდა ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი თქვენგანის ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს, თუ თქვენ მას იცავთ. მოვუწოდებ ძალოვანებს, გაიწიონ და არ გადაეფარონ, რა ბრძანებაც არ უნდა მიიღონ, იმიტომ, რომ ეს არ არის ტრადიციული საქციელი. ელჩებს მოვუწოდებ, არ ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში და იცოდნენ თავიანთი ადგილი და სცენ პატივი ჩვენს ტრადიციებს!“- განაცხადა ვასაძემ.

"ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი... ამერიკაში ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან" - რას ყვება სოფო ჭყონია საკუთარ ბავშვობასა და შვილებზე

"სერიოზულ ტალღაში შევდივართ... თუ ასე გაგრძელდა, საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევალთ" - ამირან გამყრელიძე

"ასარჩევად გექნებათ ბევრი ვაქცინა... ყველას გვეყოფა“ - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ფაიზერის" შემოტანის სავარაუდო თარიღზე