სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა - რა გახდა ამის მიზეზი, რას წერს ცესკო - ს ექსთავმჯდომარე სოციალურ ქსელში?
თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა - რა გახდა ამის მიზეზი, რას წერს ცესკო - ს ექსთავმჯდომარე სოციალურ ქსელში?

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ამის შე­სა­ხებ ჟვა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და გან­მარ­თავს, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას 1-ელი ივ­ლი­სი­დან აღარ გა­აგ­რძე­ლებს.

"მსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 2021 წლის 1 ივ­ლი­სი­დან აღარ გა­ვაგ­რძე­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რაც მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის სა­ფუძ­ველ­ზე აირ­ჩი­ონ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კი­დევ ორ წელ­ზე მეტი შე­მეძ­ლო გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მაჩ­ნია, რომ შარლ მი­შე­ლის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ­მა სა­არ­ჩევ­ნო რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა მო­ი­ტა­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ახა­ლი წე­სით არ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი, ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი თან­ხმო­ბის­თვის.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაზ­რდის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის, რაც თა­ვის მხრივ წა­ად­გე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მო­მა­ვალ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს და მთლი­ა­ნად ჩვენს ქვე­ყა­ნას.

თით­ქმის რვა წელი ვი­ყა­ვი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა, სირ­თუ­ლე, მაგ­რამ კი­დევ უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია 6 სა­ერ­თო და სხვა­დას­ხვა სა­ხის რამ­დე­ნი­მე შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებს. და­იმ­სა­ხუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა, გა­ნი­ცა­და პროგ­რე­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, ინ­კლუ­ზი­უ­რო­ბის, გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის კუ­თხით. და­ნერ­გა ინო­ვა­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. მი­ი­ღო 7 სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო.

ეს ყვე­ლა­ფე­რი თი­თო­ე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ცეს­კოს გუნდს, თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, სა­ოლ­ქო და სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის წევ­რებს, რო­მელ­თაც თავ­და­უ­ზო­გა­ვი და დიდი შრო­მა აქვთ გა­წე­უ­ლი.

მსურს, ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს და მე­დი­ას, რო­მელ­თაც უდი­დე­სი როლი გა­აჩ­ნი­ათ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში. მად­ლო­ბა ასე­ვე ყვე­ლა იმ უწყე­ბას, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან არ­ჩევ­ნე­ბის ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თაც უდი­დე­სი როლი და წვლი­ლი მი­უ­ძღვით, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დახ­მა­რე­ბის, ისე დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

და­სას­რულს, მინ­და უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. ყვე­ლას, ვინც მრა­ვა­ლი წე­ლია ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას და მა­თაც, ვინც მო­მა­ვალ­ში შე­უ­ერ­თდე­ბა ამ გუნდს.

წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვენს ხალ­ხს!

p.s. მე­დი­ის­თვის და­მა­ტე­ბით მსურს აღ­ვნიშ­ნო! ვთვლი, რომ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი და მეტ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და კო­მენ­ტა­რებს არ ვგეგ­მავ. ამას­თან, არ მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში და არც რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ვა­პი­რებ დავ­ბრუნ­დე სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ზი­ცი­ა­ზე და ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ისევ და მხო­ლოდ უკავ­შირ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბას”.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
46

იცის გოგონიმ რო დარჩენილიყო უეჭველი ციხეში ამოყოფდა თავს ხელისუფლება როცა შეიცვლებოდა მიიღო გარანტიები ეხლა თუ გადადგება არავინ დაიწერს და თავს უშველა 

დავი.
13

იგრძნო დამწვრის სუნი

ავტორი:

თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა - რა გახდა ამის მიზეზი, რას წერს ცესკო - ს ექსთავმჯდომარე სოციალურ ქსელში?

თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა - რა გახდა ამის მიზეზი, რას წერს ცესკო - ს ექსთავმჯდომარე სოციალურ ქსელში?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და განმართავს, რომ უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ივლისიდან აღარ გააგრძელებს.

"მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება.

ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო.

ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული.

მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით.

განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.

დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!

p.s. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას”.

დავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია დეპუტატის მდგომარეობა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"