მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სო­ფიო გორ­გო­ძე ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს აფრ­თხი­ლებს.

რო­გორც სო­ფიო გორ­გო­ძე აცხა­დებს, აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­მოც­და­ზე გას­ვლის წინ კარ­გად უნდა შე­ა­მოწ­მოს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მი­სა­მარ­თი და გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის დრო, ასე­ვე, სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ში არ უნდა შე­ი­ტა­ნოს აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის, ტე­ლე­ფო­ნი და ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რაც მისი გა­მოც­დი­დან მოხ­სნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

"აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კარ­გად უნდა და­აკ­ვირ­დნენ სა­გა­მოც­დო ბა­რათს, რომ ზუს­ტად ნა­ხონ მი­სა­მარ­თი და ცენ­ტრში გა­მო­ცხა­დე­ბის დრო. წელს გვაქვს ორი სე­სია შარ­შან­დლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ამი­ტომ, სხვა­დას­ხვა დრო არის რე­გის­ტრა­ცი­ის. დი­ლის 8:00 სა­ა­თი და შუ­ა­დღი­სას, 14:00 სა­ა­თი. მან უნდა იქო­ნი­ოს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და სა­გა­მოც­დო ბა­რა­თი. უნდა მო­ვი­დეს პირ­ბა­დით და ის გა­მო­ი­ყე­ნოს მთე­ლი მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. შე­უძ­ლია თან იქო­ნი­ოს შავი სა­წერ­კა­ლა­მი და წყა­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ნივ­თი, რა­საც მო­ი­ტანს, ეს იქ­ნე­ბა ტე­ლე­ფო­ნი თუ სხვა ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ა­ბა­როს გარ­დე­რობ­ში. შე­ვახ­სე­ნებ მათ, ტე­ლე­ფო­ნის ან ნე­ბის­მი­ე­რი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ან ნე­ბის­მი­ე­რი მა­სა­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა დამ­ხმა­რე მა­სა­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, სამ­წუ­ხა­როდ, გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე მო­იხ­სნე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­მოც­დი­დან",- გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვთ კო­ვი­დინ­ფექ­ცია, გორ­გო­ძის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში არ უნდა გა­მო­ცხად­დნენ.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დაგ­ვი­კავ­შირ­დეს ცენ­ტრის ცხელ ხაზ­ზე. ის არ მობ­რძან­დე­ბა სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში. ჩვენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ვა­მოწ­მებთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან და ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ერ­თი­ან ბა­ზა­ში გა­მოც­დას და­მა­ტე­ბით სე­სი­ა­ზე ჩა­ა­ბა­რებს, რო­მელ­საც ჩვენ დავ­ნიშ­ნავთ მას შემ­დეგ, რაც ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 14 დღე გავა",- გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ხვალ, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყე­ბა.

წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე 39 ათას­ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს აფრთხილებს

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებს აფრთხილებს.

როგორც სოფიო გორგოძე აცხადებს, აბიტურიენტმა გამოცდაზე გასვლის წინ კარგად უნდა შეამოწმოს საგამოცდო ცენტრის მისამართი და გამოცდაზე გამოცხადების დრო, ასევე, საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მისი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება.

"აბიტურიენტები კარგად უნდა დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დრო. წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. უნდა მოვიდეს პირბადით და ის გამოიყენოს მთელი მუშაობის განმავლობაში. შეუძლია თან იქონიოს შავი საწერკალამი და წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი, რასაც მოიტანს, ეს იქნება ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, აუცილებლად ჩააბაროს გარდერობში. შევახსენებ მათ, ტელეფონის ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან",- განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კოვიდინფექცია, გორგოძის განმარტებით, ისინი საგამოცდო ცენტრებში არ უნდა გამოცხადდნენ.

"კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში აბიტურიენტი აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზზე. ის არ მობრძანდება საგამოცდო ცენტრში. ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ყველა ის პირი, რომელიც აღმოჩნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთიან ბაზაში გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებს, რომელსაც ჩვენ დავნიშნავთ მას შემდეგ, რაც ინფიცირებიდან 14 დღე გავა",- განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

დღეს რომელი საათიდან გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი?

აღორძინებული უძველესი მარანი, წინაპრების ჩაყრილი ჭურები და საკუთარი ხელით გამართული ფანჩატური - როგორ იქცა ქალაქელი გოგო მეურნედ და მეღვინედ?