კომპანია "მოდერნას" მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდ-19-ის ვაქცინა "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტიანია, - ინფორმაციას Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს და ნიმუშები ამ ადამიანების მიერ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს.
აღმოჩნდა, რომ "მოდერნას" ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტიანი იყო "დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი "ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.
"ახალი მონაცემები დამაიმედებელია და გვიმტკიცებს რწმენას, რომ "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინა ახლად გამოჩენილ ვარიანტების წინააღმდეგაც გააგრძელებს ჩვენს დაცვას," - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი ბანცელმა.