პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"
რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"

ჰა­ე­რის რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ კა­ნა­და­ში ათო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გა­სუ­ლი პა­რას­კე­ვის შემ­დეგ, ვან­კუ­ვერ­ში, 70-მდე მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი მი­ზე­ზი სწო­რედ ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გახ­და.

გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა ხან­დაზ­მუ­ლი იყო, ან ჰქონ­დათ ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მა, სი­ცხე კი გახ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი.

რო­გორც BBC წერს, ბოლო დღე­ე­ბია კა­ნა­და­ში, ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ჰა­ე­რის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა. გუ­შინ ლი­ტონ­ში, ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ 46.6 გრა­დუს ცელ­სი­უ­სი შე­ად­გი­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ნა­და­ში მიმ­დი­ნა­რე კვი­რამ­დე, ტემ­პე­რა­ტუ­რა 45 გრა­დუს ცელ­სი­უსს არა­სო­დეს გას­ცდე­ნია.

  • "ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმით, რომ აქ სხვას­თან შე­და­რე­ბით უფრო გრი­ლო­და, აქ რო­გორც წესი, დიდ­თოვ­ლო­ბა ქმნის ხოლ­მე პრობ­ლე­მებს. ასე­თი სი­ცხე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ახლა დუ­ბა­ი­ში უფრო გრი­ლა, ვიდ­რე აქ" - ამ­ბობს კა­ნა­დის კლი­მა­ტის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, დე­ვიდ ფი­ლიპ­სი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­სა და გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას უკავ­ში­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი უჩ­ვე­უ­ლო შემ­თხვე­ვე­ბი მო­მა­ვალ­ში უფრო მე­ტად გახ­შირ­დე­ბა.

ვან­კუ­ვერ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი მო­ე­წყო.

"ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უსაფრ­თხოდ იყოს. სი­ცხის გამო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ დღე ახლა სამ­ჯერ უფრო მეტი ზარი შე­მო­დის. ვან­კუ­ვერს ასე­თი რამ აქამ­დე არ გა­მო­უც­დია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა ყო­ვე­ლი­ვეს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ე­ლი.

ვან­კუ­ვერ­თან ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი მე­გან ფენ­დრი­ჩის თქმით კი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო გა­რეთ გას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
57

ჰე ჩაკეტეთ ახლა კანადა. მერე ჩვენი მთავრობაც მოგბაძავთ, და ჩაგვკეტავს. მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები და სხვა ფულიანი ხალხი ჩაწერენ ვიდეოებს თავიანთი სამსართულიანი სახლებიდან როგორი აუცილებელია სახლში დარჩენა. კორონას დროს რამე სხვა ხდებოდა ან ხდება? სიკვდილიანობა იზრდება გარეთ გასვლის გამო. 

ლუკა
1

ნეტა ის გამაგებინა ის სამი ტიპი რაზე საუბრობს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"

ჰაერის რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ კანადაში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური ცნობების მიხედვით, გასული პარასკევის შემდეგ, ვანკუვერში, 70-მდე მოულოდნელი გარდაცვალების ხელშემწყობი მიზეზი სწორედ ჰაერის მაღალი ტემპერატურა გახდა.

გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული იყო, ან ჰქონდათ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა, სიცხე კი გახდა გარდაცვალების ხელშემწყობი ფაქტორი.

როგორც BBC წერს, ბოლო დღეებია კანადაში, ქვეყნის ისტორიაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. გუშინ ლიტონში, ბრიტანეთის კოლუმბიაში ჰაერის ტემპერატურამ 46.6 გრადუს ცელსიუსი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კანადაში მიმდინარე კვირამდე, ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს არასოდეს გასცდენია.

  • "ჩვენი ქვეყანა გამოირჩეოდა იმით, რომ აქ სხვასთან შედარებით უფრო გრილოდა, აქ როგორც წესი, დიდთოვლობა ქმნის ხოლმე პრობლემებს. ასეთი სიცხე წარმოუდგენელია. ახლა დუბაიში უფრო გრილა, ვიდრე აქ" - ამბობს კანადის კლიმატის საკითხების ექსპერტი, დევიდ ფილიპსი.

სპეციალისტები ყოველივეს კლიმატის ცვლილებებსა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ მსგავსი უჩვეულო შემთხვევები მომავალში უფრო მეტად გახშირდება.

ვანკუვერში მოქალაქეებისთვის სპეციალური გამაგრილებელი ცენტრები მოეწყო.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს. სიცხის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში ყოველ დღე ახლა სამჯერ უფრო მეტი ზარი შემოდის. ვანკუვერს ასეთი რამ აქამდე არ გამოუცდია და ძალიან სამწუხაროა, რომ ათობით ადამიანი ემსხვერპლა ყოველივეს", - ამბობს ადგილობრივი პოლიციელი.

ვანკუვერთან ახლოს მცხოვრები მეგან ფენდრიჩის თქმით კი, დღის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გარეთ გასვლა შეუძლებელია.

კანადაში ძლიერი სიცხისგან გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, ევაკუირებულია ასობით ადამიანი - "მთელი დაბა იწვის" (ფოტოები)

პრინცმა უილიამმა და ჰარიმ პრინცესა დაიანას ძეგლი გახსნეს - "ჩვენ გვახსოვს მისი სიყვარული, ძალა და ხასიათი"

"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?