მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე
ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე

ნი­ნოწ­მინ­და­ში მცი­რე ზო­მის ბავ­შვთა სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის და სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რეს.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ბავ­შვთა სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ნი­ნოწ­მინ­და­ში აშენ­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

„შე­ფას­და გან­ვლი­ლი პე­რი­ო­დი მას შემ­დეგ, რაც მე­უ­ფე ია­კო­ბი ბავ­შვთა სახ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა. ორი­ვე მხრი­დან იქნა გა­მოთ­ქმუ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მი­დის პრო­ცე­სი. სა­უ­ბა­რი იყო შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე, უნდა მოხ­დეს დე­ინ­სტი­ტუ­ტი­ზა­ცია, ბავ­შვე­ბი უპირ­ვე­ლე­სად უნდა დაბ­რუნ­დნენ ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­ში, თუ ეს არ მო­ხერ­ხდა ოჯა­ხუ­რი ტი­პის ბავ­შვთა სახ­ლებ­ში, ბოლო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა მცი­რე ზო­მის ბავ­შვთა სახ­ლე­ბი.

სწო­რედ მცი­რე ზო­მის ბავ­შვთა სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა ნი­ნოწ­მინ­და­ში, ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ დამ­სწრე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე რომ შემ­დგომ­ში გაგ­რძელ­დე­ბა ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ბავ­შვთა სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ნი­ნოწ­მინ­და­ში იქ­ნე­ბა, იყოს იმ სა­ხის და ისე­თი სტან­დარ­ტის, რო­გორ­საც გუ­ლის­ხმობს სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­თხოვ­ნე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს ჯაღ­მა­ი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნის და­ხურ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

„პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­ხურ­ვა­ზე და ვა­დებ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. სა­უ­ბა­რი იმა­ზე იყო, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად დაჩ­ქა­რე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვად უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ეს, არა­ვინ არა­ვის არ და­ა­ძა­ლებს სად­მე წას­ვლას, ან უკან დაბ­რუ­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს ჯაღ­მა­ი­ძე.

ამას­თან, რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ მე­უ­ფე ია­კო­ბი „ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად უძღვე­ბა საქ­მეს“.

ცნო­ბის­თვის, ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლად ბოდ­ბე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი, მე­უ­ფე ია­კო­ბი 15 ივ­ნისს და­ი­ნიშ­ნა. რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პან­სი­ო­ნის უკვე ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, მე­უ­ფე სპი­რი­დონ­მა ეპარ­ქი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვი­სი ნე­ბით გა­და­წყვი­ტა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა გადაეცეთ სახლი და გექტარი მიწა

ზვიადი
6

ბავშვთა სახლები და ბავშვთა აღზრდა სახელმწიფოს ვალდებულებაა, შესაბამისად სახელმწიფომ შეასრულოს თავისი ვალდებულება, მაგისთვის იხდის საქართველოს მოქალაქე გადასახადებს და არა იმისთვის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ჩავაბაროთ მართლმადიდებელი ბავშვები აღსაზრდელად, მუსულმანებს-მუსულმანები და ასე შემდეგ, დროა დამთავრდეს ვიღაცეების დიქტატი ბავშვებზე და მათ მომავალზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლები აშენდება - რაზე ისაუბრეს საპატრიარქოში გმართულ შეხვედრაზე

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის და საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში აშენდება, საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

„შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა. ორივე მხრიდან იქნა გამოთქმული კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის პროცესი. საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.

სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.

„პროცესი მიმდინარეობს და დახურვაზე და ვადებზე საუბარი არ არის. საუბარი იმაზე იყო, რომ არ შეიძლება პროცესების ხელოვნურად დაჩქარება. ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას, ან უკან დაბრუნებას“, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ამასთან, როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეუფე იაკობი „ძალიან ეფექტურად უძღვება საქმეს“.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 15 ივნისს დაინიშნა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

"დაშავებულის დიაგნოზია ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა აქვს" - ექიმი

"ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს" - საპატრიარქო

ვინ არიან ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, რომლებიც თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას დაშავდნენ - სიაში 16 მედიის 47 წარმომადგენელია