სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“
"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“

პარ­ტია "გირ­ჩი“ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მა­ჟო­რი­ტა­რო­ბი­სა და მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის და­ყე­ნე­ბას არ აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა "გირ­ჩის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი არის ის, რომ ამ ეტაპ­ზე ჩვენ არ ვა­პი­რებთ არც მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის და არც მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის და­ყე­ნე­ბას. ჩვენ­თვის ეს არის სა­პარ­ლა­მენ­ტო და ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არ­ჩევ­ნე­ბი. ამი­ტო­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ჩვენ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გვინ­და. ჩვენ­თვის წარ­მა­ტე­ბა ნიშ­ნავს, მი­ნი­მუმ გა­ვი­მე­ო­როთ იმ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას გვქონ­და, ანუ ჩვენ, პარ­ლა­მენ­ტა­რებს გვქონ­დეს იმის სრუ­ლი გან­ცდა, რომ იქ ლე­გი­ტი­მუ­რად ვსხედ­ვართ და ვლა­პა­რა­კობთ“, - გა­ნა­ცხა­და მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა ამა­ვე პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "გირ­ჩის" პარ­ტი­ის თავ­კა­ცად და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რად პარ­ტი­ის ახა­ლი წევ­რი ოთარ ზა­კა­ლაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა.

"3 თვე­ში გვაქვს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ზუს­ტად ამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­იყ­ვა­ნენ "გირჩს“ და პარ­ტი­ის მთა­ვა­რი სა­ხე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ეს არის ჰერ­მან საბო, ჩვე­ნი მეფე. მე­ო­რე, ახა­ლი ადა­მი­ა­ნი, ოთო ზა­კა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლიც არის და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სიის წევ­რიც.

ოთო არის პროგ­რა­მის­ტი, ჩვე­ნი პორ­ტა­ლის დე­ვე­ლო­პე­რი. ახლა გა­და­წყვი­ტა, რომ ამე­რი­კა­ში სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბოს და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს "გირ­ჩის“ კამ­პა­ნი­ა­ში. ოთო ჩვენ­თვის ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­ნა­ძე­ნია“, - აღ­ნიშ­ნა მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
24

შორტები არ დაგერკოს! ვაი, თქვენ პატრონს!

tngh
32

ვაი... ესენი, რომ სხვებზე უფრო გონიერნი არიან, ეს არის განსაცვიფრებელი ფაქტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“

"გირჩის სამეფოს" ახალი თავკაცი ჰყავს - "ის ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“

პარტია "გირჩი“ თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "გირჩის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაპირებთ არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატების დაყენებას. ჩვენთვის ეს არის საპარლამენტო და ლეგიტიმაციის არჩევნები. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე წარმატების მიღწევა გვინდა. ჩვენთვის წარმატება ნიშნავს, მინიმუმ გავიმეოროთ იმ არჩევნების შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნებისას გვქონდა, ანუ ჩვენ, პარლამენტარებს გვქონდეს იმის სრული განცდა, რომ იქ ლეგიტიმურად ვსხედვართ და ვლაპარაკობთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა ამავე პრესკონფერენციაზე "გირჩის" პარტიის თავკაცად და საარჩევნო კამპანიის მენეჯერად პარტიის ახალი წევრი ოთარ ზაკალაშვილი წარადგინა.

"3 თვეში გვაქვს ახალი არჩევნები. ზუსტად ამ ახალი არჩევნებისთვის გვინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც წაიყვანენ "გირჩს“ და პარტიის მთავარი სახეები იქნებიან. ეს არის ჰერმან საბო, ჩვენი მეფე. მეორე, ახალი ადამიანი, ოთო ზაკალაშვილი, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელიც არის და თბილისის საკრებულოს სიის წევრიც.

ოთო არის პროგრამისტი, ჩვენი პორტალის დეველოპერი. ახლა გადაწყვიტა, რომ ამერიკაში სამსახურს თავი დაანებოს და აქტიურად ჩაერთოს "გირჩის“ კამპანიაში. ოთო ჩვენთვის ფანტასტიკური შენაძენია“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

"პარტია "საქართველოსთვის" "ნაცმოძრაობასთან" ალიანსს არ და ვერ განიხილავს" - გიორგი გახარია

როგორ შეირჩევა ცესკო-ს ახალი თავმდჯომარე - რა პროცედურებს ითვალისწინებს შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი"

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვენახში დიდი შვიდეულის ელჩებს უმასპინძლა - რა ფოტოებს აქვეყნებს ექსპრეზიდენტი