საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წყალბურთელთა შორის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მატჩი გაიმართა. თამაში ამერიკელების გამარჯვებით, 13-9 დასრულდა. მატჩს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ.
აშშ-ის საელჩომ კი სოციალურ ქსელში ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა.
"აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო.
ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას. თამაშს ელჩი კელი დეგნანი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
მათ მოთამაშეებს გულშემატკივრობის შემდეგ მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს. აშშ-ის მხრიდან ელჩმა დეგნანმა ჯილდო მაქს ირვინგს გადასცა. მომავალ ტურნირებში საელჩო ორივე გუნდს წარმატებას უსურვებს.", - ნათქვამია განცხადებაში.