მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს
"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

ნამ­დვი­ლად არ არის მი­სა­ღე­ბი ჩვენ­თვის, რომ მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მი­დის აც­რის ცენ­ტრში და გეგ­მავს აცრა ჩა­ი­ტა­როს, ვერ იღებს მის­თვის გან­კუთ­ვნილ დო­ზას. რა თქმა უნდა, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზი და ამას მოჰ­ყვა ჩვე­ნი პა­სუ­ხი, ასე­ვე, აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა იმის­თვის, რომ ყვე­ლა დო­ნე­ზე ასე­თი ხარ­ვე­ზე­ბის რის­კე­ბი შე­ფას­დეს და მოხ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­და­ზღვე­ვა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­ნახ­ვის ად­გი­ლი­დან მიმ­წო­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ­დე მისი გა­და­ცე­მის პრო­ცეს­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

ამას­თა­ნა­ვე, ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სის­ტე­მა­ში ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბი და­ი­კარ­გა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ბუ­ნი­ამ უტ­რი­რე­ბუ­ლი უწო­და. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია „დო­ზის და­ნა­კარ­გი“, რო­მე­ლიც პროგ­ნო­ზუ­ლად 15%-ია, თუმ­ცა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­კარ­გის ოდე­ნო­ბამ 3%, „ფა­ი­ზე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში კი 0,3% შე­ად­გი­ნა.

„კონ­კრე­ტუ­ლად „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მინ­და, ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო. „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნე­ბი ქვე­ყა­ნამ „კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მი­დან შე­ის­ყი­და 129 ათა­სი დო­ზის ოდე­ნო­ბით, აქე­დან 86 ათა­სი დოზა მი­ი­ღო იმ ვა­დებ­ში, რო­მელ­შიც იყო დად­გე­ნი­ლი და დარ­ჩე­ნილ 43 ათასს ვე­ლო­დე­ბო­დით ჩვენ უკვე მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბით ეს გა­და­ვად­და და ბოლო ვადა, რო­მე­ლიც იყო დათ­ქმუ­ლი, არის 22 ივ­ნი­სი, რა­ზეც იყო აწყო­ბი­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რად ჩვე­ნი მი­წო­დე­ბის სქე­მა. ესეც გა­და­ვად­და და ამან გა­მო­იწ­ვია მო­წო­დე­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბა. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა დო­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას, გაჟ­ღერ­და არა­ერ­თხელ, რომ რა­ღაც დოზა და­ი­კარ­გა, სა­დღაც გაქ­რა. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის უტ­რი­რე­ბუ­ლი აღ­წე­რა იმ სი­ტუ­ა­ცი­ის, რო­მელ­თა­ნაც საქ­მე გვაქვს. „დო­ზის და­ნა­კარ­გი“ არის ტექ­ნი­კუ­რი ტერ­მი­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში. ჩვე­ნი გეგ­მით, პროგ­ნო­ზუ­ლი და­ნა­კარ­გი არის 15%. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ზე­ბი არის 10-დო­ზი­ა­ნი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და­ნა­კარ­გი გა­მო­ვი­და „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შემ­თხვე­ვა­ში, რაც არის 3%. ეს ზო­გა­დად პროგ­ნო­ზულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას­თან შე­და­რე­ბით არის საკ­მა­ოდ და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა „სი­ნო­ფარ­მი­სა“ და სი­ნო­ვა­კის დო­ზე­ბის და­ნა­კარგს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არის ნული, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც გა­ტყდა, და­ზი­ან­და და ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ექთან­მა შემ­დეგ დოზა. 0,3% კი არის „ფა­ი­ზე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში და ესეც უკავ­შირ­დე­ბა მე­ქა­ნი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას. ამ­დე­ნად, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მიმ­დი­ნა­რე ფაქ­ტო­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში.

რა­საც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რიც სწავ­ლობს და რაც არ გვინ­და, რომ გან­მე­ორ­დეს სა­მო­მავ­ლოდ, რო­დე­საც მას­შტა­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი - მი­წო­დე­ბის პრო­ცეს­ში არ უნდა შე­ფერ­ხდეს ვაქ­ცი­ნის გა­და­ცე­მა მისი შე­ნახ­ვის ად­გი­ლი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიმ­წო­დე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ეს ხარ­ვე­ზი გა­მოვ­ლინ­და, პირ­ველ რიგ­ში და ამას აუ­დი­ტი უკვე ყვე­ლა დო­ნე­ზე შე­ის­წავ­ლის იმის­თვის, რომ ლო­ჯის­ტი­კის ჯაჭ­ვი იყოს სრუ­ლად გა­მარ­თუ­ლი და მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­იქ­მნას,“ - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
1

არაპროფესიონალიზმის ზეიმია ყველა სფეროში დღეს. რატომ არის გასაკვირი როდესაც მინისტრებად ინიშნებიან პირადი კბილის ექიმი, პირადი დაცვის უფროსი, პირადი ბანკირი და ა.შ. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა, არამედ ერთი კაცის ეზო.

გენო
0

თბილისში რესპუბლიკურში 11 კაბინეტი მუშაობდა ასტრა ზენეკას აცრაზე მაშინ როცა 3 კაბინეტიც კი საკმარისზე მეტი იყო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ადვილი შესაძლებელია წამლის დანაკარგი საგრძნობი ყოფილიყო,მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს მათ პასუხისმგებლობისაგან,იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარვეზი,უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ჩადენილი პანდემიის მართვაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

ნამდვილად არ არის მისაღები ჩვენთვის, რომ მოქალაქე, რომელიც მიდის აცრის ცენტრში და გეგმავს აცრა ჩაიტაროს, ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ დოზას. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული ხარვეზი და ამას მოჰყვა ჩვენი პასუხი, ასევე, აუდიტის სამსახურის მობილიზება იმისთვის, რომ ყველა დონეზე ასეთი ხარვეზების რისკები შეფასდეს და მოხდეს მაქსიმალური გადაზღვევა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინების შენახვის ადგილიდან მიმწოდებელ დაწესებულებამდე მისი გადაცემის პროცესში დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ განაცხადა.

ამასთანავე, ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემაში ვაქცინის დოზები დაიკარგა და ამ ინფორმაციას გაბუნიამ უტრირებული უწოდა. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ვაქცინაციის გეგმაში დაფიქსირებულია „დოზის დანაკარგი“, რომელიც პროგნოზულად 15%-ია, თუმცა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში დანაკარგის ოდენობამ 3%, „ფაიზერის“ შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა.

„კონკრეტულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, მინდა, ვრცელი განმარტება გავაკეთო. „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ქვეყანამ „კოვაქსის“ პლატფორმიდან შეისყიდა 129 ათასი დოზის ოდენობით, აქედან 86 ათასი დოზა მიიღო იმ ვადებში, რომელშიც იყო დადგენილი და დარჩენილ 43 ათასს ველოდებოდით ჩვენ უკვე მაისის დასაწყისიდან, თუმცა გარკვეული მიზეზებით ეს გადავადდა და ბოლო ვადა, რომელიც იყო დათქმული, არის 22 ივნისი, რაზეც იყო აწყობილი ლოჯისტიკურად ჩვენი მიწოდების სქემა. ესეც გადავადდა და ამან გამოიწვია მოწოდებაში შეფერხება. ახლა რაც შეეხება დოზებთან დაკავშირებულ პრობლემას, გაჟღერდა არაერთხელ, რომ რაღაც დოზა დაიკარგა, სადღაც გაქრა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უტრირებული აღწერა იმ სიტუაციის, რომელთანაც საქმე გვაქვს. „დოზის დანაკარგი“ არის ტექნიკური ტერმინი ვაქცინაციის პროგრამაში. ჩვენი გეგმით, პროგნოზული დანაკარგი არის 15%. ჩვენს შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინების დოზები არის 10-დოზიანი, ყველაზე მაღალი დანაკარგი გამოვიდა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, რაც არის 3%. ეს ზოგადად პროგნოზულ მაჩვენებელთან და ასევე, საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით არის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი. რაც შეეხება „სინოფარმისა“ და სინოვაკის დოზების დანაკარგს, პრაქტიკულად, არის ნული, ერთეული შემთხვევა იყო, როდესაც გატყდა, დაზიანდა და ვერ გამოიყენა ექთანმა შემდეგ დოზა. 0,3% კი არის „ფაიზერის“ შემთხვევაში და ესეც უკავშირდება მექანიკურ დაზიანებას. ამდენად, ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე ფაქტორი ვაქცინაციის პროგრამაში.

რასაც აუდიტის სამსახურიც სწავლობს და რაც არ გვინდა, რომ განმეორდეს სამომავლოდ, როდესაც მასშტაბი ვაქცინაციის პროცესის იქნება ძალიან დიდი - მიწოდების პროცესში არ უნდა შეფერხდეს ვაქცინის გადაცემა მისი შენახვის ადგილიდან ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებაში. ეს ხარვეზი გამოვლინდა, პირველ რიგში და ამას აუდიტი უკვე ყველა დონეზე შეისწავლის იმისთვის, რომ ლოჯისტიკის ჯაჭვი იყოს სრულად გამართული და მსგავსი პრობლემები არ შეიქმნას,“ - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - როდიდან უარესდება ამინდი?

"სინოფარმის" ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა" - თამარ გაბუნია

"ტოიოტა კავკასიამ” (TCA) რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „TOYOTA LAND CRUISER 300” წარადგინა