მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას
"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის მიერ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­მო­ტა­ნის 400-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, ტუ­რის­ტე­ბის ნა­წილს ვირუ­სი შე­მოს­ვლის შემ­დეგ და­უ­დას­ტურ­და.

„შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა უკავ­შირ­დე­ბა თუ არა „დელ­ტა“ შტამს, ამას ვერ გე­ტყვით. მეტ მო­ბი­ლო­ბას, მეტი ადა­მი­ა­ნის შე­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის, „დელ­ტა“ შტამ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. გუ­შინ კი­დევ 7 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და ჩვენ­თან. გარ­და ამი­სა, დღეს საბ­ჭოს ვა­უ­წყე, რომ ტუ­რის­ტებ­ში 400-ზე მეტი შემ­თხვე­ვა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფექ­ცი­ის შე­მო­ტა­ნის და შემ­დგომ მათი იზო­ლი­რე­ბის. გაზ­რდი­ლი მო­ბი­ლო­ბა ერთ-ერთი რისკ-ფაქ­ტო­რია ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ 400-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა ტუ­რის­ტებ­ში ბოლო ერთ თვე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

„ზოგს ად­გილ­ზე და­უ­დას­ტურ­და, ზოგს შე­მოს­ვლის შემ­დეგ. შტა­მებ­ზე ვერ გე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გაზ­რდი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და სიკ­ვდი­ლო­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ამის შე­სა­ხებ გა­ბუ­ნი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10-20 პრო­ცენ­ტის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს.

"ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მის, „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ ად­რეც გა­ა­კე­თა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა გან­ცხა­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ 7 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, რაც მი­უ­თი­თებს იმას, რომ შტა­მი ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებს. შე­ფა­სე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-დან 20%-მდეა შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბა ამ შტა­მის. ისიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ შემ­თხვე­ვე­ბის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა და შე­და­რე­ბით მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რაც გაზ­რდილ სიკ­ვდი­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, კავ­შირ­ში იყოს "დელ­ტა“ შტა­მის გავ­რცე­ლე­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
1

არ ამოწმებენ მერე?

irma
3

ოღონც ტურისტები არ მოგვაკლდეს და ჯანდაბას ადგილობრივები,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას

"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ტურისტების მიერ კორონავირუსის შემოტანის 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ტურისტების ნაწილს ვირუსი შემოსვლის შემდეგ დაუდასტურდა.

„შემთხვევების მატება უკავშირდება თუ არა „დელტა“ შტამს, ამას ვერ გეტყვით. მეტ მობილობას, მეტი ადამიანის შემოსვლას უკავშირდება, მათ შორის, „დელტა“ შტამთან მიმართებაშიც. გუშინ კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა ჩვენთან. გარდა ამისა, დღეს საბჭოს ვაუწყე, რომ ტურისტებში 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში ინფექციის შემოტანის და შემდგომ მათი იზოლირების. გაზრდილი მობილობა ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია ინფექციის გავრცელების“, - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ 400-ზე მეტი შემთხვევაა ტურისტებში ბოლო ერთ თვეში დაფიქსირებული.

„ზოგს ადგილზე დაუდასტურდა, ზოგს შემოსვლის შემდეგ. შტამებზე ვერ გეტყვით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი მაჩვენებელი და სიკვდილობის მომატებული რაოდენობა შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

"ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა შესაძლო გავრცელება ამ შტამის. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს "დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, - განაცხადა გაბუნიამ.

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო