ავტორი:

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? - ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ

გერმანულ ჟურნალ "ფოკუსში“ («Focus») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "სამუდამო გამარჯვება კორონავირუსზე? ამერიკელი მეცნიერები სუპერვაქცინის შექმნაზე მუშაობენ“ (ავტორი - ნადი პოდბრეგარი).

"მეცნიერებმა თაგვებზე ახალი ვაქცინა გამოსცადეს, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა კორონავირუსებისგან დაცვისათვის - არამარტო "კოვიდ-19“-ისაგან, არამედ მომავალში მისი მრავალი მუტაციისა და მონათესავე ვირუსებისგანაც. ახალი ვაქცინა შეიცავს ჰიბრიდულ ცილებს, რომლებშიც თავმოყრილია სხვადასხვა კორონავირუსების დამახასიათებელი თავისებურებები.

როგორც ცნობილია, კორონავირუსი მუტაციას განიცდის და ხშირად მისი საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება ახალი შტამით დასნებოვნების დროს უძლური გამოდგეს.

მკვლევარების ჯგუფმა, რომელსაც ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მარტინესი ხელმძღვანელობს, ახალი სუპერვაქცინის შექმნისას იგივე პრინციპი გამოიყენა, რომლის თანახმად, ორგანიზმის უჯრედები ცილებს გამოიმუშავებენ შესაბამისი ანტისხეულების იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ერთი ტიპის ცილა გამოეყენებინათ, დევიდ მარტინესმა და მისმა კოლეგებმა ისარგებლეს ჰიბრიდული ცილით - SARS-CoV-2-ის "ეკლისებური“ სახის, დღევანდელი პანდემიის გამომწვევი Covid-19-ისა და 2003 წლის ატიპიური პნევმონიის გამომწვევი SARS-CoV-ის ცილით...

თაგვებმა, რომლებსაც კომბინირებული ვაქცინით აცრა ჩაუტარეს, უკვე გამოიმუშავეს ისეთი ანტისხეულები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან SARS-CoV-ით და SARS-CoV-2-თ დასნებოვნებას. თაგვების ფილტვები დაუზიანებელი აღმოჩნდა, მათ გაუძლეს კორონავირუსის სამხრეთაფრიკულ ვარიანტსაც.

"ჩვენი კვლევების შედეგები მომავლისკენ არის მიმართული იმდენად, რამდენადაც იმედი გვეძლევა - ჩვენ შევძლებთ უფრო უნივერსალური, პანკორონავირუსული ვაქცინის შექმნას. ადამიანები უფრო დაცულები იქნებიან და ვაქცინის გადადება ერთი ადამიანისგან მეორეზე აღარ მოხდება. ამ სტრატეგიის დახმარებით ჩვენ, სავარაუდოდ, თავიდან ავიცილებთ ახალი საშიში კორონავირუსების გაჩენას", - ამბობს დევიდ მარტინესი ჟურნალ "ფოკუსის“ კორესპონდენტთან საუბარისას.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

იგეგმება თუ არა ახალი რეგულაციების დაწესება კორონავირუსის გავრცელების გამო?

თამარ გაბუნია: "ვფიქრობთ,  ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა "სინოფარმით“, "სინოვაკითა“ და "ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა"

არის თუ არა ეფექტიანი "ფაიზერის“ და "ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის "დელტა“ შტამის წინააღმდეგ? - რა აჩვენა კვლევამ