მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა
თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ექიმ­მა ოფ­თალ­მო­ლოგ­მა, ოფ­თალ­მო­ქი­რურ­გმა თა­მარ ცი­რე­კი­ძემ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად რქო­ვა­ნას შრე­ობ­რი­ვი გა­და­ნერგვა ჩა­ა­ტა­რა ლა­ზე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. რქო­ვა­ნას სრუ­ლი სის­ქის ლა­ზე­რით გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ შო­რის, „ნიუ ჰოს­პი­ტალსშიც“ გა­კე­თე­ბუ­ლა. რქო­ვა­ნას შრე­ობ­რი­ვი გა­და­ნერგვა კი უკვე ახა­ლი სი­ტყვაა ქარ­თულ მე­დი­ცი­ნა­ში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მო­ზარდ პა­ცი­ენ­ტებს გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ მხედ­ვე­ლო­ბის ხა­რის­ხი და თვა­ლის კაკ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც მოხ­და. ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად თა­ვად თა­მარ ცი­რე­კი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით იმ უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც თქვენ ჩა­ა­ტა­რეთ

“ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვის ორი ტი­პის ოპე­რა­ცია ჩა­ვა­ტა­რე. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ით – ფემ­ტო ლა­ზე­რით გა­კეთ­და. ერთი ოპე­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში რქო­ვა­ნას სრუ­ლი გა­და­ნერგვა მოხ­და, მე­ო­რე ოპე­რა­ცია კი რქო­ვა­ნას შრე­ობ­რივ გა­და­ნერგვას გუ­ლის­ხმობს. ორი­ვე ოპე­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი თვა­ლის კაკ­ლის და მხედ­ვე­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

რა ფუნ­ქცია აქვს რქო­ვა­ნას და რო­დის ირ­ღვე­ვა მისი სწო­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა?

რქო­ვა­ნა თვა­ლის გა­რე­თა გარ­სია, რო­მე­ლიც გამჭვირ­ვა­ლე და სფე­რო­სე­ბუ­რი ფორ­მის უნდა იყოს. მისი სა­შუ­ა­ლე­ბით სი­ნათ­ლის სხი­ვი ყვე­ლა მე­რი­დი­ან­ში თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა. რქო­ვა­ნას გამჭვირ­ვა­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ირ­ღვეს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დროს. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი ან­თე­ბე­ბი, ქი­მი­ურ–თერ­მუ­ლი დამ­წვრო­ბის შემ­დგო­მი ნა­წი­ბუ­რი. ამ დროს რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვაა სა­ჭი­რო.

არ­სე­ბობს რქო­ვა­ნას დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა კე­რა­ტო­კო­ნუ­სი, რომ­ლის დრო­საც რქო­ვა­ნა თხელ­დე­ბა და კო­ნუ­სის ფორ­მას იღებს. გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ფორ­მის ცვლი­ლე­ბით ოპ­ტი­კუ­რი ფუნ­ქცია ირ­ღვე­ვა და მხედ­ვე­ლო­ბა ქვე­ით­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბის მე­სა­მე–მე­ო­თხე სტა­დი­ის დრო­საც რქო­ვა­ნას შრე­ობ­რი­ვი ან სრუ­ლი გა­და­ნერგვაა სა­ჭი­რო ლა­ზე­რის სხი­ვის დახ­მა­რე­ბით.

რა სიმპტო­მე­ბი აქვს კე­რა­ტო­კო­ნუსს?

კე­რა­ტო­კო­ნუსს რქო­ვა­ნას გარ­სის პროგ­რე­სი­რე­ბა­დი გა­თხე­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს. და­ა­ვა­დე­ბის მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში არის რის­კი, რომ გა­იხ­სნას რქო­ვა­ნა და და­ირ­ღვეს თვა­ლის კა­კა­ლის მთლი­ა­ნო­ბა, ანუ თვა­ლი, რო­გორც ორ­გა­ნო, დავ­კარ­გოთ.

სიმპტო­მე­ბი ასე­თია: მხედ­ვე­ლო­ბის უე­ცა­რი დაქ­ვე­ი­თე­ბა, სათ­ვა­ლის ნომ­რის ხში­რად შეც­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბა, სი­ნათ­ლის მი­მართ მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა, მხედ­ვე­ლო­ბის გა­ო­რე­ბა, თვალ­ში სიმ­შრა­ლი­სა და ქა­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა.

ეს და­ა­ვა­დე­ბა 10-12 წლი­დან ვლინ­დე­ბა და მისი პროგ­რე­სი­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის ასაკ­ში ჩერ­დე­ბა. პრობ­ლე­მე­ბი არის ხოლ­მე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დრო­საც. ხში­რად პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს ას­ტიგ­მა­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზით, თუმ­ცა ეს ას­ტიგ­მა­ტიზ­მი გა­მოწ­ვე­უ­ლია კე­რა­ტო­კო­ნუ­სით.

რო­გორ ხდე­ბა კე­რა­ტო­კო­ნუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა და რო­დის არის სა­ჭი­რო რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვა?

კე­რა­ტო­კო­ნუ­სი შე­უქ­ცე­ვა­დი და­ა­ვა­დე­ბაა. ექი­მის მი­ზა­ნია, შე­ა­ჩე­როს და­ა­ვა­დე­ბა იმ სტა­დი­ა­ზე, რო­დე­საც დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ამი­ტომ სწო­რი და დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

პროგ­რე­სი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თის კე­რა­ტო­კო­ნუ­სის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. კე­რა­ტო­კო­ნუ­სის სა­წყის სტა­დი­ა­ზე ტარ­დე­ბა ქროს-ლინ­ქინ­გი ანუ რქო­ვა­ნას გარ­სის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით დას­ხი­ვე­ბა. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით ტარ­დე­ბა და სულ რა­ღაც 10 წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა.

ასე­ვე, მე­ო­რე–მე­სა­მე სტა­დი­ა­ზე ტარ­დე­ბა რკა­ლე­ბის იმპლან­ტა­ცია. რქო­ვა­ნა­ში სინ­თე­ზუ­რი რკა­ლე­ბის ჩას­მით ვცვლით რქო­ვა­ნას კო­ნუ­სი­სე­ბურ ფორ­მას და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ მხედ­ვე­ლო­ბას. პრო­ცე­დუ­რა Carl Zeiss-ის ფემ­ტო ლა­ზე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ტარ­დე­ბა, რაც მე­ტად უსაფრ­თხო და ზუსტ შე­დეგს გვაძ­ლევს.

ხოლო მე­სა­მე სტა­დი­ის ბო­ლოს და მე­ო­თხე სტა­დი­ა­ში კი მივ­მარ­თავთ რქო­ვა­ნას შრე­ობ­რივ ან სრუ­ლი სის­ქის გა­და­ნერგვას ფემ­ტო ლა­ზე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით.

რა ნიშ­ნავს რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვა ლა­ზე­რით ანუ გამ­ჭო­ლი კე­რა­ტოპ­ლას­ტი­კა?

გამ­ჭო­ლი კე­რა­ტოპ­ლას­ტი­კის დროს ხდე­ბა რქო­ვა­ნას სრუ­ლი სის­ქის გა­და­ნერგვა. ოპე­რა­ცია ფემ­ტო ლა­ზე­რით კეთ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცია ლა­ზე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

რა ჩი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და პა­ცი­ენტს, რო­დე­საც მოგ­მარ­თათ და რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი მხედ­ვე­ლო­ბა გამ­ჭო­ლი კე­რა­ტოპ­ლას­ტი­კის შემ­დეგ?

პა­ცი­ენტს მო­მარ­თვის პე­რი­ოდ­ში მხედ­ვე­ლო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა აწუ­ხებ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მას აღუდ­გა მხედ­ვე­ლო­ბა. სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი 8 თვეს მო­ი­ცავს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია თვა­ლის წვე­თე­ბი და ექი­მის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი.

რა ნიშ­ნავს რქო­ვა­ნას შრე­ობ­რი­ვი გა­და­ნერგვა ლა­ზე­რით ანუ არა­გამ­ჭო­ლი კე­რა­ტოპ­ლას­ტი­კა?

რქო­ვა­ნას შრე­ობ­რი­ვი გა­და­ნერგვა ფემ­ტო ლა­ზე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. ეს არის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი ოპე­რა­ცია. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ტარ­დე­ბა იმი­ტომ, რომ მი­ვაღ­წი­ოთ მაქ­სი­მა­ლურ მხედ­ვე­ლო­ბას და თვა­ლის კა­კა­ლი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვა ხდე­ბა შრე­ობ­რი­ვად და ისიც ლა­ზე­რით, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს იმის რისკს, რომ პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მმა არ მი­ი­ღოს დო­ნო­რის რქო­ვა­ნა, რაც პა­ცი­ენ­ტის­თვის დიდი გა­მარ­თლე­ბაა.

ეს ოპე­რა­ცია პირ­ვე­ლად თქვენ გა­ა­კე­თეთ. რა­ტომ არ კეთ­დე­ბო­და აქამ­დე?

დიახ, ეს ოპე­რა­ცია ლა­ზე­რით პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და. ლა­ზე­რის გა­რე­შე ეს ჩა­რე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­კეთ­დეს მხო­ლოდ მა­ნუ­ა­ლუ­რი მე­თო­დით, რაც პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მა­ღა­ლი მხედ­ვე­ლო­ბით არ ხა­სი­ათ­დე­ბა. ლა­ზე­რით ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა საკ­მა­ოდ დიდი მიღ­წე­ვა და წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში. ოპე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის აპა­რა­ტუ­რა სა­ჭი­რო. ჩემ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და ქი­რურ­გი­ულ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ეს ოპე­რა­ცია ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა.

ოპე­რა­ცი­ის ძვე­ლი მე­თო­დის­გან რითი გან­სხვავ­დე­ბა?

ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა ლა­ზე­რით და არა მა­ნუ­ა­ლუ­რად (მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დით). სწო­რედ ლა­ზე­რი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ოპე­რა­ცია სრულ­დე­ბა ნა­კე­რე­ბის ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით, რაც პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლად და­ბალ ას­ტიგ­მა­ტიზმს იწ­ვევს და ამის გამო პა­ცი­ენ­ტი იღებს მხედ­ვე­ლო­ბის მა­ღალ ხა­რისხს. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მკვეთ­რად მცირ­დე­ბა ალ­ბა­თო­ბა პა­ცი­ენ­ტის და დო­ნო­რის რქო­ვა­ნას შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის .

ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს დო­ნო­რი რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვის დროს?

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი რქო­ვა­ნას შეც­ვლა დო­ნო­რის ჯან­სა­ღი რქო­ვა­ნა­თი ხდე­ბა, რო­მე­ლიც „ნიუ ჰოს­პი­ტალსს“ აშშ-დან, ბალ­ტი­მო­რის თვა­ლის ბან­კი­დან მი­ე­წო­დე­ბა. რქო­ვა­ნას გარ­სი არ შე­ი­ცავს სის­ხლძარ­ღვებს და სხვა ქსო­ვი­ლებ­თან შე­და­რე­ბით მისი შე­თავ­სე­ბა­დო­ბა მა­ღა­ლია.

რა აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­კეთ­და ოპე­რა­ცია? ზო­გა­დად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის როლი?

ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრში კომ­პა­ნია „ცა­ი­სის“ წარ­მო­ე­ბის ფემ­ტო ლა­ზე­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლიც მსოფ­ლიო ლი­დე­რია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის წარ­მო­ე­ბა­ში. ეს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში ახა­ლი სი­ტყვაა.

ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა კი­დევ თუ იგეგ­მე­ბა?

დიახ, ამ ეტაპ­ზე იგეგ­მე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს რქო­ვა­ნას რო­გორც სრულ, ისე შრე­ობ­რივ გა­და­ნერგვას.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 032 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თიკა
2

თამუნა, საამაყო გოგო ხარ, ყველაზე მაგარი ექიმი....

აი
0

ნაკლებად ყურადღებიანი და ნაკლებად გულისხმიერია. მე შევიცვალე ექიმი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

თვალის რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით პირველად საქართველოში „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

საქართველოში ოფთალმოლოგიის მიმართულებით უნიკალური ოპერაცია ჩატარდა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ექიმმა ოფთალმოლოგმა, ოფთალმოქირურგმა თამარ ცირეკიძემ საქართველოში პირველად რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ჩაატარა ლაზერის საშუალებით. რქოვანას სრული სისქის ლაზერით გადანერგვის ოპერაცია საქართველოში და მათ შორის, „ნიუ ჰოსპიტალსშიც“ გაკეთებულა. რქოვანას შრეობრივი გადანერგვა კი უკვე ახალი სიტყვაა ქართულ მედიცინაში. ჩატარებული ოპერაციების შედეგად მოზარდ პაციენტებს გაუუმჯობესდათ მხედველობის ხარისხი და თვალის კაკლის შენარჩუნებაც მოხდა. ოპერაციების შესახებ დეტალურად თავად თამარ ცირეკიძე გვესაუბრება.

მოგვიყევით იმ უნიკალური ოპერაციების შესახებ, რომლებიც თქვენ ჩაატარეთ

“ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში რქოვანას გადანერგვის ორი ტიპის ოპერაცია ჩავატარე. თითოეული მათგანი უახლესი ტექნოლოგიით – ფემტო ლაზერით გაკეთდა. ერთი ოპერაციის შემთხვევაში რქოვანას სრული გადანერგვა მოხდა, მეორე ოპერაცია კი რქოვანას შრეობრივ გადანერგვას გულისხმობს. ორივე ოპერაციის ძირითადი მიზანი თვალის კაკლის და მხედველობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა.

რა ფუნქცია აქვს რქოვანას და როდის ირღვევა მისი სწორი ფუნქციონირება?

რქოვანა თვალის გარეთა გარსია, რომელიც გამჭვირვალე და სფეროსებური ფორმის უნდა იყოს. მისი საშუალებით სინათლის სხივი ყველა მერიდიანში თანაბრად ნაწილდება. რქოვანას გამჭვირვალობა შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა დაავადების დროს. ეს შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციური ანთებები, ქიმიურ–თერმული დამწვრობის შემდგომი ნაწიბური. ამ დროს რქოვანას გადანერგვაა საჭირო.

არსებობს რქოვანას დეგენერაციული დაავადება კერატოკონუსი, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. გამჭვირვალობისა და ფორმის ცვლილებით ოპტიკური ფუნქცია ირღვევა და მხედველობა ქვეითდება. ამ დაავადების მესამე–მეოთხე სტადიის დროსაც რქოვანას შრეობრივი ან სრული გადანერგვაა საჭირო ლაზერის სხივის დახმარებით.

რა სიმპტომები აქვს კერატოკონუსს?

კერატოკონუსს რქოვანას გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს. დაავადების მეოთხე სტადიაში არის რისკი, რომ გაიხსნას რქოვანა და დაირღვეს თვალის კაკალის მთლიანობა, ანუ თვალი, როგორც ორგანო, დავკარგოთ.

სიმპტომები ასეთია: მხედველობის უეცარი დაქვეითება, სათვალის ნომრის ხშირად შეცვლის საჭიროება, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მხედველობის გაორება, თვალში სიმშრალისა და ქავილის შეგრძნება.

ეს დაავადება 10-12 წლიდან ვლინდება და მისი პროგრესირება დაახლოებით 40 წლის ასაკში ჩერდება. პრობლემები არის ხოლმე დიაგნოსტირების დროსაც. ხშირად პაციენტი მკურნალობს ასტიგმატიზმის დიაგნოზით, თუმცა ეს ასტიგმატიზმი გამოწვეულია კერატოკონუსით.

როგორ ხდება კერატოკონუსის მკურნალობა და როდის არის საჭირო რქოვანას გადანერგვა?

კერატოკონუსი შეუქცევადი დაავადებაა. ექიმის მიზანია, შეაჩეროს დაავადება იმ სტადიაზე, როდესაც დიაგნოსტირება მოხდება. ამიტომ სწორი და დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრესირებადი ხასიათის კერატოკონუსის დროს აუცილებელია ქირურგიული მეთოდების გამოყენება. კერატოკონუსის საწყის სტადიაზე ტარდება ქროს-ლინქინგი ანუ რქოვანას გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი აპარატურით ტარდება და სულ რაღაც 10 წუთიანი პროცედურაა.

ასევე, მეორე–მესამე სტადიაზე ტარდება რკალების იმპლანტაცია. რქოვანაში სინთეზური რკალების ჩასმით ვცვლით რქოვანას კონუსისებურ ფორმას და ხშირ შემთხვევაში ვაუმჯობესებთ მხედველობას. პროცედურა Carl Zeiss-ის ფემტო ლაზერის გამოყენებით ტარდება, რაც მეტად უსაფრთხო და ზუსტ შედეგს გვაძლევს.

ხოლო მესამე სტადიის ბოლოს და მეოთხე სტადიაში კი მივმართავთ რქოვანას შრეობრივ ან სრული სისქის გადანერგვას ფემტო ლაზერის გამოყენებით.

რა ნიშნავს რქოვანას გადანერგვა ლაზერით ანუ გამჭოლი კერატოპლასტიკა?

გამჭოლი კერატოპლასტიკის დროს ხდება რქოვანას სრული სისქის გადანერგვა. ოპერაცია ფემტო ლაზერით კეთდება. აღნიშნული ოპერაცია ლაზერით საქართველოში აქამდე რამდენიმეჯერ არის ჩატარებული.

რა ჩივილები ჰქონდა პაციენტს, როდესაც მოგმართათ და როგორ შეიცვალა მისი მხედველობა გამჭოლი კერატოპლასტიკის შემდეგ?

პაციენტს მომართვის პერიოდში მხედველობის მკვეთრი გაუარესება აწუხებდა. ოპერაციის შემდეგ მას აღუდგა მხედველობა. საბოლოო შედეგის მისაღებად სრული რეაბილიტაციის პროცესი 8 თვეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია თვალის წვეთები და ექიმის მუდმივი კონტროლი.

რა ნიშნავს რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ლაზერით ანუ არაგამჭოლი კერატოპლასტიკა?

რქოვანას შრეობრივი გადანერგვა ფემტო ლაზერით საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს არის ოფთალმოლოგიაში ერთ–ერთი ყველაზე რთული და დახვეწილი ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა ტარდება იმიტომ, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ მხედველობას და თვალის კაკალი შევინარჩუნოთ. რქოვანას გადანერგვა ხდება შრეობრივად და ისიც ლაზერით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმის რისკს, რომ პაციენტის ორგანიზმმა არ მიიღოს დონორის რქოვანა, რაც პაციენტისთვის დიდი გამართლებაა.

ეს ოპერაცია პირველად თქვენ გააკეთეთ. რატომ არ კეთდებოდა აქამდე?

დიახ, ეს ოპერაცია ლაზერით პირველად ჩატარდა. ლაზერის გარეშე ეს ჩარევა შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ მანუალური მეთოდით, რაც პოსტოპერაციული პერიოდის შემდეგ მაღალი მხედველობით არ ხასიათდება. ლაზერით ამ ოპერაციების ჩატარება საკმაოდ დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია ოფთალმოლოგიაში. ოპერაციის ჩასატარებლად უმაღლესი ხარისხის აპარატურა საჭირო. ჩემმა გამოცდილებამ და ქირურგიულმა შესაძლებლობებმა მომცა საშუალება ეს ოპერაცია ჩამეტარებინა.

ოპერაციის ძველი მეთოდისგან რითი განსხვავდება?

ოპერაციები ტარდება ლაზერით და არა მანუალურად (მოძველებული მეთოდით). სწორედ ლაზერი განაპირობებს იმას, რომ ოპერაცია სრულდება ნაკერების ნაკლები რაოდენობით, რაც პოსტოპერაციულად დაბალ ასტიგმატიზმს იწვევს და ამის გამო პაციენტი იღებს მხედველობის მაღალ ხარისხს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მკვეთრად მცირდება ალბათობა პაციენტის და დონორის რქოვანას შეუთავსებლობის .

ვინ შეიძლება იყოს დონორი რქოვანას გადანერგვის დროს?

დაზიანებული რქოვანას შეცვლა დონორის ჯანსაღი რქოვანათი ხდება, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსს“ აშშ-დან, ბალტიმორის თვალის ბანკიდან მიეწოდება. რქოვანას გარსი არ შეიცავს სისხლძარღვებს და სხვა ქსოვილებთან შედარებით მისი შეთავსებადობა მაღალია.

რა აპარატურის გამოყენებით გაკეთდა ოპერაცია? ზოგადად, წარმატებული ოპერაციისთვის რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამედიცინო აპარატურის როლი?

ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში კომპანია „ცაისის“ წარმოების ფემტო ლაზერი გამოიყენება, რომლიც მსოფლიო ლიდერია მაღალტექნოლოგიური ოფთალმოლოგიური აღჭურვილობის წარმოებაში. ეს აღჭურვილობა ოფთალმოლოგიაში ახალი სიტყვაა.

ამ ოპერაციის ჩატარება კიდევ თუ იგეგმება?

დიახ, ამ ეტაპზე იგეგმება კიდევ რამდენიმე ოპერაციის ჩატარება, რომლებიც მოიცავს რქოვანას როგორც სრულ, ისე შრეობრივ გადანერგვას.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 032 2 190 190

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს სწავლა და მუშაობა  - წარმატებული სტუდენტის ისტორია ფოთიდან

ბათუმში მულტიპროფილური ლაბორატორია ,,მეგალაბის” 24/7 ფილიალი გაიხსნა

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა