პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი Plug-in-ჰიბრიდი და უახლესი ტექნიკა - Lexus-მა ახალი NX წარმოადგინა
პირველი Plug-in-ჰიბრიდი და უახლესი ტექნიკა - Lexus-მა ახალი NX წარმოადგინა

Lexus-მა ივ­ნის­ში NX-ის ახა­ლი, მე­ო­რე თა­ო­ბა წარ­მო­ად­გი­ნა. წი­ნა­მორ­ბედ მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც 2014 წლი­დან იწარ­მო­ე­ბო­და (170 000-ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ეგ­ზემპლა­რი) ავ­ტო­მო­ბი­ლის დე­ტა­ლე­ბი­სა და კომ­პო­ნენ­ტე­ბის 95 პრო­ცენ­ტი სრუ­ლი­ად ახა­ლია.

ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, „ლექ­სუს­მა“ ერთ-ერთი ბესტსე­ლე­რი SUV ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა, ვი­ზუ­ა­ლუ­რად კი კი­დევ უფრო მე­ტად დახ­ვე­წა.

ტოპ-ვერ­სია NX 450h+, მი­უ­ხე­და­ვად 306-ცხე­ნის­ძა­ლი­ა­ნი სიმ­ძლავ­რი­სა, შთამ­ბეჭ­და­ვად ეკო­ნო­მი­უ­რია და 100 კი­ლო­მეტრზე სა­შუ­ა­ლოდ 3 ლიტრზე ნაკ­ლებ საწ­ვავს მო­იხ­მარს. მას ელექტროს­ვლით 63 კი­ლო­მეტ­რამ­დე მან­ძი­ლის გავ­ლა შე­უძ­ლია. ამას­თან, ახალ­მა NX-მა მულ­ტი­მე­დი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლე­სი ტექ­ნი­კაც მი­ი­ღო.

დი­ზა­ი­ნის ევო­ლუ­ცია

ახა­ლი მო­დე­ლი კი­დევ უფრო დი­ნა­მი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ათ­ლე­ტუ­რი პრო­პორ­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ავ­ტო­მო­ბი­ლის ვი­ზუ­ალ­ზე დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ინ­ჟინ­რებ­თან ერ­თად იმუ­შა­ვეს - მათი მი­ზა­ნი NX-ის ფუნ­ქცი­უ­რი სი­ლა­მა­ზის კი­დევ უფრო გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა იყო.

„ახა­ლი Lexus NX ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მომ­ხმა­რებ­ლის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბის სტილს ერ­გე­ბა. ჩვენ ვი­მუ­შა­ვეთ მის მთა­ვარ ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე - ელექტრი­ფი­ცი­რე­ბა­ზე, დი­ზა­ინ­ზე, დი­ნა­მი­კა­ზე და უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე „ლექ­სუ­სის“ შეფ­დი­ზა­ი­ნერ­მა ტა­კე­ა­კი კა­ტომ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აე­რო­დი­ნა­მი­კა

NX-ის ზო­მე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ზარ­და: სიგ­რძე­სა და სი­გა­ნე­ში 20, სი­მაღ­ლე­ში 5, ხოლო თვლე­ბის ბა­ზის თვალ­საზ­რი­სით კი - 30 მი­ლი­მეტ­რით. პირ­ვე­ლი თა­ო­ბის NX-თან შე­და­რე­ბით, საგ­რძნობ­ლად გაზ­რდი­ლია რა­დი­ა­ტო­რის ცხა­უ­რის ზო­მაც, რო­მე­ლიც ახლა უფრო ვერ­ტი­კა­ლუ­რია და ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა ნა­წილს ვი­ზუ­ა­ლუ­რად კი­დევ უფრო მა­ღალს აჩენს. ახალ NX-ში დის­კის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა 20 დუ­ი­მია.

აე­რო­დი­ნა­მი­კის თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე ავ­ტო­მო­ბი­ლის ქვე­შაა „და­მა­ლუ­ლი“: ეს არის ძრა­ვის ახა­ლი ქვე­და დამ­ცა­ვი, რო­მელ­საც გოლ­ფის ბურ­თის მსგავ­სი ისე­თი ზე­და­პი­რი აქვს. გოლ­ფის ბურ­თის შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ე.წ. ღრმუ­ლე­ბი ჰა­ე­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ამ­ცი­რებს. იდენ­ტუ­რი მი­სია აკის­რია Lexus NX-ის ძრა­ვის ქვე­და დამ­ცავ­საც, რომ­ლის ჩაზ­ნე­ქი­ლი ფო­სო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლის აე­რო­დი­ნა­მი­კა კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­და. ამით Lexus აგ­რძე­ლებს ტრა­დი­ცი­ას, გა­ა­ო­ცოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ისე­თი ახა­ლი დე­ტა­ლე­ბით, რაც ბევ­რის­თვის უხი­ლა­ვი და შე­უმ­ჩნე­ვე­ლია.

უახ­ლე­სი მულ­ტი­მე­დია

ახა­ლი Lexus NX სე­რი­უ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია 9,8-დუ­ი­მი­ა­ნი ეკ­რა­ნით (და­ახ­ლო­ე­ბით 25 სან­ტი­მეტ­რი), და­მა­ტე­ბი­თი ოფ­ცი­ის სა­ხით ხელ­მი­საწ­ვდო­მია 14-დუ­ი­მი­ა­ნი მო­ნი­ტო­რიც (35,6 სან­ტი­მეტ­რი). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პრო­ცე­სო­რი ახლა 3,6-ჯერ უფრო სწრა­ფია, ვიდ­რე წინა თა­ო­ბის NX-ში. გა­სარ­თობ-სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას აქვს რო­გორც Android Auto-ს, ისე Apple Carplay-ს მხარ­და­ჭე­რა. ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ე­რის წინა და უკა­ნა ნა­წილ­ში შეხ­ვდე­ბით 2-2 USB-პორ­ტს, რო­მელ­თა­გან სამი უკვე USB-C-სტან­დარტს შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მუდ­მი­ვად სე­რი­უ­ლია იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ახა­ლი NX-ის რამ­დე­ნი­მე ფუნ­ქცია Lexus-Link-App-ის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ი­ყე­ნოთ - მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­ტე­რი­ე­რის წი­ნას­წარ გათ­ბო­ბა ან გაგ­რი­ლე­ბა.

მრბო­ლე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კა

იმი­სათ­ვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის სვლის დი­ნა­მი­კა კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი­ყო და სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თვის მი­ეღ­წია, ლექ­სუს­მა სა­ვა­ლი ნა­წი­ლის, მოხ­ვე­ვის სის­ტე­მი­სა და მუხ­რუ­ჭე­ბის მო­დი­ფი­კა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში პირ­ვე­ლად ჩარ­თო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლე­ბი. სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე ისი­ნი ახა­ლი Lexus NX-ის პირ­ველ ეგ­ზემპლა­რებს ტო­კი­ო­დან 100 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ში­მო­ი­ა­მას სარ­ბო­ლო ტრეკ­ზე ტეს­ტავ­დნენ, რის შემ­დე­გაც ინ­ჟინ­რებს გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რჩე­ვე­ბი მის­ცეს. ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა ფრთა და კა­პო­ტი ალუ­მი­ნი­საა.

უახ­ლე­სი ასის­ტენტ-სის­ტე­მე­ბი

ახალ Lexus NX-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლეა უსაფრ­თხო­ე­ბის ასის­ტენტ-სის­ტე­მე­ბის (Safety-System+) მე­სა­მე თა­ო­ბის პა­კე­ტი. ტექ­ნი­კა ახლა უკვე მო­ტო­ციკ­ლებს და ხე­ებ­საც აღიქ­ვამს. ავ­ტო­მო­ბილს შე­უძ­ლია, შე­ნიშ­ნოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, ასე­ვე ქვე­ი­თე­ბი და იმოქ­მე­დოს შე­სა­ბა­მი­სად. აღ­ქმის სენ­სო­რუ­ლი სის­ტე­მა ახლა გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად მუ­შა­ობს, ვიდ­რე წინა თა­ო­ბის NX-ში, ხოლო მოხ­ვე­ვის ახა­ლი ასის­ტენ­ტი კი მძღოლს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ნევ­რის დროს ეხ­მა­რე­ბა.

Lexus-ის უსაფრ­თხო­ე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ ტექ­ნი­კას ახლა 36 პრო­ცენ­ტით მეტი სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­ის წი­ნას­წარ აღ­ქმა შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წა ადაპ­ტი­რე­ბა­დი კრუ­იზ-კონ­ტრო­ლის (ACC) მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კაც, რაც, მა­გა­ლი­თად, მო­სახ­ვე­ვე­ბის უფრო თა­ნა­ბარ­ზო­მი­ე­რად გავ­ლა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. გა­უმ­ჯო­ბეს­და საგ­ზაო ნიშ­ნე­ბის ამომცნო­ბი სის­ტე­მაც.

კა­რის ელექტრო­მე­ქა­ნი­კუ­რი გახ­სნის სის­ტე­მა ე.წ. „მკვდა­რი ზო­ნის“ ასის­ტენ­ტთან ერ­თად მუ­შა­ობს. თუკი ახალ Lexus NX-ს უკ­ნი­დან ვე­ლო­სი­პე­დის­ტი, ან ნე­ბის­მი­ე­რი რამ უახ­ლოვ­დე­ბა, კარი ჩა­კე­ტი­ლი რჩე­ბა, სის­ტე­მა კი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის შე­სა­ხებ ვი­ზუ­ა­ლუ­რი და აკუს­ტი­კუ­რი სიგ­ნა­ლით გვაფრ­თხი­ლებს. უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა ჯამ­ში 95 პრო­ცენ­ტით ამ­ცი­რებს ისე­თი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც კა­რის სა­რის­კო გა­ღე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მა­ღალ კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია კურ­სის შეც­ვლის ავ­ტო­მა­ტუ­რი ასის­ტენ­ტი და გზაჯ­ვა­რე­დი­ნის ასის­ტენ­ტი. ასე­ვე გა­უმ­ჯო­ბეს­და Lexus NX-ის პარ­კი­რე­ბის ასის­ტენ­ტიც, რო­მე­ლიც მძღო­ლის მიერ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად მიჩ­ნე­ულ პარ­კი­რე­ბის პო­ზი­ცი­ას იმახ­სოვ­რებს და ცდი­ლობს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­დევ­ნო და­პარ­კინ­გე­ბი­სას გა­ი­მე­ო­როს.

Plug-in-ჰიბ­რი­დი, რო­გორც ტოპ-მო­დე­ლი

ახა­ლი NX-ის ტოპ­მო­დე­ლი Lexus-ის პირ­ვე­ლი Plug-in-ჰიბ­რი­დუ­ლი ვერ­სი­აა (450h+). ამ შემ­თხვე­ვა­ში ბენ­ზი­ნის 2,5 ლიტ­რი მო­ცუ­ლო­ბის 4-ცი­ლინ­დრი­ა­ნი ძრა­ვა ელექტრო­მო­ტორ­თან ერ­თად მუ­შა­ობს, სის­ტე­მუ­რი სიმ­ძლავ­რე კი 306 ცხე­ნის ძა­ლაა. და­მუხ­ტვა­დი ლი­თი­უმ-იო­ნუ­რი ელე­მენ­ტის ტე­ვა­დო­ბა 18,1 კვ.სთ-ია.

NX-ის ამ ვერ­სი­ას ელექტროს­ვლით 63 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა შე­უძ­ლია - მაქ­სი­მუმ 135 კმ/სთ სის­წრა­ფით, ხოლო ად­გი­ლი­დან 100 კმ/სთ-მდე აჩ­ქა­რე­ბას კი 6 წამ­ზე ოდ­ნავ მეტ დრო­ში ახერ­ხებს. საწ­ვა­ვის ხარ­ჯი სა­შუ­ა­ლოდ 100 კი­ლო­მეტრზე 3 ლიტრზე ნაკ­ლე­ბია (WLTP-ის სტან­დარ­ტით).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელე­მენ­ტის და­მუხ­ტვის სის­ტე­მა არ ახ­დენს გავ­ლენს სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბა­სა და ზო­გა­დად ავ­ტო­მო­ბი­ლის ტე­ვა­დო­ბა­ზე. ზუს­ტად ისე, რო­გორც NX 350h-ის შემ­თხვე­ვა­ში (Plug-in-სის­ტე­მის გა­რე­შე), ტოპ­მო­დე­ლის სა­ბარ­გუ­ლის მო­ცუ­ლო­ბაც 500 ლიტ­რია, საწ­ვა­ვის ავ­ზის მო­ცუ­ლო­ბა კი - 55 ლიტ­რი.

„ლექ­სუ­სი“ Plug-in-სის­ტე­მის გა­რე­შე ხელ­მი­საწ­ვდომ ჰიბ­რი­დუ­ლი ვერ­სი­ას NX 350h-ს უწო­დებს. წინა თა­ო­ბის მო­დელ­თან შე­და­რე­ბით, მისი სიმ­ძლავ­რე 22 პრო­ცენ­ტით, 242 ცხე­ნის ძა­ლამ­დე გა­ი­ზარ­და. Lexus NX 350h ნუ­ლი­დან 100 კმ/სთ-მდე სის­წრა­ფეს 7,7 წამ­ში ავი­თა­რებს, რაც აჩ­ქა­რე­ბის 15 პრო­ცენ­ტით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ნიშ­ნავს. მი­უ­ხე­და­ვად სიმ­ძლავ­რის გაზ­რდი­სა და აჩ­ქა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენ­ტი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი Lexus NX გა­რე­მოს კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად აბინ­ძუ­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ახა­ლი NX-ის არა­ჰიბ­რი­დუ­ლი, მხო­ლოდ შიგა წვის ძრა­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე ვერ­სი­ე­ბი - NX 250 (2,5-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვა, 199 ცხე­ნის ძალა) და NX 350 (2,4 Turbo, 279 ცხე­ნის ძალა).

Lexus NX-ის ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლე­ბი უსა­ფე­ხუ­რო ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფით იწარ­მო­ე­ბა. Plug-in-ჰიბ­რი­დუ­ლი ვერ­სია NX 450h+ ყო­ველ­თვის სრუ­ლი ამძრა­ვი­თაა (4x4) ხელ­მი­საწ­ვდო­მი, 350h-ის შემ­თხვე­ვა­ში კი მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, აირ­ჩი­ოს წინა ან სრუ­ლამძრა­ვი­ა­ნი სის­ტე­მა.

ახა­ლი თა­ო­ბის Lexus NX შეკ­ვე­თას ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 2021 წლის მე-3 კვარტლი­დან შეძ­ლე­ბენ. ხელ­მი­საწ­ვდო­მი მო­დე­ლე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ასე­ვე ფა­სე­ბის და მო­წო­დე­ბის ვა­დე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, გთხოვთ მი­მარ­თოთ ლექ­სუს თბი­ლისს.

R

Nik
0

შთამბეჭდავი პროგრესია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პირველი Plug-in-ჰიბრიდი და უახლესი ტექნიკა - Lexus-მა ახალი NX წარმოადგინა

პირველი Plug-in-ჰიბრიდი და უახლესი ტექნიკა - Lexus-მა ახალი NX წარმოადგინა

Lexus-მა ივნისში NX-ის ახალი, მეორე თაობა წარმოადგინა. წინამორბედ მოდელთან შედარებით, რომელიც 2014 წლიდან იწარმოებოდა (170 000-ზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი) ავტომობილის დეტალებისა და კომპონენტების 95 პროცენტი სრულიად ახალია.

ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაში უდიდესი გამოცდილების დამსახურებით, „ლექსუსმა“ ერთ-ერთი ბესტსელერი SUV ტექნოლოგიური თვალსაზრისით ახალ საფეხურზე აიყვანა, ვიზუალურად კი კიდევ უფრო მეტად დახვეწა.

ტოპ-ვერსია NX 450h+, მიუხედავად 306-ცხენისძალიანი სიმძლავრისა, შთამბეჭდავად ეკონომიურია და 100 კილომეტრზე საშუალოდ 3 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მას ელექტროსვლით 63 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. ამასთან, ახალმა NX-მა მულტიმედიისა და უსაფრთხოების უახლესი ტექნიკაც მიიღო.

დიზაინის ევოლუცია

ახალი მოდელი კიდევ უფრო დინამიკურად გამოიყურება და ათლეტური პროპორციებით გამოირჩევა. ავტომობილის ვიზუალზე დიზაინერებმა ინჟინრებთან ერთად იმუშავეს - მათი მიზანი NX-ის ფუნქციური სილამაზის კიდევ უფრო გათანამედროვება და განვითარება იყო.

„ახალი Lexus NX ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის მრავალფეროვან ცხოვრების სტილს ერგება. ჩვენ ვიმუშავეთ მის მთავარ ძლიერ მხარეებზე - ელექტრიფიცირებაზე, დიზაინზე, დინამიკაზე და უახლეს ტექნოლოგიებზე,“ - განაცხადა პრეზენტაციაზე „ლექსუსის“ შეფდიზაინერმა ტაკეაკი კატომ.

განსაკუთრებული აეროდინამიკა

NX-ის ზომები ყველა მიმართულებით გაიზარდა: სიგრძესა და სიგანეში 20, სიმაღლეში 5, ხოლო თვლების ბაზის თვალსაზრისით კი - 30 მილიმეტრით. პირველი თაობის NX-თან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია რადიატორის ცხაურის ზომაც, რომელიც ახლა უფრო ვერტიკალურია და ავტომობილის წინა ნაწილს ვიზუალურად კიდევ უფრო მაღალს აჩენს. ახალ NX-ში დისკის მაქსიმალური ზომა 20 დუიმია.

აეროდინამიკის თვალსაზრისით განსაკუთრებული სიახლე ავტომობილის ქვეშაა „დამალული“: ეს არის ძრავის ახალი ქვედა დამცავი, რომელსაც გოლფის ბურთის მსგავსი ისეთი ზედაპირი აქვს. გოლფის ბურთის შემთხვევაში ასეთი ე.წ. ღრმულები ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს. იდენტური მისია აკისრია Lexus NX-ის ძრავის ქვედა დამცავსაც, რომლის ჩაზნექილი ფოსოების მეშვეობით ავტომობილის აეროდინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ამით Lexus აგრძელებს ტრადიციას, გააოცოს მომხმარებელი ისეთი ახალი დეტალებით, რაც ბევრისთვის უხილავი და შეუმჩნეველია.

უახლესი მულტიმედია

ახალი Lexus NX სერიულად აღჭურვილია 9,8-დუიმიანი ეკრანით (დაახლოებით 25 სანტიმეტრი), დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია 14-დუიმიანი მონიტორიც (35,6 სანტიმეტრი). აღსანიშნავია, რომ მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პროცესორი ახლა 3,6-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის NX-ში. გასართობ-საინფორმაციო სისტემას აქვს როგორც Android Auto-ს, ისე Apple Carplay-ს მხარდაჭერა. ავტომობილის ინტერიერის წინა და უკანა ნაწილში შეხვდებით 2-2 USB-პორტს, რომელთაგან სამი უკვე USB-C-სტანდარტს შეესაბამება.

მუდმივად სერიულია იმის შესაძლებლობა, რომ ახალი NX-ის რამდენიმე ფუნქცია Lexus-Link-App-ის მეშვეობით გამოიყენოთ - მაგალითად, ავტომობილის ინტერიერის წინასწარ გათბობა ან გაგრილება.

მრბოლელების ჩართულობით გაუმჯობესებული დინამიკა

იმისათვის, რომ ავტომობილის სვლის დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესებულიყო და სრულიად ახალი საფეხურისთვის მიეღწია, ლექსუსმა სავალი ნაწილის, მოხვევის სისტემისა და მუხრუჭების მოდიფიკაციაზე მუშაობის პროცესში პირველად ჩართო პროფესიონალი ავტომრბოლელები. სერიული წარმოების დაწყებამდე ისინი ახალი Lexus NX-ის პირველ ეგზემპლარებს ტოკიოდან 100 კილომეტრში მდებარე შიმოიამას სარბოლო ტრეკზე ტესტავდნენ, რის შემდეგაც ინჟინრებს გარკვეული რეკომენდაციები და რჩევები მისცეს. ავტომობილის წინა ფრთა და კაპოტი ალუმინისაა.

უახლესი ასისტენტ-სისტემები

ახალ Lexus NX-ში განსაკუთრებული სიახლეა უსაფრთხოების ასისტენტ-სისტემების (Safety-System+) მესამე თაობის პაკეტი. ტექნიკა ახლა უკვე მოტოციკლებს და ხეებსაც აღიქვამს. ავტომობილს შეუძლია, შენიშნოს საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი ავტომობილები, ასევე ქვეითები და იმოქმედოს შესაბამისად. აღქმის სენსორული სისტემა ახლა გაცილებით სწრაფად მუშაობს, ვიდრე წინა თაობის NX-ში, ხოლო მოხვევის ახალი ასისტენტი კი მძღოლს აუცილებელი მანევრის დროს ეხმარება.

Lexus-ის უსაფრთხოების კიდევ უფრო განვითარებულ ტექნიკას ახლა 36 პროცენტით მეტი საშიში სიტუაციის წინასწარ აღქმა შეუძლია. გარდა ამისა, კიდევ უფრო დაიხვეწა ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლის (ACC) მუშაობის სპეციფიკაც, რაც, მაგალითად, მოსახვევების უფრო თანაბარზომიერად გავლაში გამოიხატება. გაუმჯობესდა საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემაც.

კარის ელექტრომექანიკური გახსნის სისტემა ე.წ. „მკვდარი ზონის“ ასისტენტთან ერთად მუშაობს. თუკი ახალ Lexus NX-ს უკნიდან ველოსიპედისტი, ან ნებისმიერი რამ უახლოვდება, კარი ჩაკეტილი რჩება, სისტემა კი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ვიზუალური და აკუსტიკური სიგნალით გვაფრთხილებს. უსაფრთხოების უახლესი სისტემების ერთობლიობა ჯამში 95 პროცენტით ამცირებს ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც კარის სარისკო გაღებასთანაა დაკავშირებული.

უსაფრთხოების სისტემების მაღალ კომპლექტაციაში ხელმისაწვდომია კურსის შეცვლის ავტომატური ასისტენტი და გზაჯვარედინის ასისტენტი. ასევე გაუმჯობესდა Lexus NX-ის პარკირების ასისტენტიც, რომელიც მძღოლის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ პარკირების პოზიციას იმახსოვრებს და ცდილობს, რომ ავტომობილის მომდევნო დაპარკინგებისას გაიმეოროს.

Plug-in-ჰიბრიდი, როგორც ტოპ-მოდელი

ახალი NX-ის ტოპმოდელი Lexus-ის პირველი Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაა (450h+). ამ შემთხვევაში ბენზინის 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავა ელექტრომოტორთან ერთად მუშაობს, სისტემური სიმძლავრე კი 306 ცხენის ძალაა. დამუხტვადი ლითიუმ-იონური ელემენტის ტევადობა 18,1 კვ.სთ-ია.

NX-ის ამ ვერსიას ელექტროსვლით 63 კილომეტრის გავლა შეუძლია - მაქსიმუმ 135 კმ/სთ სისწრაფით, ხოლო ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 6 წამზე ოდნავ მეტ დროში ახერხებს. საწვავის ხარჯი საშუალოდ 100 კილომეტრზე 3 ლიტრზე ნაკლებია (WLTP-ის სტანდარტით).

აღსანიშნავია, რომ ელემენტის დამუხტვის სისტემა არ ახდენს გავლენს საბარგულის მოცულობასა და ზოგადად ავტომობილის ტევადობაზე. ზუსტად ისე, როგორც NX 350h-ის შემთხვევაში (Plug-in-სისტემის გარეშე), ტოპმოდელის საბარგულის მოცულობაც 500 ლიტრია, საწვავის ავზის მოცულობა კი - 55 ლიტრი.

„ლექსუსი“ Plug-in-სისტემის გარეშე ხელმისაწვდომ ჰიბრიდული ვერსიას NX 350h-ს უწოდებს. წინა თაობის მოდელთან შედარებით, მისი სიმძლავრე 22 პროცენტით, 242 ცხენის ძალამდე გაიზარდა. Lexus NX 350h ნულიდან 100 კმ/სთ-მდე სისწრაფეს 7,7 წამში ავითარებს, რაც აჩქარების 15 პროცენტით გაუმჯობესებას ნიშნავს. მიუხედავად სიმძლავრის გაზრდისა და აჩქარების გაუმჯობესებისა, გამონაბოლქვი დაახლოებით 10 პროცენტითაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი Lexus NX გარემოს კიდევ უფრო ნაკლებად აბინძურებს.

აღსანიშნავია, რომ ასევე ხელმისაწვდომია ახალი NX-ის არაჰიბრიდული, მხოლოდ შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ვერსიები - NX 250 (2,5-ლიტრიანი ძრავა, 199 ცხენის ძალა) და NX 350 (2,4 Turbo, 279 ცხენის ძალა).

Lexus NX-ის ჰიბრიდული მოდელები უსაფეხურო ავტომატური გადაცემათა კოლოფით იწარმოება. Plug-in-ჰიბრიდული ვერსია NX 450h+ ყოველთვის სრული ამძრავითაა (4x4) ხელმისაწვდომი, 350h-ის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს წინა ან სრულამძრავიანი სისტემა.

ახალი თაობის Lexus NX შეკვეთას ქართველი მომხმარებლები 2021 წლის მე-3 კვარტლიდან შეძლებენ. ხელმისაწვდომი მოდელებისა და აღჭურვილობის, ასევე ფასების და მოწოდების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ მიმართოთ ლექსუს თბილისს.

R

ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

LG საქართველოს ბაზარზე ამყარებს თავის პოზიციებს ადგილობრივ ინვესტიციებსა და პარტნიორობაზე დაყრდნობით

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს