პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო რეფორმას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის სამმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ესენი არიან: პარლამენტის უფრაქციო წევრი თაკო ჩარკვიანი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე.
საპარლამენტო ოპოზიციიდან ფრაქციამ “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ და ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საარჩევნო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
საარჩევნო რეფორმის შედეგად:
- იზრდება პროპორციული წილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი 40%-იანი ბარიერი დაწესდა.
- საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება 8+9 პარიტეტის პრინციპით. ცესკოს თავმჯდომარე ახალი წესით აირჩევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, სამივე დონეზე შერეული სახის იქნება - 7 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით. ამასთან, შემოღებული იქნება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოზიცია.
- პროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს. კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე. დაუშვებელი ხდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.
- მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების, ასევე უბნების 10%-ით შემთხვევითი გამოვლენის და მათი გადათვლის პრინციპის გამოყენება. აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ უბნის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და ოლქის მიერ შესწორების ოქმის მხოლოდ გადათვლის შედეგად შეცვლა.
- განისაზღვრება უბნების სავალდებულო გადათვლის მკაფიო კრიტერიუმები: განისაზღვრება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის წესების დაცვის პასუხისმგებლობის პირი; იზრდება საჩივრების მიღების ვადები. შეიქმნება მინდობილობების რეესტრი.
- კანონპროექტის გათვალისწინებით, მოხდება საჩივრების ელექტრონული შეტანა, გასაჩივრდება სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმა.
- შეიქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, დავებზე და გადათვლებზე დაკვირვებისთვის.
პროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, პლენარულ სხდომაზე დამატებითი განხილვისათვის გადადებულ საკითხებზე იმსჯელეს და მხარი ორ დანართს დაუჭირეს. ერთი დანართით რეგულირდება თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები, ხოლო მეორე დანართით - საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების სახელწოდებები და საზღვრები.
საკუთარი თავის და უცხოელი პარტნიორების მოტყუებაა მეტი არაფერი!!@
შენობის კედელზე ინტერაქტიური ეკრანი და მსოფლიო ეკრანი მუდმივი ვიდეო თავლთვალი დარბაზსა და შესასვლელში, პერიმეტრზე კამერებით სენსორებით მზის და ქარის პაწაწუნა გენერატორის ასევე აკუმულატორით იმით კიდე რა ქვია დენი რომ გამოირთვება და კომპიუტერი მაინც რომ მუშაობს იუპიეს ? დაყენება არ შეგეძლოთ 2 კილოვატიანის , არ ღირს 500 დოლარი?! მაინც სკოლასა და ბაგაბაღებში ატარებთ და არჩევნების მერეც გამოადგებათ ეგენი ? ონლაინ რომ მიმდინარეობდეს თითის ანაბეჭდების აღება და სახის ოვალისაც , და მსოფლიო ყველა კუთხიდან დაინახავს ჩუღურეთის საარჩევნო უბანს შიგნიდანაც და გარედანაც , მაგრამ ეგ ხომ იგივეა შიგნიდან დაანახვო ნაცქოცმოქკავშირი რომ კომკავშირია და კრემლის ტატუ აქვთ დაფარულ ადგილას ?! რატომ და იმიტომა, რომა არ არსებობს საარჩევნო სისტემა გოგორიშვილთარხნიშვილნოდიამ რომ გასაღები ვერ მოუნახონ, დავიჯეროთ, კიდევ ვაშაძე წერს მაგის ალგორითმს და ინტეგრირების გეგმას სააკაშვილი ?!