პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ
"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

იყო გარ­კვე­უ­ლი გა­უ­ცხო­ე­ბა ბავ­შვე­ბის მხრი­დან, გარ­კვე­უ­ლი ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ში­შე­ბი, ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, რომ გავ­ცნო­ბო­დით ბავ­შვებს - გა­ვაგ­რძე­ლებთ ვი­ზი­ტებს, მე დღეს და­ვი­ნა­ხე სრუ­ლი მზა­ო­ბა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კო­მენ­და­ცია იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ლომ­ჯა­რი­ას თქმით, პან­სი­ონ­ში ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლი მო­ნა­ცემ­თა ბაზა არ არ­სე­ბობს.

„ეს მა­ინც პირ­ვე­ლა­დი და გაც­ნო­ბი­თი ტი­პის შეხ­ვედ­რა იყო, პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვებ­თან. რო­გორც აქამ­დე ვამ­ბობ­დი, რა თქმა უნდა, იყო გარ­კვე­უ­ლი გა­უ­ცხო­ე­ბა ბავ­შვე­ბის მხრი­დან, გარ­კვე­უ­ლი ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბი და ში­შე­ბი, ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო, რომ გავ­ცნო­ბო­დით ბავ­შვებს, შევ­სუ­ლი­ყა­ვით მათ­თან კონ­ტაქ­ტში, გა­ვე­სა­უბ­რეთ მათ, რა თქმა უნდა გაგ­რძელ­დე­ბა კი­დევ ვი­ზი­ტე­ბი. ასე­ვე, გა­ვე­ცა­ნით პირ­ვე­ლა­დად რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და გვაქვს უკვე პირ­ვე­ლა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - პირ­ველ რიგ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი არის და ცოტა ქა­ო­ტუ­რად არის და ერთი დღე არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვეც­ნოთ და ამი­ტომ პირ­ვე­ლა­დი რე­კო­მენ­და­ცია არის ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა მო­წეს­რიგ­დეს. გა­ვაგ­რძე­ლებთ ვი­ზი­ტებს. მე დღეს და­ვი­ნა­ხე სრუ­ლი მზა­ო­ბა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კო­მენ­და­ცია იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ასე­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ზო­გა­დად ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს გა­მო­ხა­ტუ­ლი სრუ­ლი მზა­ო­ბა სა­მო­მავ­ლოდ ვი­ზი­ტე­ბი იქ­ნე­ბა ეს, თუ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლას, ერთი დღე ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხოთ. ბავ­შვე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია იქ­ნე­ბა პირ­ველ რიგ­ში სა­ნა­ხა­ვი იმი­ტომ, რომ ერთი შე­ხედ­ვით არ არ­სე­ბობს სრულ­ყო­ფი­ლი მო­ნა­ცემ­თა ბაზა ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე სია არის და მოგ­ვი­წია მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სი­ე­ბის შე­და­რე­ბა, გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა­ზე არ ვიჩ­ქა­რებ, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბე­ბი ამ სი­ებ­ში ვნა­ხეთ. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას.

ბავ­შვებს ბა­რი­ე­რი აქვთ, იმი­ტომ, რომ მათ ჩვენს შე­სა­ხებ ძი­რი­თა­დად კარ­გი არა­ფე­რი სმე­ნი­ათ, ეს იყო პირ­ვე­ლი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ბა­რი­ე­რი იქ­ნე­ბო­და. დღე­ვან­დე­ლი ვი­ზი­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში უფრო სა­ფუძ­ვლი­ან ვი­ზი­ტებს დავ­გეგ­მავთ იმი­ტომ, რომ სა­მუ­შაო ძა­ლი­ან ბევ­რია“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კორონიკო!
110

ამ "ქალის" არსად შეშვება არ შეიძლება!!!!!

Rd
31

მავნებელი კრუელა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს - გავაგრძელებთ ვიზიტებს, მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, პანსიონში ბავშვების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

„ეს მაინც პირველადი და გაცნობითი ტიპის შეხვედრა იყო, პირველ რიგში ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდან, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო, რომ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით მათთან კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ, რა თქმა უნდა გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. ასევე, გავეცანით პირველადად რაც შესაძლებელი იყო, დოკუმენტაციას და გვაქვს უკვე პირველადი რეკომენდაციები - პირველ რიგში დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი არის და ცოტა ქაოტურად არის და ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ და ამიტომ პირველადი რეკომენდაცია არის ის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. გავაგრძელებთ ვიზიტებს. მე დღეს დავინახე სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, დავათვალიერე ასევე ინფრასტრუქტურა და ზოგადად ჩვენთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არსებობს გამოხატული სრული მზაობა სამომავლოდ ვიზიტები იქნება ეს, თუ რეკომენდაციების შესრულება. ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტაციის შესწავლას, ერთი დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი, რომ ყველაფერი ვნახოთ. ბავშვების დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში სანახავი იმიტომ, რომ ერთი შეხედვით არ არსებობს სრულყოფილი მონაცემთა ბაზა ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში ამ სიების შედარება, გარკვეული დასკვნების გაკეთებაზე არ ვიჩქარებ, თუმცა განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ბავშვებს ბარიერი აქვთ, იმიტომ, რომ მათ ჩვენს შესახებ ძირითადად კარგი არაფერი სმენიათ, ეს იყო პირველი პირადი კონტაქტი და ბუნებრივია, რომ ბარიერი იქნებოდა. დღევანდელი ვიზიტი დასრულებულია, მაგრამ მომავალში უფრო საფუძვლიან ვიზიტებს დავგეგმავთ იმიტომ, რომ სამუშაო ძალიან ბევრია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ართროპლასტიკა და ართროსკოპია – თანამედროვე ტრავმატოლოგია თოდუას კლინიკისგან

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დაჯილდოვდა

ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები საქართველოში