პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს
"მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

"ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა თქვე­ნი გა­მოს­ვლა და რა­ტომ - უად­გი­ლოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რი და სა­ზე­ი­მო იყო, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად სა­ზე­ი­მო იყო",- ასე მი­მარ­თა პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე.

მისი თქმით, იმ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ჰყავს 550 ათა­სი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გან 180 ათა­სი ბავ­შვია, მსგავ­სად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად სა­ზე­ი­მო გა­მოს­ვლა მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის მხრი­დან წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას "მე­ტის­მე­ტია“.

"ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს გა­მოს­ვლას, კარ­გსაც ვი­ტყვი, ცუდ­საც, იმი­ტომ, რომ არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ გვა­წუ­ხებს ჩვენ, პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ებს“, რომ კარ­გზე კარ­გი ვთქვათ, თეთრზე თეთ­რი და შავ­ზე - შავი. არ მო­მე­წო­ნა, ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა თქვე­ნი გა­მოს­ვლა და რა­ტომ - უად­გი­ლოდ ოპ­ტი­მის­ტუ­რი და სა­ზე­ი­მო იყო, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად სა­ზე­ი­მო იყო, რომ აი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და კი­დევ უფრო მაგ­რად იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე წელ­შიო. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს ასე იყოს, მაგ­რამ თქვენც ხომ იმ მოხ­სე­ნე­ბა­ში თქვით კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვი, რომ 550 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბა­ზე და აქე­დან 180 ათა­სი ბავ­შვია და ამ რე­ა­ლო­ბა­ში, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­თი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სა­ზე­ი­მო გა­მოს­ვლა, მე ვფიქ­რობ, მე­ტის­მე­ტი იყო,“- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი იმის­თვი­საც გა­აკ­რი­ტი­კა, რომ მან წლი­უ­რი ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას უფრო მეტი დრო და­უთ­მო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ და­უ­ფა­რავ სი­ძულ­ვილს, ვიდ­რე რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს.

"იმ დღეს გი­ყუ­რებ­დით და დავ­რწმუნ­დი, მჯე­რა რომ არ თა­მა­შობთ, როლ­ში არ ხართ, გულ­წრფე­ლად გძულთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, ეს დას­კვნა გა­მო­ვი­ტა­ნე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბოლო თვე­ებ­ში პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უფრო მეტი მი­ზე­ზი გვაქვს, რომ გვძულ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, მაგ­რამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, არც სი­ძულ­ვი­ლის­თვის.

ჩემი ღრმა რწმე­ნით, ჩვენ აქ ვართ ხალ­ხის სამ­სა­ხუ­რის­თვის და იმ დღეს ჩემი აზ­რით, თქვე­ნი ბრა­ლი იყო, იმი­ტომ, რომ თქვენ ხართ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ზედ­მე­ტად ბევ­რი დრო და­უთ­მეთ ამ სი­ძულ­ვი­ლის "პინგ-პონგს“ და ძა­ლი­ან ცოტა დრო რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­სა და მათ­ზე სა­უ­ბარს,“- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრცხვენოდეთ!!!!!!!
84

შეიგნეთ სულელებო, ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს ნახევარი მილიონი ადამიანი საქაეთველოში და თქვენ შესაბამისად აყენებთ თითოეულ მათქვანს შეურაწყოფას!!!!!!!! ერთი გაჭირვებული ხალხის მატყუარა პარმალენტარი ხართ და მეორე მატყუარა პრემიერმინისტრი. არცერთს არ გაქვთ მორალური უფლება სხვების კრიტიკის. თუ ვინმე დამნაშავე იყო 9 წელი რას მიკეთებდით, გარდა ამისა თქვენს რიგებში გყავთ ფარად ამოფარებული. 

გრცხვენოდე-ს
82

მართლა უნდა გრცხვენოდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

"მჯერა, რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

"ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ - უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო, გადაჭარბებულად საზეიმო იყო",- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანას ჰყავს 550 ათასი სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანი, რომელთაგან 180 ათასი ბავშვია, მსგავსად გადაჭარბებულად საზეიმო გამოსვლა მთავრობის მეთაურის მხრიდან წლიური ანგარიშის წარდგენისას "მეტისმეტია“.

"ბატონო ირაკლი, რაც შეეხება თქვენს გამოსვლას, კარგსაც ვიტყვი, ცუდსაც, იმიტომ, რომ არანაირი კომპლექსი არ გვაწუხებს ჩვენ, პარტია "მოქალაქეებს“, რომ კარგზე კარგი ვთქვათ, თეთრზე თეთრი და შავზე - შავი. არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ - უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო, გადაჭარბებულად საზეიმო იყო, რომ აი, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო მაგრად იქნება რამდენიმე წელშიო. ვისურვებდი, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ თქვენც ხომ იმ მოხსენებაში თქვით კონკრეტული რიცხვი, რომ 550 ათასი ადამიანი არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და აქედან 180 ათასი ბავშვია და ამ რეალობაში, ამ ვითარებაში, ასეთი გადაჭარბებული საზეიმო გამოსვლა, მე ვფიქრობ, მეტისმეტი იყო,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან საქართველოს მთავრობის მეთაური იმისთვისაც გააკრიტიკა, რომ მან წლიური ანგარიშის წარდგენისას უფრო მეტი დრო დაუთმო "ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დაუფარავ სიძულვილს, ვიდრე რეალურ პრობლემებზე საუბარს.

"იმ დღეს გიყურებდით და დავრწმუნდი, მჯერა რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა“, ეს დასკვნა გამოვიტანე. სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეებში პარტია "მოქალაქეებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ გვძულდეს "ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის, არც სიძულვილისთვის.

ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის და იმ დღეს ჩემი აზრით, თქვენი ბრალი იყო, იმიტომ, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი, ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ სიძულვილის "პინგ-პონგს“ და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებსა და მათზე საუბარს,“- განაცხადა ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია