პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?
აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

1926 წლის 3 დე­კემ­ბერს, ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი ბერკშირ­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს ის­ტო­რია მი­სი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სტილ­ში იყო - უც­ნა­უ­რი სი­უ­ჟე­ტით, ბევ­რი გა­უხ­სნე­ლი სა­ი­დუმ­ლო­თი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი კულ­მი­ნა­ცი­ით. მო­დით, გა­ვერ­კვეთ, რა მოხ­და ზამ­თრის იმ სა­ღა­მოს სი­ნამ­დვი­ლე­ში და რა­ტომ ვერ შეძ­ლო აგა­თა კრის­ტის პოვ­ნა ვე­რა­ვინ, ორი კვი­რის მან­ძილ­ზე.

1926 წელი, აგ­ა­თას­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: გარ­და­იც­ვა­ლა მისი დედა, რა­ღაც დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ კი, სა­კუ­თარ­მა მე­უღ­ლემ აღი­ა­რა, რომ სხვა ქალი შე­უყ­ვარ­და. ერთხელ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:30 სთ-ზე, აგა­თა საყ­ვა­რე­ლი სა­ვარ­ძლი­დან ადგა, რო­მე­ლიც მი­სა­ღებ ოთახ­ში იდგა, ავი­და ქა­ლიშ­ვი­ლის ოთახ­ში, აკო­ცა მას და მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და ქვე­მოთ. ჩაჯ­და თა­ვის ავ­ტო­მო­ბილ­ში - Morris Cowley და ღა­მით, გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავ­რა. მომ­დევ­ნო 11 დღის მან­ძილ­ზე, არა­ვინ იცო­და, სად იმ­ყო­ფე­ბო­და მწე­რა­ლი და რა გა­დახ­და მას თავს.

მის­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში, აგა­თა კრის­ტი უკვე საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი იყო, რო­მელ­საც მრა­ვალ­რი­ცხვო­ვა­ნი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავ­და. აგ­ა­თას ძებ­ნა­ში 1000-ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი ჩა­ერ­თო, რომ­ლებ­საც და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ხა­ლი­სე შე­უ­ერ­თდა. პირ­ვე­ლად, ის­ტო­რი­ა­ში, სამ­ძებ­რო საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ავი­ა­ტექ­ნი­კაც.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ უი­ლი­ამ ჯონ­სონ-ჰიკ­სი ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო მწერ­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გამო და გას­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეს საქ­მე რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ეხ­სნათ. ამას გარ­და, იმ დრო­ის ორი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მწე­რალ-„კრი­მი­ნა­ლის­ტი“ - არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი და დო­რო­თი ლ. სე­ი­ერ­სიც შე­უ­ერ­თდნენ მა­ძი­ე­ბელ­თა რი­გებს. ყვე­ლა იმე­დოვ­ნებ­და, რომ მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი და­ეხ­მა­რე­ბო­და პო­ლი­ცი­ას ამ უც­ნა­უ­რი საქ­მის გახ­სნა­ში.

პო­ლი­ცი­ამ საკ­მა­ოდ მალე იპო­ვა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც აგა­თა სახ­ლი­დან გა­ემ­გზავ­რა. ის გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო ნი­უ­ი­ლენ­დსის კუ­თხის ნაკ­რძა­ლის ცი­ცა­ბო ფერ­დობ­ზე, სუ­რე­ის საგ­რა­ფო­ში. მან­ქა­ნის სა­ლონ­ში მწერ­ლის ქურ­ქი იყო. მან­ქა­ნა კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ამი­ტომ პო­ლი­ცი­ე­ლებს არ გას­ჩე­ნი­ათ არა­ვი­თა­რი ეჭვი იმა­ზე, რომ მწე­რა­ლი და­შავ­და. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ მან ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით და­ტო­ვა ნაკ­რძა­ლი, ან ამის გა­კე­თე­ბა აი­ძუ­ლეს. ძი­ე­ბის მე­ო­რე და მე­სა­მე დღემ არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერ­თმა­ნეთ­ზე სა­ზა­რე­ლი ვერ­სი­ე­ბის შე­თხზვა და­ი­წყეს. პრე­სის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ემ­ხრო­ბო­და იმ თე­ო­რი­ას, რომ აგა­თა აღარ იყო ცო­ცხა­ლი. მან­ქა­ნის პოვ­ნის ად­გი­ლის სი­ახ­ლო­ვეს, ტბა იყო, რო­მე­ლიც ცუდი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და. ამ ტბა­ში, აგ­ა­თას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ორი ბავ­შვი და­იხ­რჩო. ამა­ზე დაყ­რდნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს ვერ­დიქ­ტი, რომ აგა­თა გა­მიზ­ნუ­ლად გა­ემ­გზავ­რა ასეთ აგი­ლას, რომ ცხოვ­რე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მათი სი­ტყვე­ბით, ბოლო წელს მომ­ხდარ­მა ამ­ბებ­მა მას­ზე ძლი­ე­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნია და პრობ­ლე­მე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ზოგი რე­პორ­ტი­ო­რი კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მწერ­ლის ცხე­და­რი ტბა­ში კი არა, სა­კუ­თარ სახ­ლში უნდა მო­ე­ძებ­ნათ. და­დი­ო­და ხმე­ბი, რომ აგა­თა ჩხუ­ბის დროს ქმარ­მა მოკ­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გან­ზრახ მო­ა­წყო ისე, რომ ყვე­ლას თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ზე ეფიქ­რა.

აგ­ა­თას ძებ­ნა­ში. 1926 წელი.

იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ამ თე­ო­რი­ებს სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ის­ტო­რია უბ­რა­ლოდ სა­რეკ­ლა­მო სვლა იყო. ეშ­მა­კუ­რი ხრი­კი, აგა­თა კრის­ტის ახა­ლი რო­მა­ნის გა­სა­პი­ა­რებ­ლად. მა­ლე­ვე, ცხა­დი გახ­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო „მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის“ ამოქ­მე­დე­ბა. არ­თურ კო­ნან­დო­ილ­მა, რო­მე­ლიც ოკულ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო, აგ­ა­თას სა­ი­დუმ­ლოს ამო­სახ­სნე­ლად ზე­ბუ­ნებ­რივ ძა­ლებს მი­მარ­თა. მან მწერ­ლის ხელ­თათ­მა­ნი ცნო­ბილ ინ­გლი­სელ მე­დი­უმს წა­უ­ღო. პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ექ­სპერ­ტი დიდ­ხანს ცდი­ლობ­და და­ემ­ყა­რე­ბი­ნა კავ­ში­რი მო­დუ­რი აქ­სე­სუ­ა­რის მფლო­ბელ­თან, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბა­ში დო­რო­თი სე­ი­ერ­სი ჩა­ერ­თო. მან გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით შე­ის­წავ­ლა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ად­გი­ლი, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ხელ­მო­სა­ჭი­დი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

New York Times-მა ამ ამ­ბავს პირ­ვე­ლი გვერ­დი და­უთ­მო. 14 დე­კემ­ბერს, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­თერ­თმე­ტე დღეს, რო­გორც იქნა მწე­რა­ლი ჰარ­გო­ი­ტის სას­ტუმ­რო­ში, ჩრდი­ლო­ეთ იორკში­რის ქა­ლაქ­ში იპო­ვეს, რო­მე­ლიც მწერ­ლის მან­ქა­ნის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლი­დან 400 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობ­და. აგა­თამ თქვა, რომ სა­ერ­თოდ არ ახ­სოვ­და, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სახ­ლი­დან ასე შორს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ას­კვნეს, რომ 4 დე­კემ­ბრის ღა­მეს, აგა­თა კრის­ტიმ გა­და­წყვი­ტა თა­ვის მან­ქა­ნით ლონ­დონ­ში წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ შემ­დეგ, აუხ­სნე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, შეც­ვა­ლა გეგ­მა. მან მან­ქა­ნა გზა­ზე მი­ა­ტო­ვა და მა­ტა­რებ­ლის სად­გუ­რის­კენ გა­ე­მარ­თა. ჩაჯ­და მა­ტა­რე­ბელ­ში და სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში გა­ემ­გზავ­რა. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე და­რე­გის­ტრირ­და სას­ტუმ­რო Swan Hydro-ში, სა­დაც თავი ყვე­ლას ქმრის საყ­ვა­რე­ლის სა­ხე­ლით, ტე­რე­ზა ნი­ლით გა­აც­ნო.

1920-იან წლებ­ში, ჰარ­გო­ი­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო, სა­დაც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ. აგა­თა არის­ტოკ­რა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თობ­და და არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ერთ დღეს, ის მუ­სი­კოს­მა იცნო, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო­ში მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ცი­ას სწო­რედ მან შე­ა­ტყო­ბი­ნა მწერ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

ჰა­რო­გე­ი­ტი

პო­ლი­ცი­ამ აგ­ა­თას ქმარს მა­შინ­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნა, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და მისი ცოლი. ის მა­შინ­ვე გა­იქ­ცა ჰა­რო­გე­ი­ტში, მაგ­რამ რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და, ცოლი საკ­მა­ოდ გულ­გრი­ლად მი­ე­სამ­ლა და შეც­ბუ­ნე­ბულ ქმარს სთხო­ვა, ფო­ი­ე­ში და­ლო­დე­ბო­და. აგა­თამ სა­ღა­მოს კაბა ჩა­იც­ვა, რომ სახ­ლში მთე­ლი თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

დიდი ხნის მან­ძილ­ზე, აგა­თა არ სა­უბ­რობ­და მომ­ხდარ­ზე. მის­მა მე­უღ­ლემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ მან ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მეხ­სი­ე­რე­ბა და­კარ­გა. ბი­ოგ­რა­ფი ენ­დრიუ ნორ­მა­ნი კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მწერ­ლის უც­ნა­უ­რი საქ­ცი­ე­ლის მი­ზე­ზი შე­საძ­ლე­ბე­ლია „დი­სო­ცი­ა­ცი­უ­რი ფუგა“, იშ­ვი­ა­თი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა უც­ნობ ად­გი­ლას, რის შემ­დე­გაც ადა­მი­ა­ნი მთლი­ა­ნად ივი­წყებს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თარ თავ­ზე. ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს აშ­ლი­ლო­ბა არის სხე­უ­ლის დამ­ცა­ვი რე­აქ­ცია, ფსი­ქი­კურ ტრავ­მა­ზე, ან ცხოვ­რე­ბის გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, აგა­თამ იპო­ვა ახა­ლი ძა­ლე­ბი და ქმარს 1928 წელს გა­ე­ყა­რა. მისი კა­რი­ე­რა უფრო სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, თა­ნა­მედ­რო­ვე მწე­რალ­მა, ენ­დრიუ უილ­სონ­მა ამ ინ­ცი­დენ­ტის ახ­სნის თა­ვი­სი ვერ­სია შეს­თა­ვა­ზა მკი­თხველს. მან გა­ა­ნა­ლი­ზა აგ­ა­თას ყვე­ლა ინ­ტერ­ვიუ, პო­ლი­ცი­ის ვერ­დიქ­ტი და მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი. ის მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ აგ­ა­თას მარ­თლა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი თა­ვის მოკ­ვლა, რად­გან დეპ­რე­სია ტან­ჯავ­და.

1928 წელს, მწე­რალ­მა The Daily Mail-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ 3 დე­კემ­ბერს, ის ნა­თე­სა­ვე­ბის­გან ბრუნ­დე­ბო­და შინ მან­ქა­ნით და და­ი­ნა­ხა ღრმა ხევი. „უც­ბად ძა­ლი­ან მო­მინ­და იქით წას­ვლა, მაგ­რამ მან­ქა­ნა­ში ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი იჯდა. ღა­მით, თავი ძა­ლი­ან უბე­დუ­რად ვიგ­რძე­ნი. მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­მეძ­ლო. ძა­ლი­ან სა­სო­წარ­კვე­თი­ლი წა­ვე­დი სახ­ლი­დან, რომ რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა“.

ენ­დრიუ ნილ­სო­ნის აზ­რით, აგა­თამ ად­გილ­ზე გა­და­ი­ფიქ­რა თვით­მკვლე­ლო­ბა და მო­ი­ფიქ­რა მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვის ის­ტო­რია, რათა არა­ვის გა­ე­გო მისი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ.

ასეა თუ ისე, ჩვენ ალ­ბათ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ, რა მოხ­და 1926 წელს სი­ნამ­დვი­ლე­ში აგ­ა­თას თავს. დე­ტექ­ტი­ვე­ბის დე­დო­ფალ­მა ისე­თი თავ­სა­ტე­ხი დაგ­ვი­ტო­ვა, რო­მელ­საც ალ­ბათ, თვით ერ­კი­ულ პუ­ა­როც ვერ გახ­სნი­და.

გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ აგ­ა­თას 3 ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო რო­მა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე გვერ­დე­ბი­დან და­იპრყობს თქვენს გუ­ლებს:

ვილა ჩა­ლის­ფე­რი ცხე­ნი

ახალ­გაზ­რდა ის­ტო­რი­კო­სი, მო­გოლ­თა მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მკვლე­ვა­რი მარკ ის­თერბრუ­კი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მოწ­მე ხდე­ბა. ყვე­ლას­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი მღვდლის მკვლე­ლო­ბა და ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ავად­მყო­ფო­ბით სიკ­ვდი­ლის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, თა­ნაც ერთი და იმა­ვე სიმპტო­მით. მაგ­რამ ეს უც­ნა­უ­რად არა­ვის ეჩ­ვე­ნე­ბა - ადა­მი­ა­ნი გა­ცივ­და, გრი­პი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით გა­ურ­თულ­და, მერე რა, რა არის ამა­ში ახა­ლი და სა­ეჭ­ვო?! ამა­ვე აზრს იზი­ა­რებს პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი ლეჟე­ნიც, მაგ­რამ რას მი­ა­ნიშ­ნებს მოკ­ლუ­ლი მამა გორ­მა­ნის ფეხ­საც­მელ­ში ნა­პოვ­ნი ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი, ზედ გვა­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით?! იქ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ხომ ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა?! რა­ტომ მი­დის კვა­ლი ყო­ველ ჯერ­ზე ვილა „ჩა­ლის­ფერ ცხენ­ში“? ეს მის­ტი­კაა თუ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვე­რა­გი თაღ­ლი­თო­ბა? ამის გარ­კვე­ვა მო­უ­წევთ მარკ ის­თერბრუკ­სა და მის მე­გო­ბარ ქალს, ჯინ­ჯერ კო­რი­განს.

და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი

ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი აგენ­ტი თო­მას ბე­რეს­ფორ­დი ბედს არ უჩი­ვის, ცხოვ­რობს მშვი­დად, მაგ­რამ მისი მო­უს­ვე­ნა­რი მე­უღ­ლე, ტა­პენ­სი, მო­წყე­ნი­ლია - ენატ­რე­ბა ის დრო, როცა ქმარს სა­ხი­ფა­თო საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და და ჯა­შუ­შებს იჭრ­დნენ... და უცებ ბედ­მა გა­უ­ღი­მა - მის ქმარს სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ტექ­ტი­უ­რი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეს­თა­ვა­ზე­ბენ და თავ­გა­და­სავ­ლე­ბიც იწყე­ბა...

უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის გა­მოც­და

კორ­სი­კა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი სამი თვის შემ­დეგ პა­რიზ­ში მყო­ფი ლორ­დი პი­ტერ უიმ­ზი შო­კის მომ­გვრელ ცნო­ბას იღებს: ყვე­ლა ინ­გლი­სუ­რი გა­ზე­თი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია სტა­ტი­ე­ბით მისი ძმის, ჯე­რალ­დის, მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. ტრა­გე­დია დენ­ვე­რის ჰერ­ცო­გის მა­მულ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა. ჯე­რალ­დი და მისი დის საქმრო კა­პი­ტა­ნი დე­ნის ქათ­კარ­ტი წა­კა­მათ­დნენ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კი სა­სი­ძო ტყვი­ით გან­გმი­რუ­ლი იპო­ვეს. ერ­თა­დერ­თი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჯე­რალდ უიმ­ზია, ხოლო ამ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი საქ­მის გახ­სნა მხო­ლოდ მის ძმას, ინ­გლი­სის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მა­ძე­ბარ პი­ტერ უიმ­ზის ძა­ლუძს...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეკლე
0

ძალიან საინტერესოა!

ნიცა
1

მიყვარს ეს მწერალი და მისი საინტერესო ნაწარმოებები

ავტორი:

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

1926 წლის 3 დეკემბერს, ინგლისელი მწერალი ბერკშირში, საკუთარი სახლიდან გაუჩინარდა. ეს ისტორია მისივე ნაწარმოებების სტილში იყო - უცნაური სიუჟეტით, ბევრი გაუხსნელი საიდუმლოთი და მოულოდნელი კულმინაციით. მოდით, გავერკვეთ, რა მოხდა ზამთრის იმ საღამოს სინამდვილეში და რატომ ვერ შეძლო აგათა კრისტის პოვნა ვერავინ, ორი კვირის მანძილზე.

1926 წელი, აგათასთვის რთული აღმოჩნდა: გარდაიცვალა მისი დედა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ კი, საკუთარმა მეუღლემ აღიარა, რომ სხვა ქალი შეუყვარდა. ერთხელ, საღამოს დაახლოებით 21:30 სთ-ზე, აგათა საყვარელი სავარძლიდან ადგა, რომელიც მისაღებ ოთახში იდგა, ავიდა ქალიშვილის ოთახში, აკოცა მას და მალევე დაბრუნდა ქვემოთ. ჩაჯდა თავის ავტომობილში - Morris Cowley და ღამით, გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. მომდევნო 11 დღის მანძილზე, არავინ იცოდა, სად იმყოფებოდა მწერალი და რა გადახდა მას თავს.

მისმა გაუჩინარებამ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რადგან იმ პერიოდში, აგათა კრისტი უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, რომელსაც მრავალრიცხვოვანი თაყვანისმცემელი ჰყავდა. აგათას ძებნაში 1000-ზე მეტი პოლიციელი ჩაერთო, რომლებსაც დაახლოებით 15 000 ჩვეულებრივი მოხალისე შეუერთდა. პირველად, ისტორიაში, სამძებრო საქმეში მონაწილეობდა ავიატექნიკაც.

შინაგან საქმეთა მინისტრი სერ უილიამ ჯონსონ-ჰიკსი ძალიან შეშფოთებული იყო მწერლის გაუჩინარების გამო და გასცა ბრძანება, რომ პოლიციელებს ეს საქმე რაც შეიძლება სწრაფად გაეხსნათ. ამას გარდა, იმ დროის ორი ყველაზე ცნობილი მწერალ-„კრიმინალისტი“ - ართურ კონან დოილი და დოროთი ლ. სეიერსიც შეუერთდნენ მაძიებელთა რიგებს. ყველა იმედოვნებდა, რომ მათი განსაკუთრებული უნარები დაეხმარებოდა პოლიციას ამ უცნაური საქმის გახსნაში.

პოლიციამ საკმაოდ მალე იპოვა ავტომობილი, რომლითაც აგათა სახლიდან გაემგზავრა. ის გაჩერებული იყო ნიუილენდსის კუთხის ნაკრძალის ციცაბო ფერდობზე, სურეის საგრაფოში. მანქანის სალონში მწერლის ქურქი იყო. მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო, ამიტომ პოლიციელებს არ გასჩენიათ არავითარი ეჭვი იმაზე, რომ მწერალი დაშავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მან ან საკუთარი ნებით დატოვა ნაკრძალი, ან ამის გაკეთება აიძულეს. ძიების მეორე და მესამე დღემ არავითარი შედეგი არ გამოიღო. ჟურნალისტებმა ერთმანეთზე საზარელი ვერსიების შეთხზვა დაიწყეს. პრესის ბევრი წარმომადგენელი ემხრობოდა იმ თეორიას, რომ აგათა აღარ იყო ცოცხალი. მანქანის პოვნის ადგილის სიახლოვეს, ტბა იყო, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ამ ტბაში, აგათას გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, ორი ბავშვი დაიხრჩო. ამაზე დაყრდნობით, ჟურნალისტებმა გამოიტანეს ვერდიქტი, რომ აგათა გამიზნულად გაემგზავრა ასეთ აგილას, რომ ცხოვრება თვითმკვლელობით დაესრულებინა. მათი სიტყვებით, ბოლო წელს მომხდარმა ამბებმა მასზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია და პრობლემებისგან გათავისუფლება გადაწყვიტა.

ზოგი რეპორტიორი კი ამტკიცებდა, რომ მწერლის ცხედარი ტბაში კი არა, საკუთარ სახლში უნდა მოეძებნათ. დადიოდა ხმები, რომ აგათა ჩხუბის დროს ქმარმა მოკლა და ყველაფერი განზრახ მოაწყო ისე, რომ ყველას თვითმკვლელობის ვერსიაზე ეფიქრა.

აგათას ძებნაში. 1926 წელი.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ამ თეორიებს სკეპტიკურად უყურებდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ გაუჩინარების ისტორია უბრალოდ სარეკლამო სვლა იყო. ეშმაკური ხრიკი, აგათა კრისტის ახალი რომანის გასაპიარებლად. მალევე, ცხადი გახდა, რომ აუცილებელი იყო „მძიმე არტილერიის“ ამოქმედება. ართურ კონანდოილმა, რომელიც ოკულტური მეცნიერებების დიდი თაყვანისმცემელი იყო, აგათას საიდუმლოს ამოსახსნელად ზებუნებრივ ძალებს მიმართა. მან მწერლის ხელთათმანი ცნობილ ინგლისელ მედიუმს წაუღო. პარანორმალური მოვლენების ექსპერტი დიდხანს ცდილობდა დაემყარებინა კავშირი მოდური აქსესუარის მფლობელთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამოძიებაში დოროთი სეიერსი ჩაერთო. მან გამადიდებელი შუშით შეისწავლა გაუჩინარების ადგილი, მაგრამ ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ აღმოაჩინა.

New York Times-მა ამ ამბავს პირველი გვერდი დაუთმო. 14 დეკემბერს, გაუჩინარებიდან მეთერთმეტე დღეს, როგორც იქნა მწერალი ჰარგოიტის სასტუმროში, ჩრდილოეთ იორკშირის ქალაქში იპოვეს, რომელიც მწერლის მანქანის აღმოჩენის ადგილიდან 400 კილომეტრში მდებარეობდა. აგათამ თქვა, რომ საერთოდ არ ახსოვდა, როგორ აღმოჩნდა სახლიდან ასე შორს.

სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ 4 დეკემბრის ღამეს, აგათა კრისტიმ გადაწყვიტა თავის მანქანით ლონდონში წასულიყო, მაგრამ შემდეგ, აუხსნელი მიზეზების გამო, შეცვალა გეგმა. მან მანქანა გზაზე მიატოვა და მატარებლის სადგურისკენ გაემართა. ჩაჯდა მატარებელში და საკურორტო ქალაქში გაემგზავრა. ჩასვლისთანავე დარეგისტრირდა სასტუმრო Swan Hydro-ში, სადაც თავი ყველას ქმრის საყვარელის სახელით, ტერეზა ნილით გააცნო.

1920-იან წლებში, ჰარგოიტი პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო, სადაც მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები ჩადიოდნენ. აგათა არისტოკრატებთან ურთიერთობდა და არაერთ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. ერთ დღეს, ის მუსიკოსმა იცნო, რომელიც სასტუმროში მუშაობდა. პოლიციას სწორედ მან შეატყობინა მწერლის ადგილსამყოფელი.

ჰაროგეიტი

პოლიციამ აგათას ქმარს მაშინვე შეატყობინა, თუ სად იმყოფებოდა მისი ცოლი. ის მაშინვე გაიქცა ჰაროგეიტში, მაგრამ როდესაც სასტუმროში მივიდა, ცოლი საკმაოდ გულგრილად მიესამლა და შეცბუნებულ ქმარს სთხოვა, ფოიეში დალოდებოდა. აგათამ საღამოს კაბა ჩაიცვა, რომ სახლში მთელი თავისი ბრწყინვალებით დაბრუნებულიყო.

დიდი ხნის მანძილზე, აგათა არ საუბრობდა მომხდარზე. მისმა მეუღლემ კი განაცხადა, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეხსიერება დაკარგა. ბიოგრაფი ენდრიუ ნორმანი კი დარწმუნებულია, რომ მწერლის უცნაური საქციელის მიზეზი შესაძლებელია „დისოციაციური ფუგა“, იშვიათი ფსიქიკური აშლილობა ყოფილიყო, რომელსაც ახასიათებს სპონტანური გადაადგილება უცნობ ადგილას, რის შემდეგაც ადამიანი მთლიანად ივიწყებს ყველა ინფორმაციას საკუთარ თავზე. ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ეს აშლილობა არის სხეულის დამცავი რეაქცია, ფსიქიკურ ტრავმაზე, ან ცხოვრების გაუსაძლის მდგომარეობაზე.

შინ დაბრუნების შემდეგ, აგათამ იპოვა ახალი ძალები და ქმარს 1928 წელს გაეყარა. მისი კარიერა უფრო სწრაფად განვითარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, თანამედროვე მწერალმა, ენდრიუ უილსონმა ამ ინციდენტის ახსნის თავისი ვერსია შესთავაზა მკითხველს. მან გაანალიზა აგათას ყველა ინტერვიუ, პოლიციის ვერდიქტი და მოწმეთა ჩვენებები. ის მივიდა დასკვნამდე, რომ აგათას მართლა ჰქონდა გადაწყვეტილი თავის მოკვლა, რადგან დეპრესია ტანჯავდა.

1928 წელს, მწერალმა The Daily Mail-თან ინტერვიუში თქვა, რომ 3 დეკემბერს, ის ნათესავებისგან ბრუნდებოდა შინ მანქანით და დაინახა ღრმა ხევი. „უცბად ძალიან მომინდა იქით წასვლა, მაგრამ მანქანაში ჩემი ქალიშვილი იჯდა. ღამით, თავი ძალიან უბედურად ვიგრძენი. მეჩვენებოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ძალიან სასოწარკვეთილი წავედი სახლიდან, რომ რაღაც გამეკეთებინა“.

ენდრიუ ნილსონის აზრით, აგათამ ადგილზე გადაიფიქრა თვითმკვლელობა და მოიფიქრა მეხსიერების დაკარგვის ისტორია, რათა არავის გაეგო მისი საქციელის შესახებ.

ასეა თუ ისე, ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, რა მოხდა 1926 წელს სინამდვილეში აგათას თავს. დეტექტივების დედოფალმა ისეთი თავსატეხი დაგვიტოვა, რომელსაც ალბათ, თვით ერკიულ პუაროც ვერ გახსნიდა.

გვინდა წარმოგიდგინოთ აგათას 3 ძალიან ჩახლართული და საინტერესო რომანი, რომელიც პირველივე გვერდებიდან დაიპრყობს თქვენს გულებს:

ვილა ჩალისფერი ცხენი

ახალგაზრდა ისტორიკოსი, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარი მარკ ისთერბრუკი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება. ყველასთვის პატივსაცემი მღვდლის მკვლელობა და ერთიმეორის მიყოლებით ავადმყოფობით სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა, თანაც ერთი და იმავე სიმპტომით. მაგრამ ეს უცნაურად არავის ეჩვენება - ადამიანი გაცივდა, გრიპი ფილტვების ანთებით გაურთულდა, მერე რა, რა არის ამაში ახალი და საეჭვო?! ამავე აზრს იზიარებს პოლიციის ინსპექტორი ლეჟენიც, მაგრამ რას მიანიშნებს მოკლული მამა გორმანის ფეხსაცმელში ნაპოვნი ქაღალდის ნაგლეჯი, ზედ გვარების ჩამონათვალით?! იქ ჩამოთვლილი ყველა ადამიანი ხომ ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალა?! რატომ მიდის კვალი ყოველ ჯერზე ვილა „ჩალისფერ ცხენში“? ეს მისტიკაა თუ მხოლოდ და მხოლოდ ვერაგი თაღლითობა? ამის გარკვევა მოუწევთ მარკ ისთერბრუკსა და მის მეგობარ ქალს, ჯინჯერ კორიგანს.

დანაშაულის თანამონაწილენი

ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი აგენტი თომას ბერესფორდი ბედს არ უჩივის, ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ მისი მოუსვენარი მეუღლე, ტაპენსი, მოწყენილია - ენატრება ის დრო, როცა ქმარს სახიფათო საქმეების გამოძიებაში ეხმარებოდა და ჯაშუშებს იჭრდნენ... და უცებ ბედმა გაუღიმა - მის ქმარს საერთაშორისო დეტექტიური სააგენტოს ხელმძღვანელობას შესთავაზებენ და თავგადასავლებიც იწყება...

უდანაშაულობის გამოცდა

კორსიკაზე გატარებული სამი თვის შემდეგ პარიზში მყოფი ლორდი პიტერ უიმზი შოკის მომგვრელ ცნობას იღებს: ყველა ინგლისური გაზეთი აჭრელებულია სტატიებით მისი ძმის, ჯერალდის, მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ. ტრაგედია დენვერის ჰერცოგის მამულში დატრიალებულა. ჯერალდი და მისი დის საქმრო კაპიტანი დენის ქათკარტი წაკამათდნენ, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასიძო ტყვიით განგმირული იპოვეს. ერთადერთი ეჭვმიტანილი ჯერალდ უიმზია, ხოლო ამ იდუმალებით მოცული საქმის გახსნა მხოლოდ მის ძმას, ინგლისის ყველაზე ცნობილ მაძებარ პიტერ უიმზის ძალუძს...

„როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“

„მე მომკლეს, დე...“ - დღეიდან სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი ჟურნალ „გზასთან“ ერთად − 15 ქართველი ავტორის ამდენივე მოთხრობა ომზე

„ბიბლუსი“  ლიტერატურულ ტურნეს იწყებს - რა სურპრიზები ელოდება მკითხველს?