ავტორი:

"ინდური შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს..." - რას ჰყვება მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმი

"ინდური შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს..." - რას ჰყვება მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმი

რამდენიმეთვიანი შედარებით სტაბილური სიტუაციის შემდეგ რუსეთში ინდურმა შტამმა, დელტა-ვარიანტმა იფეთქა. მოსკოვის ცენტრალური დიაგნოსტიკური ცენტრის ინფექციონისტი ელენე ლოგუა ამბობს, რომ პანდემიის მესამე ტალღის მიზეზი რეგულაციების შემსუბუქებაა.

- როგორც კი ინფიცირებულთა სტატისტიკა კლებისკენ წავიდა, ხალხმა პირბადეები მოიხსნა, ხალხმრავალ წვეულებებს მართავდნენ, სადაც არც დისტანცია იყო დაცული და არც სადეზინფექციო ხსნარს იყენებდნენ... შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში დღე-ღამეში 10 ათასამდე რეგისტრირებული შემთხვევა გვაქვს და უმეტესობა ინდური შტამია, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება და მძიმედ მიმდინარეობს. ამ დაუდევარი დამოკიდებულების შედეგია, რომ მოსკოვის თითქმის ყველა მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება კოვიდკლინიკად გადაკეთდა. გაურკვეველი ვადით გადაიდო გეგმური ოპერაციები და სარეაბილიტაციო კურსები.

- ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს?

- არც ისე გამართულად. ფაქტობრივად, ისინიც კი არ აიცრნენ, ვინც კანონით იყო ვალდებული, როგორც ახლა ირკვევა, სამსახურში მისატანად აცრის ყალბი ცნობები გააკეთეს. ეს ეხება სამედიცინო, სამხედრო და ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, მასწავლებლებს, სოფლის მეურნეობის თანამშრომლებს, სასჯელაღსრულების პერსონალს. ვფიქრობ, ხალხს შეეშინდა "სპუტნიკით" აცრის და უამრავმა თავი აარიდა.

ინდური შტამი ციხეებშიც გავრცელდა და როგორც ამბობენ, უკონტროლო გახდა. ხალხი სახელმწიფო უწყებებს არ ენდობა, ცდილობენ კერძო საავადმყოფოს მომსახურებით ისარგებლონ, მაგრამ ახლა ყველა კლინიკა და ჰოსპიტალი ისეთი გადატვირთულია, დიდი არჩევანი არც აქვთ.ზოგი ირწმუნება, რომ აცრილია, თანაც ორჯერ, მაგრამ მაინც ვერ აუარა გვერდი ვირუსის ახალ შტამს... ეს აჩენს ვერსიას, რომ "სპუტნიკი" ვერ გაუმკლავდა დელტა-ვარიანტს. ამის შემდეგ შესაძლოა უფრო მეტმა აარიდოს თავი ვაქცინაცია, რასაც კიდევ ერთი მიზეზი აქვს - ევროკავშირი აყოვნებს რუსული ვაქცინის დამტკიცებას. შესაძლოა დრო სექტემბრამდე ან სულაც წლის ბოლომდე გაიწელოს.

პაციენტების ახალ ნაკადს სწრაფად უწევთ სიცხე, ძალას კარგავენ, ზოგს, თავის მწვავე ტკივილი აწუხებს. შემოჰყავთ ასევე ძლიერი თავბრუსხვევით, გულის რევითა და უეცარი სისუსტით.

ეს შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, არასრულფასოვნად იკვებება. აქ ათასობით ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ქუჩაში ცხოვრობს. ასეა რუსეთის ყველა ქალაქსა და რაიონში. გააგრძელეთ კითხვა

ჯილდო გულშემატკივრობისთვის: რა საჩუქრები მიიღო ფანმა, რომლის ვიდეოც ინტერნეტჰიტი გახდა - "მან მთელი შვეიცარიის ემოცია გამოხატა"

პუტინის "შავი ტანგო" - როგორ "ყიდულობს" კრემლი ევროპელ პოლიტიკოსებს და მათ გავლენებს

აშშ გეგმავს პასპორტში მესამე გენდერული ვარიანტი, "გენდერი X" ჩასვას - ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ცვლილებები დააანონსა