სპორტი
სამართალი
სამხედრო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი
რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი

სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც Apple-ის პრე­მი­უმ ტექ­ნი­კას ქარ­ხნუ­ლი წუ­ნის გამო არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რე­სე­ლე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და მომ­ხმა­რე­ბელს მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­კე­თე­ბა უხ­დე­ბა თა­ვად, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში თავ­და­პირ­ვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც ჯდე­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი კი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა და არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი რე­სე­ლე­რე­ბის ცრუ კო­მუ­ნი­კა­ცი­აა.

სტა­ტი­ა­ში გა­ეც­ნო­ბით ყვე­ლა იმ დე­ტალ­სა და ნი­უ­ანსს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეთ Apple ტექ­ნი­კის შე­ძე­ნი­სას.

რამ­დე­ნი ტი­პის პრო­დუქ­ცია შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში იყი­დე­ბა ორი ტი­პის Apple ტექ­ნი­კა: პირ­ვე­ლი გახ­ლავთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტრი­ბუ­ტო­რის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი, ხოლო მე­ო­რე პა­რა­ლე­ლუ­რად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ცია, რომ­ლის ფა­სიც ახ­ლო­საა ამე­რი­კულ ნაც­რის­ფერ­თან (ზოგ­ჯერ უფრო ია­ფიც). ორი­ვე ტი­პის ტექ­ნი­კა უმე­ტეს­წი­ლად უპ­რობ­ლე­მოდ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე: იტე­ნე­ბა, რე­კავს, აჩ­ვე­ნებს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას და ა.შ.

რაში მდგო­მა­რე­ობს უმ­თავ­რე­სი გან­სხვა­ვე­ბა?

მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა მდგო­მა­რე­ობს Apple–ის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის­ცენ­ტრის სა­გა­რან­ტიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კას ეხე­ბა.

სად მი­ვი­ღებთ ოფი­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კას და ოფი­ცი­ა­ლურ გა­რან­ტი­ას?

Apple-ის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი რე­სე­ლე­რის­გან (AAR) ან პრე­მი­უმ რე­სე­ლე­რის­გან (APR) ტექ­ნი­კის შე­ძე­ნი­სას მი­ი­ღებთ სა­გა­რან­ტიო ბა­რათს, რო­მე­ლიც შემ­დე­გი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წყო­ბი­ლო­ბის ყვე­ლა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უღა­ლა­ტო გზაა.

რო­გორ გა­და­ვა­მოწ­მოთ მო­წყო­ბი­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რო­ბა უშუ­ა­ლოდ შე­ძე­ნამ­დე?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ სად შე­ი­ძინთ მო­წყო­ბი­ლო­ბას, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი წარ­მო­მავ­ლო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა, რაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია.

http://www.iSupport.ge მთა­ვარ გვერ­დზე შე­იყ­ვა­ნეთ მო­წყო­ბი­ლო­ბის სე­რი­უ­ლი ნო­მე­რი და მი­ი­ღეთ პა­სუ­ხი უს­წრა­ფე­სად.

რო­მე­ლია Apple–ის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში Apple–ის ერ­თა­დერ­თი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის ცენ­ტრია iSupport. თუ თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­წყვეტს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას iSupport–ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ის ფარ­გლებ­ში მი­ი­ღებთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

რას მომ­სა­ხუ­რე­ბას გვთა­ვა­ზობს iSupport?

iSupport-ში ისარ­გებ­ლებთ უფა­სო დი­აგ­ნოს­ტი­კით, შე­კე­თე­ბით ან თუნ­დაც მო­წყო­ბი­ლო­ბის შეც­ვლით.

უფა­სო სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბას მი­ი­ღებთ მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და პრე­მი­უმ რე­სე­ლე­რი­სა­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას.

თი­თო­ე­ულ შეც­ვლილ ნა­წილ­ზე ვრცელ­დე­ბა და­მა­ტე­ბით სამ­თვი­ა­ნი გა­რან­ტია. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თუ თქვენ მო­წყო­ბი­ლო­ბას შე­ეც­ვა­ლა ნა­წი­ლი გა­რან­ტი­ის გას­ვლის ბოლო დღეს, მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლებს და­მა­ტე­ბით 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რას ნიშ­ნავს "ნაც­რის­ფე­რი" პრო­დუქ­ტი და გა­რან­ტია?

"ნაც­რის­ფე­რი" მო­წყო­ბი­ლო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა არა­ნა­ირ სერ­ვისს. ნაც­რის­ფე­რი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას მი­ღე­ბუ­ლი გა­რან­ტია უბ­რა­ლო ქა­ღალ­დია, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ირ მომ­სა­ხუ­რე­ბას არ გთა­ვა­ზობთ.

რა ხდე­ბა ნაც­რის­ფე­რი გა­რან­ტი­ით სერ­ვის ცენ­ტრში მის­ვლი­სას?

ნაც­რის­ფე­რი გა­რან­ტი­ით სერ­ვის ცენ­ტრში მის­ვლი­სას მი­ი­ღებთ პა­სუხს, რომ ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბას. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რისი მი­ზე­ზიც მომ­ხმა­რებ­ლის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და მა­ღა­ზი­ე­ბის ცრუ და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა.

რა არის მომ­ხმა­რებ­ლის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

რო­გორც წესი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უა­რის მი­ღე­ბი­სას, მომ­ხმა­რე­ბე­ლი იწყებს სხვა­დას­ხვა სერ­ვის ცენ­ტრებ­ში მის­ვლას, ხარ­ჯავს უამ­რავ დროს, ენერ­გი­ას, ფულს და ნერ­ვებს, შე­დე­გად კი ვერ იღებს ვე­რა­ფერს.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში რე­მონ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა აჭარ­ბებს ახა­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

სა­ბო­ლო­ოდ კი მომ­ხმა­რე­ბელს უხ­დე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბის არა­ო­რი­გი­ნა­ლი და და­ბა­ლი ხა­რის­ხის ნა­წი­ლე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

რა ხდე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის ცენ­ტრში შე­კე­თე­ბი­სას?

თუ თქვენ შე­ი­ძი­ნეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი iPhone, თუმ­ცა რა­ღაც მი­ზე­ზის გამო მი­მარ­თეთ არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის ცენ­ტრს, სა­დაც მათ გახ­სნეს მო­წყო­ბი­ლო­ბა და შეც­ვა­ლეს სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლი არა­ო­რი­გი­ნა­ლუ­რით, თქვე­ნი iPhone აღარ მი­ი­ღე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ სერ­ვის­ცენ­ტრში. იგი ავ­ტო­მა­ტუ­რად ამო­ღე­ბუ­ლია Apple–ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ი­დან.

სხვა რა შემ­თხვე­ვა­ში უქ­მდე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტი­ის სერ­ვი­სი?

iSupport იტო­ვებს უფ­ლე­ბას, უარი თქვას ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე თუ მო­წყო­ბი­ლო­ბის ფერი, ზომა ან მო­დე­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მისი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის კოდს.

გარ­და ამი­სა, მო­წყო­ბი­ლო­ბა არ შე­კეთ­დე­ბა თუ არ­სე­ბობს გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის კვა­ლი - აკ­ლია ზო­გი­ერ­თი ნა­წი­ლი, და­ინ­სტა­ლი­რე­ბუ­ლია არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლი ე.წ. პი­რა­ტუ­ლი პროგ­რა­მა. მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარს მი­ი­ღებთ იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი ელე­მენ­ტი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი Apple-ის მიერ.

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ამ პრობ­ლე­მე­ბი­სა­გან?

ამ პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად საკ­მა­რი­სია ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა Apple–ის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ან პრე­მი­უმ რე­სე­ლე­რი­სა­გან. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებთ ოფი­ცი­ა­ლურ გა­რან­ტი­ას 12 თვის ვა­დით და Apple-ის მიერ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის ცენ­ტრის უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას – დი­აგ­ნოს­ტი­კა, შე­კე­თე­ბა, შეც­ვლა.

რა მო­ვი­მოქ­მე­დოთ თუ უკვე შე­ვი­ძი­ნეთ "ნაც­რის­ფე­რი" მო­წყო­ბი­ლო­ბა და სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე მი­ვი­ღეთ უარი?

Apple-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა სარ­გებ­ლობს 12-თვი­ა­ნი სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბით. გა­რან­ტია სა­ერ­თა­შო­რი­სოა - თუ თქვენ შე­ი­ძი­ნეთ მო­წყო­ბი­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად, აშშ–ში, მა­შინ მისი გა­რე­მონ­ტე­ბა ან შეც­ვლა მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არის Apple–ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ასე რომ, ის მი­ნი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბა ფას­ში ოფი­ცი­ა­ლურ და არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებს შო­რის, არ უნდა გაბ­რკო­ლებ­დეთ.

R

546
0

რესელერები))) ეგ რას ნიშნვას,პერეკუპშიკები?

ავტორი:

რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი

რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი

საქართველოში გახშირდა შემთხვევები, როდესაც Apple-ის პრემიუმ ტექნიკას ქარხნული წუნის გამო არაოფიციალური რესელები არ ემსახურებიან და მომხმარებელს მოწყობილობის შეკეთება უხდება თავად, რაც ხშირ შემთხვევაში თავდაპირველი ღირებულების ნახევარი მაინც ჯდება.

ამ ყველაფრის მიზეზი კი არაოფიციალურად იმპორტირებული ტექნიკა და არაავტორიზებული რესელერების ცრუ კომუნიკაციაა.

სტატიაში გაეცნობით ყველა იმ დეტალსა და ნიუანსს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ Apple ტექნიკის შეძენისას.

რამდენი ტიპის პროდუქცია შემოდის საქართველოში?

საქართველოში იყიდება ორი ტიპის Apple ტექნიკა: პირველი გახლავთ ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ შემოტანილი, ხოლო მეორე პარალელურად იმპორტირებული არაოფიციალური პროდუქცია, რომლის ფასიც ახლოსაა ამერიკულ ნაცრისფერთან (ზოგჯერ უფრო იაფიც). ორივე ტიპის ტექნიკა უმეტესწილად უპრობლემოდ ფუნქციონირებს საქართველოს ტერიტორიაზე: იტენება, რეკავს, აჩვენებს გამოსახულებას და ა.შ.

რაში მდგომარეობს უმთავრესი განსხვავება?

მთავარი განსხვავება მდგომარეობს Apple–ის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრის საგარანტიო ვალდებულებებში, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ ტექნიკას ეხება.

სად მივიღებთ ოფიციალურ ტექნიკას და ოფიციალურ გარანტიას?

Apple-ის ავტორიზებული რესელერისგან (AAR) ან პრემიუმ რესელერისგან (APR) ტექნიკის შეძენისას მიიღებთ საგარანტიო ბარათს, რომელიც შემდეგი 12 თვის განმავლობაში მოწყობილობის ყველა გაუთვალისწინებელი პრობლემის გადაჭრის უღალატო გზაა.

როგორ გადავამოწმოთ მოწყობილობის ოფიციალურობა უშუალოდ შეძენამდე?

მიუხედავად იმისა თუ სად შეიძინთ მოწყობილობას, აუცილებელია მისი წარმომავლობის გადამოწმება, რაც ძალიან მარტივია.

http://www.iSupport.ge მთავარ გვერდზე შეიყვანეთ მოწყობილობის სერიული ნომერი და მიიღეთ პასუხი უსწრაფესად.

რომელია Apple–ის ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში?

საქართველოში Apple–ის ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრია iSupport. თუ თქვენი მოწყობილობა შეწყვეტს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას iSupport–ში ოფიციალური გარანტიის ფარგლებში მიიღებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

რას მომსახურებას გვთავაზობს iSupport?

iSupport-ში ისარგებლებთ უფასო დიაგნოსტიკით, შეკეთებით ან თუნდაც მოწყობილობის შეცვლით.

უფასო საგარანტიო მომსახურებას მიიღებთ მხოლოდ ავტორიზებული და პრემიუმ რესელერისაგან ოფიციალური პროდუქტის შეძენისას.

თითოეულ შეცვლილ ნაწილზე ვრცელდება დამატებით სამთვიანი გარანტია. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ მოწყობილობას შეეცვალა ნაწილი გარანტიის გასვლის ბოლო დღეს, მოწყობილობა საგარანტიო მომსახურებით ისარგებლებს დამატებით 3 თვის განმავლობაში.

რას ნიშნავს "ნაცრისფერი" პროდუქტი და გარანტია?

"ნაცრისფერი" მოწყობილობა პარალელურად იმპორტირებული არაოფიციალური პროდუქტია, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ სერვისს. ნაცრისფერი პროდუქტის შეძენისას მიღებული გარანტია უბრალო ქაღალდია, რომელიც აბსოლუტურად არანაირ მომსახურებას არ გთავაზობთ.

რა ხდება ნაცრისფერი გარანტიით სერვის ცენტრში მისვლისას?

ნაცრისფერი გარანტიით სერვის ცენტრში მისვლისას მიიღებთ პასუხს, რომ ასეთი დაზიანება არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას. ასეთი შემთხვევები საკმაოდ არის გავრცელებული საქართველოში, რისი მიზეზიც მომხმარებლის არაინფორმირებულობა და მაღაზიების ცრუ და არაკეთილსინდისიერი კომუნიკაციაა.

რა არის მომხმარებლის ყველაზე გავრცელებული ქმედება ასეთ სიტუაციაში?

როგორც წესი, დაზიანებული მოწყობილობის მომსახურებაზე უარის მიღებისას, მომხმარებელი იწყებს სხვადასხვა სერვის ცენტრებში მისვლას, ხარჯავს უამრავ დროს, ენერგიას, ფულს და ნერვებს, შედეგად კი ვერ იღებს ვერაფერს.

არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელ მოწყობილობაზეა საუბარი. ხშირ შემთხვევაში რემონტის ღირებულება აჭარბებს ახალი მოწყობილობის ღირებულებას.

საბოლოოდ კი მომხმარებელს უხდება დაზიანებული დეტალების არაორიგინალი და დაბალი ხარისხის ნაწილებით ჩანაცვლება.

რა ხდება ოფიციალური მოწყობილობის არაავტორიზებულ სერვის ცენტრში შეკეთებისას?

თუ თქვენ შეიძინეთ ოფიციალური iPhone, თუმცა რაღაც მიზეზის გამო მიმართეთ არაავტორიზებულ სერვის ცენტრს, სადაც მათ გახსნეს მოწყობილობა და შეცვალეს სათადარიგო ნაწილი არაორიგინალურით, თქვენი iPhone აღარ მიიღება ოფიციალურ სერვისცენტრში. იგი ავტომატურად ამოღებულია Apple–ის ოფიციალური გარანტიიდან.

სხვა რა შემთხვევაში უქმდება ოფიციალური გარანტიის სერვისი?

iSupport იტოვებს უფლებას, უარი თქვას ნებისმიერი სახის მომსახურებაზე თუ მოწყობილობის ფერი, ზომა ან მოდელი არ შეესაბამება მისი კონფიგურაციის კოდს.

გარდა ამისა, მოწყობილობა არ შეკეთდება თუ არსებობს განზრახ დაზიანების კვალი - აკლია ზოგიერთი ნაწილი, დაინსტალირებულია არასანქცირებული ე.წ. პირატული პროგრამა. მომსახურებაზე უარს მიიღებთ იმ შემთხვევაშიც თუ მოწყობილობაზე არსებული ელემენტი არ არის დამზადებული Apple-ის მიერ.

როგორ დავიცვათ თავი ამ პრობლემებისაგან?

ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად საკმარისია ოფიციალური მოწყობილობის შეძენა Apple–ის ავტორიზებული ან პრემიუმ რესელერისაგან. ასეთ შემთხვევაში მიიღებთ ოფიციალურ გარანტიას 12 თვის ვადით და Apple-ის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრის უფასო მომსახურებას – დიაგნოსტიკა, შეკეთება, შეცვლა.

რა მოვიმოქმედოთ თუ უკვე შევიძინეთ "ნაცრისფერი" მოწყობილობა და საგარანტიო მომსახურებაზე მივიღეთ უარი?

Apple-ის მიერ წარმოებული ყოველი მოწყობილობა სარგებლობს 12-თვიანი საგარანტიო მომსახურებით. გარანტია საერთაშორისოა - თუ თქვენ შეიძინეთ მოწყობილობა, მაგალითად, აშშ–ში, მაშინ მისი გარემონტება ან შეცვლა მარტივად შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არის Apple–ის ოფიციალური წარმომადგენელი.

ასე რომ, ის მინიმალური სხვაობა ფასში ოფიციალურ და არაოფიციალურ მოწყობილობებს შორის, არ უნდა გაბრკოლებდეთ.

R

LG საქართველოს ბაზარზე ამყარებს თავის პოზიციებს ადგილობრივ ინვესტიციებსა და პარტნიორობაზე დაყრდნობით

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს სწავლა და მუშაობა  - წარმატებული სტუდენტის ისტორია ფოთიდან