საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­მა გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში, 17- წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი და­ას­რუ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ბოლო ქვე­და­ნა­ყოფ­მა და­ტო­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მე­სა­მე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 32-ე მსუ­ბუ­ქი ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ბოლო ნა­კა­დი, ქვე­და­ნა­ყო­ფის მე­თა­უ­რის, ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ ტა­რი­ელ მა­ხა­რაშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და პი­რად შე­მად­გენ­ლო­ბას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში უფ­რო­სი სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაც ჩა­მო­ვი­და.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი ჯონი ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, და­სავ­ლე­თის სარ­და­ლი, ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლი კობა გრი­გო­ლია და და­სავ­ლე­თის სარ­დლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დახ­ვდნენ.

„თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლებს რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სი­ის ღირ­სე­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვეს.

32-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, ნა­ტოს ეგი­დით მიმ­დი­ნა­რე „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ას" ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამე­რი­კუ­ლი სარ­დლო­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში ას­რუ­ლებ­და და მის მთა­ვარ ამო­ცა­ნას ბა­ზის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა წარ­მო­ად­გენ­და. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე ნა­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ას, „სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ძა­ლე­ბის“ (ISAF) შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად 2004 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­უ­ერ­თდა. 2015 წლის 1 იან­ვრი­დან, ავ­ღა­ნეთ­ში, ნა­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ამ სახე იც­ვა­ლა და „მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ის“ (RSM) ფორ­მა­ტით გაგ­რძელ­და, რა­შიც ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ალი­ან­სის არა­წევრ ქვეყ­ნებს შო­რის და ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე მი­სი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო უმ­სხვი­ლე­სი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი გახ­და.

2004 წლი­დან დღემ­დე, სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 107 რო­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში (ISAF, RSM), ავ­ღა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 20 ათას­ზე მეტ­მა ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ მი­ი­ღო. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას 32 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე შე­ე­წი­რა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
12

გილოცავთ დაბრუნებას! ისე დიპლომატებივით ხელის ჩამორთმევა რა არის, სამხედრო მისალმება არ გასწავლეს? მითუმეტეს გაგანია პანდემიისას

მამუკა
49

ნატოს ჯარი სავსეა გეი სამხედროებით...ნეტა ქართულ ჯარში თუა ცისფრები და ლგბტ მომხრეები?ჩვენ ხომ ევრო სტანდარტებზე ვართ გადასული ....ავტომატიც მ4 გვაქვს უკვე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17- წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბოლო ნაკადი, ქვედანაყოფის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით, სამშობლოში დაბრუნდა და პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და დასავლეთის სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ.

„თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მშვიდობისმყოფელებს რთული და საპასუხისმგებლო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

32-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას" ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა და მის მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.