მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები
როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები

ფო­ტო­წიგ­ნი - ფო­ტო­ე­ბის შე­ნახ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მა­ტია. ცხოვ­რე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტემ­პის ფონ­ზე, ჩვენ უამ­რავ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვაგ­რო­ვებთ, რომ­ლებ­საც მუდ­მი­ვად ვი­ნა­ხავთ ფო­ტო­ე­ბის სა­ხით. მაგ­რამ რამ­დე­ნად ხში­რად ვათ­ვა­ლი­ე­რებთ მათ კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე? ჩვე­უ­ლებ­რივ, მყარ დის­კზე ან ინ­ტერ­ნე­ტის „ღრუ­ბელ­ში“ მოხ­ვედ­რი­ლი ფო­ტო­ე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბა ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა.

ახლა და­ბეჭდ­ვის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე გზა ფო­ტო­წიგ­ნის შექ­მნაა, რო­მე­ლიც იმა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა და­ბეჭ­დი­ლი, რაც ალ­ბო­მებ­სა და ჟურ­ნა­ლებ­ში ილუსტრა­ცი­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ფო­ტო­წიგ­ნი უნი­კა­ლუ­რი პრო­დუქ­ტია, რომ­ლის შექ­მნაც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბაა. ვი­ზუ­ა­ლი, დი­ზა­ი­ნი, ში­ნა­არ­სი მხო­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლებ­სა და მო­თხოვ­ნებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რო­გორ შევ­ქმნათ ორი­გი­ნა­ლუ­რი ფო­ტო­წიგ­ნი?

ამის გა­კე­თე­ბა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ. photobooks.ge-ზე მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, თა­ვად შექ­მნას ფო­ტო­წიგ­ნი სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნით და ფო­ტო­ე­ბით. სა­იტ­ზე საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირ­ჩევს ფო­ტო­წიგნს სა­სურ­ვე­ლი ზო­მის, აკინძვის ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ყდის მი­ხედ­ვით და თა­ვად­ვე ქმნის დი­ზა­ინს.

სა­იტ­ზე ფო­ტო­წიგ­ნის აწყო­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ტვირ­თავს ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც ლაგ­დე­ბა გვერ­დე­ბის მი­ხედ­ვით. სა­იტს ჩარ­თუ­ლი აქვს „სმარტ ფუნ­ქცია“, რო­მე­ლიც ანა­წი­ლებს ფო­ტო­ებს გვერ­დებ­ზე იმის მი­ხედ­ვით, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის ფო­ტოს გან­თავ­სე­ბა სურს ერთ გვერ­დზე მომ­ხმა­რე­ბელს. ფო­ტო­წიგ­ნის აწყო­ბი­სას, სა­ი­ტის ედი­თო­რი უამ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მომ­ხმა­რე­ბელს, რომ მათი ფო­ტო­წიგ­ნის ვი­ზუ­ა­ლი გა­ა­ფორ­მოს. და­ა­მა­ტოს ტექ­სტე­ბი, შეც­ვა­ლოს ფო­ნე­ბი, გა­ა­ფორ­მოს კლიპ არ­ტე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტით.

საკ­მა­რი­სია სა­იტ­ზე შე­არ­ჩი­ოთ ფო­ტო­წიგ­ნის მზა შაბ­ლო­ნი და ატ­ვირ­თოთ შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი. ყო­ვე­ლი გვერ­დის გა­ფორ­მე­ბა სა­თი­თა­ოდ მო­გი­წევთ.

ნა­ბი­ჯი #1

თავ­და­პირ­ვე­ლად, აჯო­ბებს შე­არ­ჩი­ოთ თე­მა­ტი­კა, ყდა და ფორ­მა­ტი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან, ოჯა­ხუ­რი ქრო­ნი­კა, თქვე­ნი პი­რა­დი პორ­ტფო­ლიო, თქვე­ნი შვი­ლის ალ­ბო­მი ან უბ­რა­ლოდ გა­სუ­ლი ერთი წლის ქრო­ნი­კა. გთა­ვა­ზობთ მა­გა­ლი­თებს ფო­ტო­წიგ­ნის თე­მის­თვის:

  • სა­ქორ­წი­ლო ფო­ტო­წიგ­ნი
  • დას­ვე­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა
  • ორ­სუ­ლო­ბა და სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მო­წე­რა
  • ოჯა­ხუ­რი ქრო­ნი­კე­ბი 1 წლის მან­ძილ­ზე
  • თქვე­ნი პა­ტა­რა
  • პირ­ვე­ლი კლა­სი/გა­მო­საშ­ვე­ბი
  • ჰობი, გა­ტა­ცე­ბა, პორ­ტფო­ლიო
  • იუ­ბი­ლე, და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, წვე­უ­ლე­ბა
  • თე­მა­ტუ­რი ფო­ტო­სე­სია

ყო­ვე­ლი ფო­ტო­წიგ­ნი თა­ვის ის­ტო­რი­ას მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ რო­მელს? - ეს თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია!

დას­ვე­ნე­ბის და მოგ­ზა­უ­რო­ბის თე­მა­ტი­კას ძა­ლი­ან უხ­დე­ბა მკა­ფიო, ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი, მაგ­რამ ეცა­დეთ, რომ ზედ­მე­ტად არ გა­დატ­ვირ­თოთ გვერ­დე­ბის დი­ზა­ი­ნი. შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ რბი­ლი ყდა ან ლა­მი­ნი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი. ფო­ტო­ე­ბი და­ა­ხა­რის­ხეთ ქრო­ნო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით და და­ი­წყეთ აე­რო­პორ­ტი­დან. შე­ე­ცა­დეთ, ფო­ტო­ე­ბით გად­მოს­ცეთ ამ­ბა­ვი, თუ რო­გორ იმოგ­ზა­უ­რეთ, რა მო­ი­ნა­ხუ­ლეთ, რა და­ა­გე­მოვ­ნეთ და ა.შ. შე­არ­ჩი­ეთ ნე­იტ­რა­ლუ­რი ფონი და გა­მო­ი­ყე­ნეთ ხა­ლი­სი­ა­ნი ფე­რე­ბის ელე­მენ­ტე­ბი და კლი­პარ­ტე­ბი, რი­თიც გვერ­დებს გა­ა­ფორ­მებთ.

მოგ­ზა­უ­რო­ბის თე­მას მო­უხ­დე­ბა კლი­პარ­ტე­ბი: თვითმფრი­ნა­ვი, ბი­ლე­თი, ამინ­დის ილუსტრა­ცი­ე­ბი, მა­ტა­რე­ბე­ლი, მან­ქა­ნა, გლო­ბუ­სი, რუკა და ა.შ. ფე­რე­ბი შე­უ­ხა­მეთ ერ­თმა­ნეთს. მა­გა­ლი­თად, აირ­ჩი­ეთ 3 ფერი (ლურ­ჯი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, ყვი­თე­ლი) და ყო­ვე­ლი გვერ­დი ამ 3 ფე­რის ელე­მენ­ტე­ბით გა­ა­ფორ­მეთ.ფო­ტო­ებს გა­უ­კე­თეთ შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რე­ბი. მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა, სა­დაც ფოტო გა­და­ი­ღეთ, თა­რი­ღი და მოკ­ლე ანო­ტა­ცია იმ ობი­ექ­ტზე, თუ სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­წიგ­ნის­თვის კი სადა, ნე­იტ­რა­ლუ­რი და ნაზი პას­ტე­ლის ფე­რე­ბი შე­არ­ჩი­ეთ. ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ 3 ან 4 ფერი. სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­წიგნს მყა­რი ყდა მო­უხ­დე­ბა, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, ქორ­წი­ლის უამ­რა­ვი ფოტო გექ­ნე­ბათ.ფე­რე­ბი: ცის­ფე­რის გრა­და­ცი­ე­ბი, ფი­რუ­ზის­ფე­რი, კრე­მის­ფე­რი, კა­კა­ოს­ფე­რი, ლი­მო­ნის­ფე­რი, სა­ლა­თის­ფე­რი, ატ­მის ყვა­ვი­ლის ფერი.თე­მა­ტუ­რი კლი­პარ­ტე­ბი: სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი, პა­ტარ­ძლის და სი­ძის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, ტორ­ტი, ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი, სან­თლე­ბი.ფო­ტო­წიგ­ნი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­მო­გი­ვათ, თუ პრო­ფე­სი­ო­ნალ ფო­ტოგ­რაფს და­ი­ქი­რა­ვებთ.

სა­ბავ­შვო ფო­ტო­წიგ­ნი მხი­ა­რუ­ლი და საყ­ვა­რე­ლი უნდა იყოს. ისიც ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად უნდა აა­წყოთ, და­წყე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ფო­ტო­ე­ბი­დან. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ფე­რე­ბი: წი­თე­ლი, ცის­ფე­რი, კრე­მის­ფე­რი, ვარ­დის­ფე­რი.იფიქ­რეთ იმა­ზეც, რომ რო­დე­საც თქვე­ნი შვი­ლი გა­იზ­რდე­ბა, ინ­ტე­რე­სით და­ათ­ვა­ლი­ე­რებს სა­კუ­თა­რი ბავ­შვო­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­წიგნს. ამი­ტომ, ნუ და­გე­ზა­რე­ბათ კო­მენ­ტა­რე­ბის მი­წე­რა ფო­ტო­ებ­ზე. აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფიქ­სი­რეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბიც, დღე, რო­დე­საც პირ­ვე­ლად თქვა „დედა“ და „მამა“, რო­გორ გა­ი­ა­რა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე და ა.შ.თე­მა­ტუ­რი კლი­პარ­ტე­ბი: სა­თა­მა­შო­ე­ბი, ჩვი­ლის ნივ­თე­ბი, სა­წო­ვა­რა, ბავ­შვის ილუსტრა­ცი­ე­ბი, ეტლი, გემი, ბურ­თი და ა.შ.

ფო­ტო­ე­ბის შერ­ჩე­ვა

  • სა­სურ­ვე­ლია, რომ ფო­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც ერთ გვერ­დზე იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ჰქონ­დეს ერ­თნა­ი­რი ფერ­თა ტემ­პე­რა­ტუ­რა. მა­გა­ლი­თად, არ ღირს ერთ გვერ­დზე ფე­რა­დი და შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბის შე­რე­ვა.
  • შე­უ­თავ­სეთ ფო­ტო­ე­ბი ერ­თმა­ნეთს: თა­მა­მად და­ა­კავ­ში­რეთ სტა­ტი­კუ­რი, მშვი­დი და დი­ნა­მი­კუ­რი კად­რე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან. ეს გა­ცი­ლე­ბით სა­ხა­ლი­სოს გახ­დის ფო­ტო­წიგნს.
  • არ მო­ა­თავ­სოთ პორ­ტრე­ტი ფო­ტო­წიგ­ნის გვერ­დე­ბის გა­და­კე­ცის ად­გი­ლას.
  • ნუ ეც­დე­ბით, რომ ერთ გვერ­დზე ბევ­რი ფოტო და­ტი­ოთ. ჯერ ერთი, არ გა­მოჩ­ნდე­ბა, მე­ო­რეც, გა­და­იტ­ვირ­თე­ბა.
  • არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ბევ­რი კლი­პარ­ტი, ჩარ­ჩო და სტი­კე­რი ერ­თად. ეს ქა­ოსს გა­მო­იწ­ვევს ფო­ტო­წიგ­ნის გვერ­დზე. და­ტო­ვეთ სივ­რცე ფო­ტო­ე­ბის გარ­შე­მო.

ყდა

გა­რე­კა­ნის შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ფო­ტო­წიგ­ნის შექ­მნი­სას. ის მისი და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლია. ამი­ტომ, უნდა ასა­ხავ­დეს არ­ჩე­ულ თე­მას. შე­გიძ­ლი­ათ ყდა­ზე გა­ნა­თავ­სოთ ფოტო, ფო­ტო­კო­ლა­ჟი ან ლა­მა­ზი ფონი, სა­თა­უ­რით. არ­სე­ბობს ფო­ტო­წიგ­ნი რბი­ლი ყდით და რბი­ლი შიგ­თავ­სით, ასე­ვე მყა­რი ყდა რბი­ლი შიგ­თავ­სით (აკინძვა ისე­თი­ვე აქვს, რო­გო­რიც წიგ­ნებს) და მყა­რი ყდა მყა­რი შიგ­თავ­სით. ყდებს შო­რი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. მა­გა­ლი­თად, რბი­ლი ყდა ცარ­ცის ქა­ღალ­დით, რო­მელ­საც უკეთ­დე­ბა ლა­მი­ნა­ცია; ან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქა­ღალ­დის ყდა, რკი­ნის დე­კო­რა­ტი­უ­ლი სა­მაგ­რე­ბით; მყა­რი დე­კო­რა­ტი­უ­ლი ტი­ლოს ყდა და მყა­რი ყდა, რო­გორც პრი­ა­ლა, ასე­ვე გლუ­ვი ზე­და­პი­რით.

იმე­დია, ეს რჩე­ვე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, შექ­მნათ ორი­გი­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის ფო­ტო­წიგ­ნი, რო­მე­ლიც გა­დაშ­ლის­თა­ნა­ვე გა­ჩუ­ქებთ სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები

როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები

ფოტოწიგნი - ფოტოების შენახვის თანამედროვე ფორმატია. ცხოვრების აჩქარებული თანამედროვე ტემპის ფონზე, ჩვენ უამრავ შთაბეჭდილებას ვაგროვებთ, რომლებსაც მუდმივად ვინახავთ ფოტოების სახით. მაგრამ რამდენად ხშირად ვათვალიერებთ მათ კომპიუტერის ეკრანზე? ჩვეულებრივ, მყარ დისკზე ან ინტერნეტის „ღრუბელში“ მოხვედრილი ფოტოები წლების განმავლობაში რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა.

ახლა დაბეჭდვის ყველაზე თანამედროვე გზა ფოტოწიგნის შექმნაა, რომელიც იმავე ტექნოლოგიითაა დაბეჭდილი, რაც ალბომებსა და ჟურნალებში ილუსტრაციებისთვის გამოიყენება.

ფოტოწიგნი უნიკალური პროდუქტია, რომლის შექმნაც ძალიან სახალისო და სასიამოვნო გამოცდილებაა. ვიზუალი, დიზაინი, შინაარსი მხოლოდ მომხმარებლის სურვილებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

როგორ შევქმნათ ორიგინალური ფოტოწიგნი?

ამის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად, დამოუკიდებლად შეგიძლიათ. photobooks.ge-ზე მომხმარებელს საშუალება აქვს, თავად შექმნას ფოტოწიგნი სასურველი დიზაინით და ფოტოებით. საიტზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. მომხმარებელი ირჩევს ფოტოწიგნს სასურველი ზომის, აკინძვის ტექნოლოგიისა და ყდის მიხედვით და თავადვე ქმნის დიზაინს.

საიტზე ფოტოწიგნის აწყობა საკმაოდ მარტივია. მომხმარებელი ტვირთავს ფოტოებს, რომლებიც ლაგდება გვერდების მიხედვით. საიტს ჩართული აქვს „სმარტ ფუნქცია“, რომელიც ანაწილებს ფოტოებს გვერდებზე იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ფოტოს განთავსება სურს ერთ გვერდზე მომხმარებელს. ფოტოწიგნის აწყობისას, საიტის ედითორი უამრავ საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ მათი ფოტოწიგნის ვიზუალი გააფორმოს. დაამატოს ტექსტები, შეცვალოს ფონები, გააფორმოს კლიპ არტებითა და სხვადასხვა ელემენტით.

საკმარისია საიტზე შეარჩიოთ ფოტოწიგნის მზა შაბლონი და ატვირთოთ შესაბამისი ფოტოები. ყოველი გვერდის გაფორმება სათითაოდ მოგიწევთ.

ნაბიჯი #1

თავდაპირველად, აჯობებს შეარჩიოთ თემატიკა, ყდა და ფორმატი. ეს შეიძლება იყოს რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი ცხოვრებიდან, ოჯახური ქრონიკა, თქვენი პირადი პორტფოლიო, თქვენი შვილის ალბომი ან უბრალოდ გასული ერთი წლის ქრონიკა. გთავაზობთ მაგალითებს ფოტოწიგნის თემისთვის:

  • საქორწილო ფოტოწიგნი
  • დასვენება, მოგზაურობა
  • ორსულობა და სამშობიაროდან გამოწერა
  • ოჯახური ქრონიკები 1 წლის მანძილზე
  • თქვენი პატარა
  • პირველი კლასი/გამოსაშვები
  • ჰობი, გატაცება, პორტფოლიო
  • იუბილე, დაბადების დღეები, წვეულება
  • თემატური ფოტოსესია

ყოველი ფოტოწიგნი თავის ისტორიას მოჰყვება, მაგრამ რომელს? - ეს თქვენი გადასაწყვეტია!

დასვენების და მოგზაურობის თემატიკას ძალიან უხდება მკაფიო, ცისარტყელას ფერები, მაგრამ ეცადეთ, რომ ზედმეტად არ გადატვირთოთ გვერდების დიზაინი. შეგიძლიათ შეარჩიოთ რბილი ყდა ან ლამინირებული ვარიანტი. ფოტოები დაახარისხეთ ქრონოლოგიის მიხედვით და დაიწყეთ აეროპორტიდან. შეეცადეთ, ფოტოებით გადმოსცეთ ამბავი, თუ როგორ იმოგზაურეთ, რა მოინახულეთ, რა დააგემოვნეთ და ა.შ. შეარჩიეთ ნეიტრალური ფონი და გამოიყენეთ ხალისიანი ფერების ელემენტები და კლიპარტები, რითიც გვერდებს გააფორმებთ.

მოგზაურობის თემას მოუხდება კლიპარტები: თვითმფრინავი, ბილეთი, ამინდის ილუსტრაციები, მატარებელი, მანქანა, გლობუსი, რუკა და ა.შ. ფერები შეუხამეთ ერთმანეთს. მაგალითად, აირჩიეთ 3 ფერი (ლურჯი, ნარინჯისფერი, ყვითელი) და ყოველი გვერდი ამ 3 ფერის ელემენტებით გააფორმეთ.ფოტოებს გაუკეთეთ შესაბამისი წარწერები. მაგალითად, ადგილის სახელწოდება, სადაც ფოტო გადაიღეთ, თარიღი და მოკლე ანოტაცია იმ ობიექტზე, თუ საინტერესო იქნება.

საქორწინო ფოტოწიგნისთვის კი სადა, ნეიტრალური და ნაზი პასტელის ფერები შეარჩიეთ. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ 3 ან 4 ფერი. საქორწინო ფოტოწიგნს მყარი ყდა მოუხდება, რადგან სავარაუდოდ, ქორწილის უამრავი ფოტო გექნებათ.ფერები: ცისფერის გრადაციები, ფირუზისფერი, კრემისფერი, კაკაოსფერი, ლიმონისფერი, სალათისფერი, ატმის ყვავილის ფერი.თემატური კლიპარტები: საქორწინო ბეჭდები, ყვავილები, პატარძლის და სიძის გამოსახულებები, ტორტი, ფეიერვერკები, სანთლები.ფოტოწიგნი ძალიან ლამაზი და ხარისხიანი გამოგივათ, თუ პროფესიონალ ფოტოგრაფს დაიქირავებთ.

საბავშვო ფოტოწიგნი მხიარული და საყვარელი უნდა იყოს. ისიც ქრონოლოგიურად უნდა ააწყოთ, დაწყებული ორსულობის ფოტოებიდან. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერები: წითელი, ცისფერი, კრემისფერი, ვარდისფერი.იფიქრეთ იმაზეც, რომ როდესაც თქვენი შვილი გაიზრდება, ინტერესით დაათვალიერებს საკუთარი ბავშვობის ამსახველ ფოტოწიგნს. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ კომენტარების მიწერა ფოტოებზე. აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი ემოციებიც, დღე, როდესაც პირველად თქვა „დედა“ და „მამა“, როგორ გაიარა დახმარების გარეშე და ა.შ.თემატური კლიპარტები: სათამაშოები, ჩვილის ნივთები, საწოვარა, ბავშვის ილუსტრაციები, ეტლი, გემი, ბურთი და ა.შ.

ფოტოების შერჩევა

  • სასურველია, რომ ფოტოებს, რომლებიც ერთ გვერდზე იქნება განთავსებული, ჰქონდეს ერთნაირი ფერთა ტემპერატურა. მაგალითად, არ ღირს ერთ გვერდზე ფერადი და შავ-თეთრი ფოტოების შერევა.
  • შეუთავსეთ ფოტოები ერთმანეთს: თამამად დააკავშირეთ სტატიკური, მშვიდი და დინამიკური კადრები ერთმანეთთან. ეს გაცილებით სახალისოს გახდის ფოტოწიგნს.
  • არ მოათავსოთ პორტრეტი ფოტოწიგნის გვერდების გადაკეცის ადგილას.
  • ნუ ეცდებით, რომ ერთ გვერდზე ბევრი ფოტო დატიოთ. ჯერ ერთი, არ გამოჩნდება, მეორეც, გადაიტვირთება.
  • არ გამოიყენოთ ბევრი კლიპარტი, ჩარჩო და სტიკერი ერთად. ეს ქაოსს გამოიწვევს ფოტოწიგნის გვერდზე. დატოვეთ სივრცე ფოტოების გარშემო.

ყდა

გარეკანის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ფოტოწიგნის შექმნისას. ის მისი დასაწყისი და დასასრულია. ამიტომ, უნდა ასახავდეს არჩეულ თემას. შეგიძლიათ ყდაზე განათავსოთ ფოტო, ფოტოკოლაჟი ან ლამაზი ფონი, სათაურით. არსებობს ფოტოწიგნი რბილი ყდით და რბილი შიგთავსით, ასევე მყარი ყდა რბილი შიგთავსით (აკინძვა ისეთივე აქვს, როგორიც წიგნებს) და მყარი ყდა მყარი შიგთავსით. ყდებს შორისაც შესაძლებელია არჩევანის გაკეთება. მაგალითად, რბილი ყდა ცარცის ქაღალდით, რომელსაც უკეთდება ლამინაცია; ან დეკორატიული ქაღალდის ყდა, რკინის დეკორატიული სამაგრებით; მყარი დეკორატიული ტილოს ყდა და მყარი ყდა, როგორც პრიალა, ასევე გლუვი ზედაპირით.

იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ, შექმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი, რომელიც გადაშლისთანავე გაჩუქებთ სასიამოვნო შეგრძნებებს.

რა არის სამოგზაურო ყუთი? - პირველი ინოვაციური პროდუქტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან