აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.
"27 ივნისს, 20:40 საათზე, ბერდის რაიონის სოფელ კოლაგირთან განთავსებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს თოუზის რაიონის სოფელ გარალარის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სროლის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად თოუზის მიმართულებაზე ვითარება სტაბილურია და ოპერატიულ მდგომარეობას აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ.