სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე
"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­კუ­თარ იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. 26 ივ­ნისს ჟურ­ნა­ლის­ტი 42 წლის გახ­და.

"ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, 3-4 წლის წინ მი­ვე­დი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს­თან პირ­ვე­ლად. მა­შინ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. სი­ცო­ცხლეს შვი­ლე­ბის­თვის ვაგ­რძე­ლებ­დი. უფრო სწო­რად არ­სე­ბო­ბას. ძა­ლი­ან მძი­მე დეპ­რე­სი­ას შეჭ­მუ­ლი ჰქონ­და ჩემი ბრძო­ლის უნა­რი, ოპ­ტი­მიზ­მი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე მქმნი­და ისე­თად, რო­გორ­საც თქვენ მიც­ნობთ. ნა­თი­ას ვუხ­სნი­დი რომ ნა­ო­ჭე­ბი მა­წუ­ხებ­და, ასა­კი მთრგუ­ნავ­და, არა­და 36-37 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და და უცებ მე­კი­თხე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი გა­აქვს? და გა­ოგ­ნე­ბულ­მა შევ­ხე­დე, ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი, და­ა­მა­ტა: მი­მიხ­ვდა, რომ ვე­რა­ფერ­საც ვერ მი­ვუხ­ვდი. მძულს ყვა­ვი­ლე­ბით­ქო ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ არ და­ნებ­და. მო­მიყ­ვა რამ­დე­ნი ქო­თა­ნი აქვს აი­ვან­ზე, რო­გორ ურ­თი­ერ­თობს მათ­თან, ჩი­ტებ­თან, მზეს­თან. ისე­თი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი. მე ისე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სამ­ყა­რო­ზე და ის, ისე ლა­მა­ზად მი­ხა­ტავ­და ყვე­ლა­ფერს, რაც მძულ­და.

მაგ შეხ­ვედ­რი­დან ორი წლის შემ­დეგ წა­ვე­დი უბუდ­ში და მერე ინ­დო­ეთ­ში და მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­გე, რისი თქმა უნ­დო­და. იქ ყვე­ლა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე იყო.

ახლა, უფრო მეტი ნა­ო­ჭით და უფრო მეტი ასა­კით ზუს­ტად ვიცი ცხოვ­რე­ბის­გან რა მინ­და, ვინ მინ­და, რატო მინ­და. ახლა, მზის ჩას­ვლა და ამოს­ვლა უფრო მეტ ენერ­გი­ას მაძ­ლევს, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იმ წლებ­ში. ახლა მეს­მის სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის, თქვე­ნი და ვარ სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას­თან და რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ თავ­თან.

იცო­დეთ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რამ­დე­ნი წლის ხართ, მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა და მერე ყვე­ლაფ­რით ტკბო­ბა. რაც არ უნდა ცუ­დად იყოთ, სი­ტყვას გაძ­ლევთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ გაქვთ და შე­იძ­ლე­ბა მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბაც კი. ახლა, და­ბა­დე­ბის ამ დღეს სახ­ლში ბევ­რი ყვა­ვი­ლი მაქვს ქოთ­ნით. ყვე­ლას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს მი­ზე­ზი ჩემ­თან ყოფ­ნის. სი­ა­მოვ­ნე­ბას ისე­თი წვრილ­მა­ნე­ბი მა­ნი­ჭებს, ადრე სა­ერ­თოდ რომ ვერ ვამ­ჩნევ­დი. დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და დღე­ვან­დელ დღეს დაჯი რომ არ აკ­ლდეს, ჩავ­თვლი­დი რომ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ბედ­ნი­ე­რი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
1

ვულოცავ ნანუკას. მგონი ასე ნანუკას არც ერთი გამოსვლა, გადაცემა ან პოსტი არ მომწონებია

კატო
0

ყველას სჭირდება ერთი ნათია 38-40 წლის ასაკში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 26 ივნისს ჟურნალისტი 42 წლის გახდა.

"ზუსტი დრო არ მახსოვს, 3-4 წლის წინ მივედი ნათია ფანჯიკიძესთან პირველად. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი. უფრო სწორად არსებობას. ძალიან მძიმე დეპრესიას შეჭმული ჰქონდა ჩემი ბრძოლის უნარი, ოპტიმიზმი, ყველაფერი, რაც მე მქმნიდა ისეთად, როგორსაც თქვენ მიცნობთ. ნათიას ვუხსნიდი რომ ნაოჭები მაწუხებდა, ასაკი მთრგუნავდა, არადა 36-37 წლის ვიქნებოდი, მაგრამ ძალიან დარწმუნებული, რომ ყველაფერი დასრულდა და უცებ მეკითხება, ყვავილები გააქვს? და გაოგნებულმა შევხედე, ქოთნის ყვავილები, დაამატა: მიმიხვდა, რომ ვერაფერსაც ვერ მივუხვდი. მძულს ყვავილებითქო ვუპასუხე, მაგრამ არ დანებდა. მომიყვა რამდენი ქოთანი აქვს აივანზე, როგორ ურთიერთობს მათთან, ჩიტებთან, მზესთან. ისეთი გაოგნებული ვუყურებდი. მე ისეთი გაბრაზებული ვიყავი სამყაროზე და ის, ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა.

მაგ შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ წავედი უბუდში და მერე ინდოეთში და მხოლოდ მაშინ გავიგე, რისი თქმა უნდოდა. იქ ყველა ნათია ფანჯიკიძე იყო.

ახლა, უფრო მეტი ნაოჭით და უფრო მეტი ასაკით ზუსტად ვიცი ცხოვრებისგან რა მინდა, ვინ მინდა, რატო მინდა. ახლა, მზის ჩასვლა და ამოსვლა უფრო მეტ ენერგიას მაძლევს, ვიდრე ყველაფერი ერთად იმ წლებში. ახლა მესმის საკუთარი სხეულის, თქვენი და ვარ სრულ ჰარმონიაში საკუთარ ცხოვრებასთან და რაც მთავარია, საკუთარ თავთან.

იცოდეთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხართ, მთავარია საკუთარი თავის პოვნა და მერე ყველაფრით ტკბობა. რაც არ უნდა ცუდად იყოთ, სიტყვას გაძლევთ, რომ ყველაფერი წინ გაქვთ და შეიძლება მთავარი ბედნიერებაც კი. ახლა, დაბადების ამ დღეს სახლში ბევრი ყვავილი მაქვს ქოთნით. ყველას თავისი ისტორია აქვს მიზეზი ჩემთან ყოფნის. სიამოვნებას ისეთი წვრილმანები მანიჭებს, ადრე საერთოდ რომ ვერ ვამჩნევდი. დღეს ჩემი დაბადების დღეა და დღევანდელ დღეს დაჯი რომ არ აკლდეს, ჩავთვლიდი რომ დამსახურებულად ბედნიერი ვარ".

"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

"ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ, თუმცა წინ რთული გზაა..." - თინა ხიდაშელი კოვიდისგან დატოვებულ გართულებებს გერმანიაში მკურნალობს