მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა - ღარიბებს საკუთარი ტუალეტებიც არ აქვთ, ჭამენ მკაცრად განსაზღვრულ საჭმელს და ეკრძალებათ ზედმეტი ძილი
როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა - ღარიბებს საკუთარი ტუალეტებიც არ აქვთ, ჭამენ მკაცრად განსაზღვრულ საჭმელს და ეკრძალებათ ზედმეტი ძილი

იმ დროს, რო­დე­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დე­და­ქა­ლაქ­ში, ფხე­ნი­ან­ში ქვეყ­ნის ელი­ტა ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობს, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბეს და ქრო­ნი­კულ შიმ­შილს ებ­რძვის. კიმ ჩენ ინის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა საკ­ვე­ბის "მწვა­ვე" უკ­მა­რი­სო­ბას გა­ნიც­დის. ლი­დერ­მა კრი­ზის­ში ბრა­ლი გა­სულ წელს მომ­ხდარ ტა­ი­ფუ­ნებს და წყალ­დი­დო­ბას დას­დო. მი­ზე­ზად ასე­ვე კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და­სა­ხელ­და, რის გა­მოც სა­ვაჭ­რო მი­მოს­ვლა ნა­წი­ლობ­რივ შე­ჩერ­და და სა­ზღვრე­ბი ჩა­ი­კე­ტა.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ო­ცარ უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს:

  • სა­ხელ­მწი­ფოს ელი­ტას დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს

ცნო­ბი­ლია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ხუთ კას­ტად არის და­ყო­ფი­ლი. პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ელი­ტას - ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ­თა 10% მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ისი­ნი "სპე­ცი­ა­ლუ­რი" სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლო­ბენ და დე­და­ქა­ლაქ ფხე­ნი­ან­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ აქვთ.

  • და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას დე­და­ქა­ლაქ­ში შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სამი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი კას­ტა, ვალ­დე­ბუ­ლია იცხოვ­როს იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო მი­უ­თი­ტებს. მათ არ აქვთ დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა. არ აქვთ ზედ­მე­ტი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის, ან ზედ­მე­ტი ძი­ლის უფ­ლე­ბაც კი.

  • ელი­ტას მუდ­მი­ვად აქვს კარ­გი საკ­ვე­ბი

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გა­სა­კუთ­რე­ბულ 10%-ს მუდ­მი­ვად აქვს კარ­გი საკ­ვე­ბი. მათ უფ­ლე­ბა აქვთ ფხე­ნი­ან­ში სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნებს ეწ­ვიო და სხვა­დას­ხვა დე­ლი­კა­ტე­სე­ბი და­ა­გე­მოვ­ნონ. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია კო­რე­უ­ლი BBQ, შემ­წვა­რი ქა­თა­მი და ევ­რო­პუ­ლი სტი­ლის კა­ფე­ე­ბი.

  • ლი­დე­რის დი­ე­ტა

მას შემ­დეგ, რაც კიმ ჩენ ინს ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბა მო­უ­წია, ცნო­ბი­ლი გახ­და მისი დი­ე­ტაც, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს. ლი­დე­რი მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­ნი­უ­რი ღო­რის ხორ­ცით, ირა­ნუ­ლი ხი­ზი­ლა­ლით იკ­ვე­ბე­ბა. მი­ირ­თმევს ია­პო­ნურ დე­ლი­კა­ტე­სებს. მა­გა­ლი­თად, 2016 წელს, მხო­ლოდ მისი საყ­ვა­რე­ლი ბრა­ზი­ლი­უ­რი ყა­ვა­ის შე­ძე­ნა ბი­უ­ჯეტს 921 712 აშშ დო­ლა­რი და­უჯ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კიმი ყო­ველ­წლი­უ­რად ხარ­ჯავს ათა­სო­ბით დო­ლარს ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის იმ­პორტზე.

  • და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას საკ­ვე­ბი არ ჰყოფ­ნის

ე.წ. ღა­რი­ბი კას­ტა უკი­დუ­რე­სად მწი­რი რა­ცი­ო­ნით ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც 2019 წლის მა­ის­ში, დღე­ში 300 გრა­მამ­დე შემ­ცირ­და. წელს ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და. კიმ ჩენ ინის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნას სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტი აქვს. დღეს ღა­რიბ გლეხს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ულუ­ფის ჭა­მის უფ­ლე­ბა აქვს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, საკ­ვე­ბის სიმ­წი­რის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბი შიმ­ში­ლი­თაც კი კვდე­ბი­ან.

  • ელი­ტა­რუ­ლი კორ­პუ­სე­ბი

დე­და­ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ­სე­ბობს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბი ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­ფორ­ტით არის აღ­ჭურ­ვი­ლი, სა­დაც ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ელი­ტის წევ­რებს აქვთ. ერთი აპარ­ტა­მენ­ტის სა­შუ­ა­ლო ფასი 250 000 დო­ლა­რია. თა­ვად კიმ ჩენ ინი ქვე­ყა­ნა­ში 17 სა­სახ­ლეს ფლობს. ასე­ვე ფლობს ათე­უ­ლო­ბით უძ­რავ ქო­ნე­ბას მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, აქვს სა­კუ­თა­რი კერ­ძო კუნ­ძუ­ლი.

და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ძი­რი­თა­დად და­სა­მუ­შა­ვე­ბელ მი­წებ­ზე აშე­ნე­ბულ ქო­ხებ­ში ცხოვ­რობს. ღა­რი­ბე­ბის­თვის ასე­ვე გა­მო­ყო­ფი­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტუ­ა­ლე­ტე­ბი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­პირ­ფა­რე­შო მათ იშ­ვი­ა­თად აქვთ.

  • ელი­ტა ყვე­ლა სა­სურ­ველ ნივთს შავ ბა­ზარ­ზე ყი­დუ­ლობს

ქვე­ყა­ნა­ში მა­ღა­ლი კლა­სის ნა­კე­თო­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ამის გამო ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ე.წ. შავ ბა­ზარ­ზე ხდე­ბა ვაჭ­რო­ბა. ყი­დი­ან ყვე­ლა­ფერს, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ნივ­თე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ტან­საც­მლით და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ე.წ. მა­ღა­ლი კლა­სი ძი­რი­თა­დად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბით და­დი­ან.

და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას კი მხო­ლოდ ვე­ლო­სი­პე­დით და ეტ­ლში შებ­მუ­ლი ცხე­ნე­ბით ან ხა­რე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ­თა უმე­ტე­სო­ბას სა­ერ­თოდ არ მი­უწ­ვდე­ბათ ხელი ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
41

რას აბოლებთ ხალხს..საქართველოზე კარგად ცხოვრობენ...ბირთვულ იარაღს ღარიბი ქვეყანა ვერ შექმნის...ეს ქართველი ხალხი რომ დააწყნაროთ...ესაა დასავლელი ქვეყნების პროპაგანდა.....

emigranti
32

ვიტომ რატომ წერენ??? რას ემსახურება ეს სტატია?? 17 წელია ვცხოვრობ საქარტველოდან შორს და აქ ვინც კი იცის ჩვენი კომუნისტების ხანა იცი რას ამბობენ?? ხელფასებს კაპიკებს ღებულობდიტო პატარა სახლებში ცხოვრობდიტო. 9 საათის მერე გარეტ ვერ გამოდიოდიტო. და ვკიტხულობ ეხლა ვინც კომუნისტების ხანაში გავიზარდეტ იყო ასე???? კაპიკებს ტუ ვღებულობდით კაპიკები იყო ცხოვრებაც . და ღამიტ სამი სმენა რომ ქარხნები მუშაობდა მთელი ღამე ხალხიტ იყო ქუჩები სავსე დაგავიწყდათ? და იმ სახლებში სადაც მაშინ მუშები და გლეხები ცხოვრობდნენ სითბო და სიყვარულით იყო სავსე. ცრუ პროპაგანდა ყველგან და ყველაფერში.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა - ღარიბებს საკუთარი ტუალეტებიც არ აქვთ, ჭამენ მკაცრად განსაზღვრულ საჭმელს და ეკრძალებათ ზედმეტი ძილი

როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა - ღარიბებს საკუთარი ტუალეტებიც არ აქვთ, ჭამენ მკაცრად განსაზღვრულ საჭმელს და ეკრძალებათ ზედმეტი ძილი

იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში ქვეყნის ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეს და ქრონიკულ შიმშილს ებრძვის. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანა საკვების "მწვავე" უკმარისობას განიცდის. ლიდერმა კრიზისში ბრალი გასულ წელს მომხდარ ტაიფუნებს და წყალდიდობას დასდო. მიზეზად ასევე კორონავირუსის პანდემია დასახელდა, რის გამოც სავაჭრო მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერდა და საზღვრები ჩაიკეტა.

ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოება საოცარ უთანასწორო პირობებში ცხოვრობს:

  • სახელმწიფოს ელიტას დედაქალაქში ცხოვრების უფლება აქვს

ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობა ხუთ კასტად არის დაყოფილი. პრივილეგირებულ ელიტას - ჩრდილოეთ კორეელთა 10% მიეკუთვნება. ისინი "სპეციალური" სტატუსით სარგებლობენ და დედაქალაქ ფხენიანში ცხოვრების უფლება მხოლოდ მათ აქვთ.

  • დანარჩენ მოსახლეობას დედაქალაქში შესვლა ეკრძალება

ჩრდილოეთ კორეის სამი სოციალურად დაუცველი კასტა, ვალდებულია იცხოვროს იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო მიუთიტებს. მათ არ აქვთ დედაქალაქში ცხოვრების უფლება. არ აქვთ ზედმეტი საკვების მიღების, ან ზედმეტი ძილის უფლებაც კი.

  • ელიტას მუდმივად აქვს კარგი საკვები

ჩრდილოეთ კორეის გასაკუთრებულ 10%-ს მუდმივად აქვს კარგი საკვები. მათ უფლება აქვთ ფხენიანში საუკეთესო რესტორნებს ეწვიო და სხვადასხვა დელიკატესები დააგემოვნონ. ყველაზე პოპულარულია კორეული BBQ, შემწვარი ქათამი და ევროპული სტილის კაფეები.

  • ლიდერის დიეტა

მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინს ზედმეტი კილოგრამების დაკლება მოუწია, ცნობილი გახდა მისი დიეტაც, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ლიდერი მხოლოდ მაღალი ხარისხის დანიური ღორის ხორცით, ირანული ხიზილალით იკვებება. მიირთმევს იაპონურ დელიკატესებს. მაგალითად, 2016 წელს, მხოლოდ მისი საყვარელი ბრაზილიური ყავაის შეძენა ბიუჯეტს 921 712 აშშ დოლარი დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიმი ყოველწლიურად ხარჯავს ათასობით დოლარს ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე.

  • დანარჩენ მოსახლეობას საკვები არ ჰყოფნის

ე.წ. ღარიბი კასტა უკიდურესად მწირი რაციონით ცხოვრობს, რომელიც 2019 წლის მაისში, დღეში 300 გრამამდე შემცირდა. წელს ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანას სურსათის დეფიციტი აქვს. დღეს ღარიბ გლეხს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ულუფის ჭამის უფლება აქვს. ზოგ შემთხვევაში, საკვების სიმწირის გამო, ადამიანები შიმშილითაც კი კვდებიან.

  • ელიტარული კორპუსები

დედაქალაქში რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი არსებობს. აპარტამენტები ყველა თანამედროვე კომფორტით არის აღჭურვილი, სადაც ცხოვრების უფლება მხოლოდ ელიტის წევრებს აქვთ. ერთი აპარტამენტის საშუალო ფასი 250 000 დოლარია. თავად კიმ ჩენ ინი ქვეყანაში 17 სასახლეს ფლობს. ასევე ფლობს ათეულობით უძრავ ქონებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აქვს საკუთარი კერძო კუნძული.

დანარჩენი მოსახლეობა ძირითადად დასამუშავებელ მიწებზე აშენებულ ქოხებში ცხოვრობს. ღარიბებისთვის ასევე გამოყოფილია სოციალური საზოგადოებრივი ტუალეტები. დამოუკიდებელი საპირფარეშო მათ იშვიათად აქვთ.

  • ელიტა ყველა სასურველ ნივთს შავ ბაზარზე ყიდულობს

ქვეყანაში მაღალი კლასის ნაკეთობების დეფიციტია. ამის გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც ე.წ. შავ ბაზარზე ხდება ვაჭრობა. ყიდიან ყველაფერს, იმპორტირებული ელექტრონივთებიდან დაწყებული, ტანსაცმლით და ძვირფასეულობით დამთავრებული. ე.წ. მაღალი კლასი ძირითადად ელექტროავტომობილებით და ძვირადღირებული მანქანებით დადიან.

დანარჩენ მოსახლეობას კი მხოლოდ ველოსიპედით და ეტლში შებმული ცხენებით ან ხარებით გადაადგილების უფლება აქვს. ჩრდილოეთ კორეელთა უმეტესობას საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი ავტომობილებზე. წაიკითხეთ სრულად