ავტორი:

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია, - ამის შესახებ ჭყონიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, „სიბილწის პროპაგანდის“ უფლება არ უნდა იყოს.

„ეს არის სოდომური ცოდვის პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია. აი, ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? ადამიანის უფლება არ არის ეს, სიბილწის პროპაგანდა არავითარ შემთხვევაში არავის უფლება არ არის. ჩვენ გვაფურთხებენ და აი, ასე გვიკეთებენ, რაც მე ახლა მაგალითი მოვიყვანე. რომ დაჯდება და ტაძრის წინ მოისაქმისებს, რეაქცია იქნება“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

"ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს", - ამის შესახებ კი ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობრივი დაპირისპირება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია.

„ისეთი რამ, რაც შეურაცხყოფს ქვეყნის თვითმყოფადობას, ქვეყნის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ასეთი რამ საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ ძალადობრივი დაპირისპირება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია, მაგრამ გამოსვლა იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ თავისი გულისტკივილი გამოხატოს, ანუ აღმსარებლობის თვალსაზრისით, დასაშვებია“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

"თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, "პრაიდის“ ერთ-ერთი ოფისის მიმართულებით ბოთლებს და სამშენებლო ფილებს ისროდნენ

"თავს რამდენიმე ადამიანი დამესხა“ - რას ჰყვება "პალიტრანიუსის“ ოპერატორი, რომელსაც მოძალადეები ფიზიკურად გაუსწორდნენ?

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი