მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუნძულ კრეტაზე, ციხეში საქართველოს ორ მოქალაქეს შორის დაპირისპირებას ერთ-ერთი ემსხვერპლა - საელჩო
კუნძულ კრეტაზე, ციხეში საქართველოს ორ მოქალაქეს შორის დაპირისპირებას ერთ-ერთი ემსხვერპლა - საელჩო

ბერ­ძნულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ივ­ნისს კუნ­ძულ კრე­ტა­ზე, ქა­ლაქ ხა­ნი­ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ ორ თა­ნა­მე­საკ­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ხელ­ნა­კე­თი და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს კონ­სუ­ლი ესა­უბ­რა ქა­ლაქ ხა­ნი­ის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს, რო­მელ­მაც პი­რად სა­უ­ბარ­ში და­უ­დას­ტუ­რა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი. ასე­ვე, გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია მისი ოჯა­ხი. სა­ელ­ჩო გა­მოთ­ქვამს ღრმა მწუ­ხა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს მისი ოჯა­ხის წევ­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია ქა­ლაქ ხა­ნი­ის ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და მზა­დაა კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნოს ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს”, - ნათ­ქა­ვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
1

იქაც ერთმანეთს ხოცავენ? (((

გიო
7

არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

კუნძულ კრეტაზე, ციხეში საქართველოს ორ მოქალაქეს შორის დაპირისპირებას ერთ-ერთი ემსხვერპლა - საელჩო

კუნძულ კრეტაზე, ციხეში საქართველოს ორ მოქალაქეს შორის დაპირისპირებას ერთ-ერთი ემსხვერპლა - საელჩო

ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 26 ივნისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ხანიის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ორ თანამესაკნე საქართველოს მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ხელნაკეთი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საბერძნეთში საქართველოს საელჩოს კონსული ესაუბრა ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც პირად საუბარში დაუდასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი. ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ უკვე ინფორმირებულია მისი ოჯახი. საელჩო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია ქალაქ ხანიის ციხის ადმინისტრაციასთან და მზადაა კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს”, - ნათქავამია ინფორმაციაში.

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

"იქნება აქციები, არ გავჩერდებით" - ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა