ავტორი:

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულსხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საგარეჯოში ავტომობილის და მოტოციკლის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ვარშავაში გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს