სპორტი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური კოცნა და დისტანციის ზომების დარღვევა, რომლის გამოც, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა - რა კადრები გამოუქვეყნეს მეთ ჰენკოკს
სკანდალური კოცნა და დისტანციის ზომების დარღვევა, რომლის გამოც, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა - რა კადრები გამოუქვეყნეს მეთ ჰენკოკს

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის მდი­ვა­ნი მეთ ჰენ­კო­კი თა­ნამ­შრო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში მან აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა "ვალ­დე­ბუ­ლია გულ­წრფე­ლი იყოს იმ ხალ­ხის წი­ნა­შე, ვინც ამ­დე­ნი მსხვერ­პლი გა­ი­ღო ამ პან­დე­მი­ის დროს“. ბო­რის ჯონ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის წუხს ჰენ­კო­კის გა­დად­გო­მის გამო.

  • ჰენ­კო­კი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­მო­ცე­მა The Sun-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოს შემ­დეგ მო­ექ­ცა. ფო­ტო­ზე ჯან­დაც­ვის მდი­ვა­ნი თა­ნამ­შრო­მელს ჯინა კო­ლა­დან­ჯე­ლოს კოც­ნი­და. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ფოტო ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, 6 მა­ისს იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. ჰენ­კოკს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ "სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის ზო­მე­ბი“ და­არ­ღვია.

"მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ იმ უზარ­მა­ზარ მსხვერ­პლს, რაც ყვე­ლამ გა­ი­ღო ამ ქვე­ყა­ნა­ში და ისი­ნი, ვინც წე­სებს აწე­სე­ბენ, უნდა იცავ­დნენ მათ, ამი­ტომ უნდა გა­დავ­დგე“, - აღ­ნიშ­ნა ჰენ­კოკ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

გა­დად­გო­მის წე­რილ­ში ჰენ­კოკ­მა ასე­ვე გა­ი­მე­ო­რა მისი ბო­დი­ში წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ოჯახ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბის­თვის. სა­პა­სუ­ხოდ მას პრე­მი­ერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოთ ძა­ლი­ან ამა­ყად იმით, რა­საც თქვენ მი­აღ­წი­ეთ - არა მხო­ლოდ პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, არა­მედ ჯერ კი­დევ მა­ნამ, სა­ნამ Covid-19-ის ვირუ­სი დაგ­ვარ­ტყამ­და", - აღ­ნიშ­ნა ჯონ­სონ­მა.

ჯან­დაც­ვის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ საჯი ჯა­ვი­დი და­ი­კა­ვებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))))
26

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია. რომ ვნახეთ, არ დაგვიჭერენ? :))))

Ilona
1

გადადგა კაცი,ზუსტად ისეა როგორც ჩვენთან,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

სკანდალური კოცნა და დისტანციის ზომების დარღვევა, რომლის გამოც, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა - რა კადრები გამოუქვეყნეს მეთ ჰენკოკს

სკანდალური კოცნა და დისტანციის ზომების დარღვევა, რომლის გამოც, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი თანამდებობიდან გადადგა - რა კადრები გამოუქვეყნეს მეთ ჰენკოკს

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი თანამშრომელთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.

პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ მთავრობა "ვალდებულია გულწრფელი იყოს იმ ხალხის წინაშე, ვინც ამდენი მსხვერპლი გაიღო ამ პანდემიის დროს“. ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის წუხს ჰენკოკის გადადგომის გამო.

  • ჰენკოკი კრიტიკის ქარცეცხლში გამოცემა The Sun-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ მოექცა. ფოტოზე ჯანდაცვის მდივანი თანამშრომელს ჯინა კოლადანჯელოს კოცნიდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფება. გამოცემა წერდა, რომ ფოტო ჯანდაცვის დეპარტამენტის შენობაში, 6 მაისს იყო გადაღებული. ჰენკოკს ადანაშაულებდნენ, რომ "სოციალური დისტანციის ზომები“ დაარღვია.

"მე ვაცნობიერებ იმ უზარმაზარ მსხვერპლს, რაც ყველამ გაიღო ამ ქვეყანაში და ისინი, ვინც წესებს აწესებენ, უნდა იცავდნენ მათ, ამიტომ უნდა გადავდგე“, - აღნიშნა ჰენკოკმა ვიდეომიმართვაში.

გადადგომის წერილში ჰენკოკმა ასევე გაიმეორა მისი ბოდიში წესების დარღვევის გამო და ბოდიში მოუხადა ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს ამ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის. საპასუხოდ მას პრემიერმა მადლობა გადაუხადა.

"თანამდებობა უნდა დატოვოთ ძალიან ამაყად იმით, რასაც თქვენ მიაღწიეთ - არა მხოლოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ჯერ კიდევ მანამ, სანამ Covid-19-ის ვირუსი დაგვარტყამდა", - აღნიშნა ჯონსონმა.

ჯანდაცვის მდივნის თანამდებობას სავარაუდოდ საჯი ჯავიდი დაიკავებს.

ორი თამაში, 14 გოლი და "მოკლული გიგანტი“ - ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო დღე?

BBC - კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება მის ეფექტურობას ზრდის

"ინდური შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს..." - რას ჰყვება მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმი