Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს
"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე პრე­პა­რატ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ აშშ-მა გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ავად­მყო­ფებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ კო­ვიდ ავად­მყო­ფებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი მას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან იყე­ნებ­და.

"24 ივ­ნისს აშშ FDA-მ გას­ცა გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა (Emergency Use Authorisation) გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში (მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­ულ პა­ცი­ენ­ტებ­ში), რომ­ლე­ბიც იღე­ბენ კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დებს და სა­ჭი­რო­ე­ბენ და­მა­ტე­ბით ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას, არა­ინ­ვა­ზი­ურ, ან ინ­ვა­ზი­ურ მე­ქა­ნი­კურ ვენ­ტი­ლა­ცი­ას. მა­ნამ­დე FDA-ის მიერ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო ზო­გა­დად მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის დროს.

ჩვენს პოს­ტებ­ში არა­ერ­თგზის აღ­ვნიშ­ნავ­დით, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID ავად­მყო­ფებ­ში მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას და სიკ­ვდი­ლო­ბის რისკს, ასე­ვე სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში. აგ­რეთ­ვე COVID-19-ის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის გა­იდ­ლა­ინ­ში შე­ტა­ნი­ლი გვაქვს რე­კო­მენ­და­ცია მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ამის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე მხო­ლოდ 8 COVID კლი­ნი­კას აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი და მათ­გა­ნაც მხო­ლოდ 4 COVID კლი­ნი­კა (ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, "ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრი“, ნ. ყიფ­ში­ძის სახ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა და "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი“) იყე­ნებს ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს სის­ტე­მა­ტუ­რად სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და არა ეპი­ზო­დუ­რად. ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის, რო­გორც COVID ავად­მყო­ფებ­ში პო­ტენ­ცი­უ­რად სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი მე­დი­კა­მენ­ტის მსგავს იგ­ნო­რი­რე­ბას არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს. მი­თუ­მე­ტეს ახლა, როცა აშშ FDA-იმ გას­ცა გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა უშუ­ა­ლოდ COVID ავად­მყო­ფებ­ში (და არა ზო­გა­დად ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის დროს).

სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ COVID ავად­მყო­ფებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა. ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი მას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­და ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან, დიდი ხნით ადრე, სა­ნამ ა.წ. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში ინ­გლი­სე­ლე­ბის დიდი კვლე­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი და­ი­დე­ბო­და. 2020 წლის მა­ის­ში ჩვენს ცენ­ტრში ერთ-ერთი კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ავად­მყო­ფის (ქალი, 83 წლის) წარ­მა­ტე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მოკ­ლე ტე­ლე­ფილ­მიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე "ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრში“ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით უმ­კურ­ნა­ლეს 8 მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID პა­ცი­ენტს და მათ­გან 7 პა­ცი­ენ­ტი გა­დარ­ჩა. ეს ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თია სხვა კლი­ნი­კე­ბის­თვის.

მო­ვუ­წო­დებთ COVID კლი­ნი­კებს მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ უფრო ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნონ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყვე­ლა ჩვე­ნე­ბის და უკუჩ­ვე­ნე­ბის, აგ­რეთ­ვე ყვე­ლა შე­საძ­ლო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნის ზედ­მი­წევ­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტია, აქვს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ“, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
16

მიხედე ამ საქმეს რაც იცი, წაიკითხე სტატია და მიეცი ექიმებს რჩევები. ამ პოლიტიკოსობას და საქმეების რჩევას კი დაანებე თავი. არ გამოგდის. 

გაბო
7

იმაზე იაპარაკეთ გამყრელიძესთან ერთად; ვაქცინებისთვის გადმორიცხული ფული სად გააქრეთ? ვაქცინები სადაა? სად გაქრა ასტრა ზენეკას ათასობით დოზა და საერთოდ აქამდე რატომ არა ხართ პასუხისგებაში მიცემულები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

"მოვუწოდებთ კლინიკებს, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი..." - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას აქვეყნებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პრეპარატ ტოცილიზუმაბთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ-მა გადაუდებელ შემთხვევებში, გარკვეული კატეგორიის ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა გასცა. მისივე თქმით, საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ კოვიდ ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას ჯერ კიდევ გასული წლიდან იყენებდა.

"24 ივნისს აშშ FDA-მ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის გამოყენების ნებართვა (Emergency Use Authorisation) გარკვეული კატეგორიის ჰოსპიტალიზებულ COVID-19-ით ავადმყოფებში (მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში), რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის მიწოდებას, არაინვაზიურ, ან ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას. მანამდე FDA-ის მიერ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებული იყო ზოგადად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. ციტოკინური შტორმის დროს.

ჩვენს პოსტებში არაერთგზის აღვნიშნავდით, რომ ტოცილიზუმაბი სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში მექანიკური ვენტილაციის საჭიროებას და სიკვდილობის რისკს, ასევე სარწმუნოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტებში. აგრეთვე COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინში შეტანილი გვაქვს რეკომენდაცია მძიმე და კრიტიკულად მძიმე ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტებში ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე.

ამის მიუხედავად საქართველოში დღემდე მხოლოდ 8 COVID კლინიკას აქვს გამოყენებული ტოცილიზუმაბი და მათგანაც მხოლოდ 4 COVID კლინიკა (ინფექციური საავადმყოფო, "ჩაფიძის გულის ცენტრი“, ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და "თბილისი ცენტრალი“) იყენებს ტოცილიზუმაბს სისტემატურად საჭიროების შემთხვევაში და არა ეპიზოდურად. ტოცილიზუმაბის, როგორც COVID ავადმყოფებში პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტის მსგავს იგნორირებას არავითარი გამართლება არა აქვს. მითუმეტეს ახლა, როცა აშშ FDA-იმ გასცა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა უშუალოდ COVID ავადმყოფებში (და არა ზოგადად ე.წ. ციტოკინური შტორმის დროს).

საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ COVID ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა. ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას წარმატებით იყენებდა ჯერ კიდევ გასული წლიდან, დიდი ხნით ადრე, სანამ ა.წ. იანვარ-თებერვალში ინგლისელების დიდი კვლევების პოზიტიური შედეგები დაიდებოდა. 2020 წლის მაისში ჩვენს ცენტრში ერთ-ერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფის (ქალი, 83 წლის) წარმატებულ მკურნალობაზე მოკლე ტელეფილმიც არის გადაღებული.

ბოლო ორი თვის მანძილზე "ჩაფიძის გულის ცენტრში“ ტოცილიზუმაბით უმკურნალეს 8 მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID პაციენტს და მათგან 7 პაციენტი გადარჩა. ეს ძალიან კარგი მაგალითია სხვა კლინიკებისთვის.

მოვუწოდებთ COVID კლინიკებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენების და უკუჩვენების, აგრეთვე ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ზედმიწევნით გათვალისწინებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე "ფეისბუქის“ გვერდზე.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს