საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი
"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

სა­მეგ­რე­ლო­ში, 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რობს:

"გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, დამ­ტო­ვა 4 შვი­ლით. ისე­თი ოჯა­ხე­ბი და­მა­კარ­გვი­ნა...ყვე­ლას პა­ტივს ვცემ­დი. ყვე­ლას დიდ ბო­დიშს ვუხ­დი, რომ მა­ნი­ა­კებ­თან ვცხოვ­რობ­დი 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და მე ეს ფაქ­ტი გა­ვი­გე 23-ში.

ახ­ლო­ბელ­მა და­მი­რე­კა, ამას და ამას აბ­რა­ლე­ბე­ნო, მე არ და­ვი­ჯე­რე, მაგ­რამ ვთქვი სახ­ლშიც - თუ შენ და­გა­ტყდა ეს, ადე­ქი და თავი მო­ი­კა­ლი-მეთ­ქი, ერ­თსაც და მე­ო­რე­საც (ვუ­თხა­რი). უარ­ყვეს, გა­ვი­და 20 წუთი და მო­ვი­და პო­ლი­ცია და და­ა­კა­ვეს“, - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ცოლი.

ცნო­ბის­თვის, 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მამა-შვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ლე­ვან ნუ­ცუ­ბი­ძემ მი­ი­ღო. პრო­ცე­სი სე­ნა­კის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში დღეს გა­ი­მარ­თა და ის მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ხუ­რუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბრალს არ აღი­ა­რე­ბენ.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 137-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ ( გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ბ.გ.-ს ორი ეპი­ზო­დი, ზ.გ.-ს სამი ეპი­ზო­დი), ხოლო ზ.გ-ს ასე­ვე ბრალ­დე­ბა 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან.

სა­მეგ­რე­ლოს პო­ლი­ცი­ამ, მარ­ტვილ­ში, 2 დღის წინ მამა-შვი­ლი, 65 და 35 წლის მა­მა­კა­ცე­ბი და­ა­კა­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ი­თხო­ვენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სახ­ლი დაწ­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნესტანი
2

ძალიან მეცოდება და თანავუგრძნობ ამ გოგოს, რომელიც უპატრონოდ და უსახლკაროდ დარჩა. რომელ ნათესავს შეუძლია შეიფაროს ექვსი სული, უშემოსავლო და აბსოლუტურად ცარიელ-ტარიელი. 

gia
33

არ არსებობს რომ არ ცოდნოდა...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

"ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი" - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულის ცოლის კომენტარი

სამეგრელოში, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულის ცოლი "ტვ პირველთან" საუბრობს:

"განადგურებული ვარ, დამტოვა 4 შვილით. ისეთი ოჯახები დამაკარგვინა...ყველას პატივს ვცემდი. ყველას დიდ ბოდიშს ვუხდი, რომ მანიაკებთან ვცხოვრობდი 13 წლის განმავლობაში და მე ეს ფაქტი გავიგე 23-ში.

ახლობელმა დამირეკა, ამას და ამას აბრალებენო, მე არ დავიჯერე, მაგრამ ვთქვი სახლშიც - თუ შენ დაგატყდა ეს, ადექი და თავი მოიკალი-მეთქი, ერთსაც და მეორესაც (ვუთხარი). უარყვეს, გავიდა 20 წუთი და მოვიდა პოლიცია და დააკავეს“, - ამბობს ბრალდებულის ცოლი.

ცნობისთვის, 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა და ის მოსამართლის გადაწყვეტილებით დახურული იყო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ დაზარალებულის ნათესავები და ადგილობრივები. სოფლის მოსახლეობამ, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ბრალდებულების სახლი დაწვა.

ამირან გამყრელიძე ჟურნალისტს - თქვენმა ხელმძღვანელმა მითხრას: "ძალიან მინდა ამირან გამყრელიძე გადადგეს", იქნებ მერე გაგიწიოთ ანგარიში

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში "დოზის დანაკარგმა" 3%, "ფაიზერის" შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა - როგორ განმარტავს თამარ გაბუნია ვაქცინების მიწოდების პროცესში ხარვეზებს

"ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტმა ტურისტმა შემოიტანა" - რას უკავშირებენ სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების მატებას