ავტორი:

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე 5 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხუთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ვარშავაში გაუჩინარებული 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბანში, ხელოვნურ ტბაში ორ მოზარდს ეძებენ

უბედური შემთხვევა ხობში - 2 წლის ბავშვი წყლით სავსე აუზში დაიხრჩო