მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ვატო ყი­ფი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე კუ­ლუ­ლაშ­ვილ­მა მი­ი­ღო.

ბრალ­დე­ბის მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, ყი­ფი­ა­ნის მხრი­დან რო­გორც მი­მალ­ვის, ასე­ვე ხე­ლა­ხა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლი იც­ნობს საქ­მე­ში და­კი­თხულ არა­ერთ მოწ­მეს და შე­საძ­ლოა ამ მოწ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა.

ცნო­ბის­თვის, ვატო ყი­ფი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18,109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა, ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვა­თა სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას) და 25,236-ე მუხ­ლის მე-3, მე-4 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა და გა­სა­ღე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) წა­რედ­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ ვატო ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარის განმარტებით, ყიფიანის მხრიდან როგორც მიმალვის, ასევე ხელახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე არსებობდა. ამასთან, ბრალდებული იცნობს საქმეში დაკითხულ არაერთ მოწმეს და შესაძლოა ამ მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მომზადება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 25,236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღების ორგანიზება) წარედგინა.