"ქართლი ხმების" წევრი, ტრაგიკულად გარდაცვლილი ზურაბ ბაკურაძე დღეს დაკრძალეს. მუსიკოსის მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ სამძიმრის წერილს, რომლითაც პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართავს.
"ზურაბ ბაკურაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს
ზურაბის გარდაცვალება ელდასავით იყო მთელი საქართველოსთვის. ახალგაზრდა თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ქართული კულტურის სფეროში ღრმა კვალის დამტოვებელი, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ყოფილი მგალობელი, "ქართული ხმების“ ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, პიროვნულადაც გამორჩეული ადამიანი, საბოლოო ხვედრითაც გამორჩეული აღმოჩნდა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალსა დააწესოს იგი და მარადიული ცხოვრებ ღვთის საუფლოში მიმადლოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მხნეობა“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.