მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ
გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბა­თუმ­ში ნა­ქი­რა­ვებ ოფისს ატო­ვე­ბი­ნე­ბენ. პარ­ტი­ა­ში მომ­ხდარს ოფი­სის მე­პატ­რო­ნე­ზე ზე­წო­ლას უკავ­ში­რე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო ისი­ნი ფართს და­ტო­ვე­ბენ.

აჭა­რა­ში პარ­ტი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოფი­სის მე­პატ­რო­ნე ეუბ­ნე­ბო­და, რომ მათი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა. მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია ახლა ისე იქ­ცე­ვა, რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 2012 წელს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ექ­ცე­ო­და.

"სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტია იქ­ცე­ვა ზუს­ტად ისე, რო­გორც ექ­ცე­ო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 2012 წელს. ვის­გა­ნაც ოფი­სი ვი­ქი­რა­ვეთ, მან დღეს გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. ამ ადა­მი­ან­თან გუ­ში­ნაც კი გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და ის ღიად აფიქ­სი­რებ­და მხარ­და­ჭე­რას ჩვე­ნი გუნ­დი­სად­მი. მხო­ლოდ დღეს შე­იც­ვა­ლა მისი პო­ზი­ცია.

მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და ის ფაქ­ტი, რაც მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და, რაც სი­სუ­ლე­ლეა. მთე­ლი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით ვა­პი­რებთ ოფი­სის გახ­სნას. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გვი­ფიქ­სი­რე­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი სურ­ვი­ლი­სა, რომ ოფი­სი მოგ­ვა­ქი­რა­ონ, ვერ ახერ­ხე­ბენ და­ში­ნე­ბის და შან­ტა­ჟის გამო, რო­მე­ლიც მათ მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ჩვენ ამ ადა­მი­ა­ნის გვეს­მის და ვუ­თა­ნაგ­რძობთ. ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მის რთულ მდგო­მა­რე­ო­ბას და ოფისს დავ­ტო­ვებთ. თუმ­ცა ეს არ გახ­დე­ბა და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი, ეს ვერ გახ­დე­ბა მი­ზე­ზი, რომ მუ­შა­ო­ბა შე­ვა­ჩე­როთ. თუ ყვე­ლა ადა­მი­ანს და­ა­ში­ნე­ბენ რე­გი­ონ­ში რომ არ მოგ­ვა­ქი­რა­ონ ოფი­სი, სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში გავ­ხსნით ოფისს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი მი­ქე­ლა­ძემ.

ამას­თან, დღეს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ოფი­სის მე­პატ­რო­ნე­მაც და აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ტი­ას მისი კუთ­ვნი­ლი ფარ­თის და­ტო­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­რა­თის ცვლი­ლე­ბის გამო სთხოვს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)
54

ნაცები გააქრეს, ეხლა გახარიას გააქრობენ:)

ა.გ
49

ესე გააგრძელოს ოცნებამ რა რეიტინგი დარჩება ნახავს მალე ნაცებისგან რითი განსხვსვდებით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გიორგი გახარიას პარტიას ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ

გიორგი გახარიას პარტიას - "საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. პარტიაში მომხდარს ოფისის მეპატრონეზე ზეწოლას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო ისინი ფართს დატოვებენ.

აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ოფისის მეპატრონე ეუბნებოდა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი იყო, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. მიქელაძის განცხადებით, მმართველი პარტია ახლა ისე იქცევა, როგორც "ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს "ქართულ ოცნებას“ ექცეოდა.

"სახელისუფლებო პარტია იქცევა ზუსტად ისე, როგორც ექცეოდა "ნაციონალური მოძრაობა“ "ქართულ ოცნებას“ 2012 წელს. ვისგანაც ოფისი ვიქირავეთ, მან დღეს გააკეთა განცხადება. ამ ადამიანთან გუშინაც კი გვქონდა კომუნიკაცია და ის ღიად აფიქსირებდა მხარდაჭერას ჩვენი გუნდისადმი. მხოლოდ დღეს შეიცვალა მისი პოზიცია.

მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რაც მედიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რაც სისულელეა. მთელი რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ოფისის გახსნას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვიფიქსირებენ, რომ მიუხედავად მათი სურვილისა, რომ ოფისი მოგვაქირაონ, ვერ ახერხებენ დაშინების და შანტაჟის გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.

ჩვენ ამ ადამიანის გვესმის და ვუთანაგრძობთ. ჩვენ გავითვალისწინებთ მის რთულ მდგომარეობას და ოფისს დავტოვებთ. თუმცა ეს არ გახდება დამაბრკოლებელი, ეს ვერ გახდება მიზეზი, რომ მუშაობა შევაჩეროთ. თუ ყველა ადამიანს დააშინებენ რეგიონში რომ არ მოგვაქირაონ ოფისი, საკუთარ სახლებში გავხსნით ოფისს“,- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ამასთან, დღეს ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოფისის მეპატრონემაც და აღნიშნა, რომ პარტიას მისი კუთვნილი ფართის დატოვებას პოლიტიკური სურათის ცვლილების გამო სთხოვს.

"კეთილი ინებოს პრეზიდენტმა, მივიდეს პრაიდზე, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება" - რომან გოცირიძე

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, "ნაცმოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"