საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები
"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

მარ­ტვი­ლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში შო­კის­მომ­გვრე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 8 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მამა-შვი­ლი და­ა­კა­ვეს და მათ სა­სა­მარ­თლომ უკვე პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რებ­მა, მე­ზობ­ლებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს და დაწ­ვეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამ დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა აღ­შფო­თე­ბუ­ლი ხალ­ხის შე­ჩე­რე­ბა ვერ შეძ­ლეს. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს. და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი იცავს. ის საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს, რად­გან საქ­მე არას­რულ­წლო­ვანს ეხე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა ერთ-ერ­თმა პირ­მა კი­დევ ერთი არას­რულ­წლოვ­ნის, 9 წლის გო­გო­ნას მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა.

"კვი­რის პა­ლიტ­რას" სოფ­ლის ერთ-ერთი მკვიდ­რი ესა­უბ­რე­ბა:

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მეა ამა­ზე სა­უ­ბა­რიც კი ჩემ­თვის. მთე­ლი სხე­უ­ლი მი­ცახ­ცა­ხებს ამას რომ გიყ­ვე­ბით. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ბავ­შვის სახ­ლში ჭამ­დნენ ეს გა­რეწ­რე­ბი საჭ­მელს, რად­გან თვი­თონ ეკო­ნო­მი­კუ­რად უჭირთ. და­კა­ვე­ბულს ამ ბავ­შვის ტოლი შვი­ლე­ბი ჰყავს. ამი­ტომ ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ხში­რად და­დი­ოდ­ნენ. 63 წლის მა­მა­კა­ცი ტრაქ­ტო­რის მძღო­ლია. მისი შვი­ლი, ზა­ა­ლი, ადრე ქურ­დო­ბის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს.

4 შვი­ლი ჰყავს ამ გა­რე­წარს. თით­ქმის თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან მო­ძა­ლა­დის შვი­ლე­ბი და მსხვერ­პლი ბავ­შვე­ბი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ორი წე­ლია თურ­მე შვი­ლის და შვი­ლიშ­ვი­ლის ტოლა ბავ­შვზე ძა­ლა­დობ­დნენ მამა-შვი­ლი. ვე­სა­უბ­რე ბავ­შვის დე­დას, ბავ­შვს უთ­ქვამს დე­დის­თვის ეს ამ­ბა­ვი, ემუქ­რე­ბოდ­ნენ თურ­მე არა­ვის უთხრა, თო­რემ დე­დას მო­გიკ­ლა­ვო, შენ მოგ­კლავ­თო და შე­ე­შინ­და. დე­დას მა­ში­ნათ­ვე პო­ლი­ცი­ის­თვის უც­ნო­ბე­ბია, ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და და­დას­ტურ­და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. თურ­მე ბავ­შვის­თვის გა­და­უბ­რა­ლე­ბია ერთ-ერთს ეს სი­სა­ძაგ­ლე. უთ­ქვამს, ბავ­შვმა მი­თხრა, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი ასეთ რა­მე­სო. იმ დე­ტა­ლე­ბის გა­მე­ო­რე­ბაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რაც დღეს მო­ვის­მი­ნე ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
4

სირცხვილი ასეთ ქართველს.ასეთ არაკაცს სამუდამო,სამუდამო!!!

მაშა
6
მზარავს...მეშინია...ასეთ რამეს ცხოველიც არ ჩაიდენს...მაგრამ ბავშვები რატომ რჩებიან უყურადღებოდ?!ხალხო, არ გინდოდეს არც ჭამა, არც ჩაცმა...ყურადღებით იყავით მოზარდების მიმართ ყ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს... ემუქრებოდნენ, არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო" - 8 წლის გოგონას გაუპატიურების შემზარავი ამბის ახალი დეტალები

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა. 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის სამართალდამცველებმა მამა-შვილი დააკავეს და მათ სასამართლომ უკვე პატიმრობა შეუფარდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს გოგონას ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დროს სამართალდამცველები იყვნენ, თუმცა აღშფოთებული ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს. სოფლის მოსახლეობა ბრალდებულების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა კიდევ ერთი არასრულწლოვნის, 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

"კვირის პალიტრას" სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ესაუბრება:

"საშინელი ამბავია, წარმოუდგენლად მძიმეა ამაზე საუბარიც კი ჩემთვის. მთელი სხეული მიცახცახებს ამას რომ გიყვებით. ისინი ერთმანეთის მეზობლები არიან, ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ფაქტობრივად, ამ ბავშვის სახლში ჭამდნენ ეს გარეწრები საჭმელს, რადგან თვითონ ეკონომიკურად უჭირთ. დაკავებულს ამ ბავშვის ტოლი შვილები ჰყავს. ამიტომ ბავშვები ერთმანეთთან ხშირად დადიოდნენ. 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლია. მისი შვილი, ზაალი, ადრე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

4 შვილი ჰყავს ამ გარეწარს. თითქმის თანატოლები არიან მოძალადის შვილები და მსხვერპლი ბავშვები. წარმოგიდგენიათ, ორი წელია თურმე შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდნენ მამა-შვილი. ვესაუბრე ბავშვის დედას, ბავშვს უთქვამს დედისთვის ეს ამბავი, ემუქრებოდნენ თურმე არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო, შენ მოგკლავთო და შეეშინდა. დედას მაშინათვე პოლიციისთვის უცნობებია, ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურდა ეს საშინელი ამბავი. თურმე ბავშვისთვის გადაუბრალებია ერთ-ერთს ეს სისაძაგლე. უთქვამს, ბავშვმა მითხრა, ტელევიზორში ვუყურებდი ასეთ რამესო. იმ დეტალების გამეორებაც წარმოუდგენელია, რაც დღეს მოვისმინე ბავშვის ოჯახის წევრებისგან....განაგრძეთ კითხვა