ავტორი:

"ამბობთ, რომ საქართველო არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი, რომელია ამაზე პრორუსული განცხადება?" - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

"ამბობთ, რომ საქართველო არ არის მზად, გახდეს ნატო-ს წევრი, რომელია ამაზე პრორუსული განცხადება?" - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

გამოდიხართ და ამბობთ, რომ საქართველო არ არის მზად გახდეს ნატო-ს წევრი - რომელია ამაზე პრორუსული განცხადება?! - ეს არის რუსული პოლიტიკის გატარება, - ასე მიმართა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ როცა ვიზა-ლიბერალიზაციის სამუშაო გეგმაზე მიდიოდა მუშაობა, მაშინ ოპონენტები ევროკავშირისგან აქტიურად ითხოდნენ, რომ საქათრთველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაცია არ მიეცათ. ამ კონტექსტში მან დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი დაასახელა.

“ჩვენი ოპონენტებისგან მოვუსმინე, თითქოს ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გახდეს ნატოს წევრი. რამდენად გამაოგნებელი შეიძლება იყოს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, აღარ მაქვს საუბარი იმაზე, რომ პარლამენტის წევრი გამოდის ღიად და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არის პოლიტიკური მავნებლობა და ანტისახელწიფოებრივი ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდონოს - მით უფრო პოლიტიკოსმა, პარლამენტის წევრმა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"2024 წლისთვის საქართველო გეგმავს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე" - რა განცხადებას ავრცელებს საგარეო უწყება ასოცირების შეთანხმებიდან 7 წლის თავზე

"გამიუარესდა ჯანმრთელობა, რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც..." - ლევან ვასაძის მიმართვა სტამბოლიდან

"დიაგნოზი კიდევ ვერ დასვეს, ელოდებიან დამატებითი კვლევის პასუხებს" -  როგორია ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?