სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონოზვნო დასი მიიღო.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასულიერო პირებმა მის უწმინდესობას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და „შენდობა სთხოვეს ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის“.
პატრიარქმა დალოცა ისინი და დასძინა: ,,თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა დარჩეს” .
ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად ხატი გადასცა.