ავტორი:

ფოთში, ფაბრიკა "აჭარა ტექსტილის" 20-მდე თანამშომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა - რას ამბობს საწარმოს დირექტორი

ფოთში, ფაბრიკა "აჭარა ტექსტილის" 20-მდე თანამშომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა - რას ამბობს საწარმოს დირექტორი

ფოთში, 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა “ლაზიკამედში” შეიყვანეს. მათ ღებინება და საერთო სისუსტე აღენიშნებათ. პაციენტები სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ გადაიყვანეს.

ახლობლების ინფორმაციით, ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია. ამ წუთებში კლინიკაში გადაყვანილ პირებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ფაბრიკაში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან. საწარმოს დირექტორის, გია ლომინაძის ინფორმაციით, ფაბრიკას საკვები პროდუქტებით ერთ-ერთი კომპანია უზრუნველყოფს და ასეთი შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

„კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს საკვებით უზრუნველყოფა ჩვენი დასაქმებულების. გვყავს დაქირავებული კომპანია, ვისთანაც გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და გვაწვდის საკვებს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მაგრამ პირველადი მონაცემებით, ვარაუდი არის ის, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საკვები, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ 1 500 ადამიანია ამ კონკრეტულ საწარმოში დასაქმებული და მხოლოდ 15 თუ 17 ადამიანია გადაყვანილი საავადმყოფოში. აქედან გამომდინარე, ზუსტ ანალიზს ვერ ვაკეთებთ რა შეიძლება ყოფილიყო გამომწვევი მიზეზი ამ ფაქტისა. დაველოდებით შესაბამისი სამსახურების დასკვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საწარმოში მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. სისტემატურ კავშირში ვართ საავადმყოფოებთან და ფაქტობრივად, ყველას მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა, გია ლომინაძემ.

"სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? - გამათხოვრებული დადის" - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ხერხეულიძეზე - "სულელი გოგო! სასწაული ხალხია"

"საერთოდ გახვედით კონტროლიდან..." - პრემიერი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს