ავტორი:

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”

აქტიური დასვენება, გართობა და ელექტრონული მუსიკა ერთ სივრცეში – ეს არის მუსიკალური ფესიტივალი Festival “Haerze”, რომელიც 23–24 ივლისს საირმესთან ახლოს, ზეკარში ჩატარდება.

ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ მძიმე პერიოდის შემდეგ მათ გადაწყვიტეს ქართველი არტისტების მხარდაჭერა და ამავდროულად, ფართო საზოგადოების განწყობის ამაღლება. სწორედ ამიტომ ღონისძიებას განსხვავებული კონცეფცია ექნება და სცენა მხოლოდ ქართველ არტისტებს დაეთმობათ.

დიდი ყურადღებით შეირჩა ფესტივალის ჩატარების ადგილიც. ეს არ არის თბილისი ან აჭარა, სადაც ტრადიციულად, მუსიკალური ფესტივალები ტარდება ხოლმე. ღონისძიება ჩატარდება იმერეთში, საირმესთან ახლოს, ზეკარში, სადაც მსგავსი ტიპის ფესტივალი არასდროს ჩატარებულა. ესეც სპეციალურად მოხდა, რომ ქვეყნის ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ ულამაზეს რეგიონს მეტი ყურადღება მიექცეს.

ფესტივალი სამ სცენას გააერთიანებს. ესენი იქნება: "ჰაერზე“ - მთავარი სთეიჯი, Zekari Factory – შიდა სთეიჯი, Red Bull-ის სთეიჯი.

მუსიკის გარდა, ფესტივალის სტუმრებს არაერთი გასართობი და სახალისო აქტივობა დახვდებათ. მათ შორის: Archery Tag, იოგის ინტრუქტორი, რომელიც მსურველებს იოგას ავარჯიშებს, სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები და თამაშები.

სტუმრებისთის მომზადებული იქნება სპეციალური საკარვე ადგილები. გარდა ამისა, ლოკალურად იმოქმედებს არაერთი კვების ობიექტი, ბარი. მოეწყობა გამოფენა–გაყიდვა. სასტუმროები დამსვენებლებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობენ ფესტივალის პერიოდში.

ფესტივალის პარტნიორები არიან: Coca-cola, jim beam, Estrella.

Mystartup, ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი საქართველოში, ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება. Mystartup მუდმივად ზრუნავს ქართველ სტარტაპერებზე და ეხმარება მათ მინიმალური დანახარჯებითა და დროითი რესურსით მიიღონ სასურველი შედეგი. ფესტივალზე, სწორედ Mystartup დაეხმარება სტარტაპერებს საფესტივალო სივრცეში განთავსებაში, ასევე Mystartup-ის სტარტაპერები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებით.

თუ თქვენც გსურთ, თქვენი ბიზნესი წარმოდგენილი იყოს ფესტივალზე, შეავსეთ შესაბამისი ფორმა.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ.

სასტუმროებისა და საოჯახო სახლების დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს.

23-24 ივლისს გელოდებით #ჰაერზე

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას